პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტემა, ქართველი პოეტების პოეზიის კრებული, „ექო-aidintys“ ლიეტუვურ ენაზე თარგმნეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტემა, ქართველი პოეტების პოეზიის კრებული, „ექო-aidintys“ ლიეტუვურ ენაზე თარგმნეს

მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში, ლი­ე­ტუ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, ლი­ე­ტურ და ქარ­თულ ენებ­ზე, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბის პო­ე­ზი­ის კრე­ბუ­ლი, „ექო-aidintys“ გა­მო­ი­ცა, რო­მელ­შიც 10 ახალ­გაზ­რდა (26-35 წლის) პო­ე­ტის რჩე­უ­ლი ლექ­სე­ბი მოხ­ვდა.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია 15 სექ­ტემ­ბერს ლი­ე­ტუ­ვა­ში, ახალ­გაზ­რდა სა­ხე­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფეს­ტი­ვალ­ზე- „ Literaturines Slinktys” შედ­გა. ფეს­ტი­ვალ­ში, რო­გორც პარტნი­ორ­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრმა მი­ი­ღო.

კრე­ბუ­ლი ლი­ე­ტუ­ველ მკი­თხველს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­კუ­თარ ენა­ზე გა­ეც­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ას. ორე­ნო­ვა­ნი კრე­ბუ­ლის რჩე­უ­ლი ლექ­სე­ბის სი­ტყვა­სი­ტყვი­თი თარ­გმა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ახ­ლან­დელ­მა და ყო­ფილ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძემ, ირაკ­ლი დუ­და­ურ­მა და სო­ფიო ტა­ბა­ტა­ძემ შე­ას­რუ­ლეს. რე­დაქ­ტი­რე­ბა კი, ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა ვი­დას კა­ვა­ლი­ა­უს­კას­მა გა­უ­კე­თა. წიგ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თარ­გმა­ნი ლი­ე­ტუ­ვა­ში უკვე ცნო­ბილ პო­ე­ტებ­სა და თარ­ჯიმ­ნებს, გრე­ტა ამ­ბრა­ზა­ი­ტემ­სა და დო­მი­ნი­კას ნორ­კუ­ნას­მას ეკუთ­ვნით.

ლი­ე­ტუ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში „ექო-aidintys“ პირ­ვე­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც ორი­ვე ენა­ზე გა­მო­ი­ცა. ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს არის უცხო ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდა პო­ეტ­თა პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვა­ში ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დგომ გა­მო­ი­ცა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამა­ყობს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში წვი­ლი ჩვენ­მა ახ­ლან­დელ­მა და ყო­ფილ­მა სტუ­დენ­ტებ­მაც შე­ი­ტა­ნეს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტემა, ქართველი პოეტების პოეზიის კრებული, „ექო-aidintys“ ლიეტუვურ ენაზე თარგმნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტემა, ქართველი პოეტების პოეზიის კრებული, „ექო-aidintys“ ლიეტუვურ ენაზე თარგმნეს

მიმდინარე წლის ზაფხულში, ლიეტუვის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, ლიეტურ და ქართულ ენებზე, ქართველი პოეტების პოეზიის კრებული, „ექო-aidintys“ გამოიცა, რომელშიც 10 ახალგაზრდა (26-35 წლის) პოეტის რჩეული ლექსები მოხვდა.

წიგნის პრეზენტაცია 15 სექტემბერს ლიეტუვაში, ახალგაზრდა სახეების ლიტერატურულ ფესტივალზე- „ Literaturines Slinktys” შედგა. ფესტივალში, როგორც პარტნიორმა, მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრმა მიიღო.

კრებული ლიეტუველ მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ენაზე გაეცნოს თანამედროვე ქართულ პოეზიას. ორენოვანი კრებულის რჩეული ლექსების სიტყვასიტყვითი თარგმანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ახლანდელმა და ყოფილმა სტუდენტებმა, გიორგი კობახიძემ, ირაკლი დუდაურმა და სოფიო ტაბატაძემ შეასრულეს. რედაქტირება კი, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიდას კავალიაუსკასმა გაუკეთა. წიგნის ლიტერატურული თარგმანი ლიეტუვაში უკვე ცნობილ პოეტებსა და თარჯიმნებს, გრეტა ამბრაზაიტემსა და დომინიკას ნორკუნასმას ეკუთვნით.

ლიეტუვისა და საქართველოს ისტორიაში „ექო-aidintys“ პირველი წიგნია, რომელიც ორივე ენაზე გამოიცა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ახალგაზრდა პოეტთა პირველი კრებული, რომელიც ლიეტუვაში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გამოიცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს, რომ ამ ყველაფერში წვილი ჩვენმა ახლანდელმა და ყოფილმა სტუდენტებმაც შეიტანეს.

NS