მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და Bharath-ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ინ­სტი­ტუტს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და, რომ­ლის მი­ზა­ნიც მრა­ვალ­მხრი­ვია: მე­დი­ცი­ნის სკო­ლის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი, ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბის შექ­მნა IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით; მე­დი­ცი­ნის სკო­ლის სტუ­დენ­ტე­ბის პრაქ­ტი­კის ხელ­შე­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ინ­დო­ე­თის წამ­ყვან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბი­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

Bharath-ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი და­ფუძნ­და 1984 წელს. 2014 წელს მსოფ­ლი­ოს გა­ნათ­ლე­ბის კონ­გრე­სის მიერ სამ­ხრეთ ინ­დო­ე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი უნი­ვერ­სი­ტე­ტი „წლის სა­უ­კე­თე­სო კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტად“ და­სა­ხელ­და, ხოლო 2020 წელს იგი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ხა­რის­ხით NIRF-მა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 59-ე ად­გი­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ქარ­თულ და ინ­დურ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია. ჩვენ გვჯე­რა, რომ Bharath-ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ინ­სტი­ტუტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უდი­დეს წვლილს შე­ი­ტანს თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა IT ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბებს, ეს თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და Bharath-ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის ცოდ­ნი­სა თუ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მოგ­ვცემს მისი გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.“ - აღ­ნიშ­ნა რა­მაზ კუ­კუ­ლა­ძემ, თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი.

თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტი სრუ­ლად ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც 2002 წელს და­ფუძნ­და და ამ­ჟა­მად 12 ქვეყ­ნის 2100 სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს 4 სკო­ლა­ში, ესე­ნია: მე­დი­ცი­ნის, ბიზ­ნე­სის, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და სა­მარ­თლის სკო­ლე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ჰოს­პიტ­ლე­ბის ქსე­ლის „ევექ­სის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია და სწო­რედ ივ. ბო­კე­რი­ას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა არის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის ღია უნივერსიტეტსა და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც მრავალმხრივია: მედიცინის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი პროგრამების შექმნა IT ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით; მედიცინის სკოლის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოსა და ინდოეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში და ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.

Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა 1984 წელს. 2014 წელს მსოფლიოს განათლების კონგრესის მიერ სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი „წლის საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად“ დასახელდა, ხოლო 2020 წელს იგი განათლების დონის ხარისხით NIRF-მა მსოფლიოს მასშტაბით 59-ე ადგილით დააჯილდოვა.

„აღნიშნული მემორანდუმი ქართულ და ინდურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთანამშრომლობის პირველი პრეცედენტია. ჩვენ გვჯერა, რომ Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობა უდიდეს წვლილს შეიტანს თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის განვითარებაში. რაც შეეხება IT ტექნოლოგიებსა და მონაცემთა მეცნიერებებს, ეს თბილისის ღია უნივერსიტეტისთვის ახალი მიმართულებაა და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარება მოგვცემს მისი გლობალურ დონეზე განვითარების შესაძლებლობას.“ - აღნიშნა რამაზ კუკულაძემ, თბილისის ღია უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

თბილისის ღია უნივერსიტეტი სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 12 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში, ესენია: მედიცინის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლები. უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტლების ქსელის „ევექსის“ სტრატეგიული პარტნიორია და სწორედ ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკა არის უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულება.

R