მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას თუ ვერ დააპატიმრებენ, ვაია, დააპატიმრებენ და - ვუი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები თუ სააკაშვილი მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?
"მიშას თუ ვერ დააპატიმრებენ, ვაია, დააპატიმრებენ და - ვუი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები თუ სააკაშვილი მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის, რომ ნამ­დვი­ლად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, კი­ე­ვი-თბი­ლი­სის ბი­ლე­თის ჯავ­შა­ნი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ კი­ე­ვი-თბი­ლი­სის ბი­ლე­თი 2 ოქ­ტომ­ბრის­თვის შე­ი­ძი­ნა და ღა­მის 11 სა­ათ­ზე სამ­შობ­ლო­ში იქ­ნე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მას შემ­დეგ, რაც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა, ყვე­ლა უნდა გა­მო­ვი­დეს ქა­ლა­ქე­ბის, სოფ­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში და ერ­თად და­იც­ვან გა­მარ­ჯვე­ბა.

პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა "ლა­ჩა­რი მი­ხოს მი­უღ­წე­ველ ოც­ნე­ბად“ შე­ა­ფა­სა და თქვა, რომ რო­გორც კი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხს შე­მო­ად­გამს, წავა ცი­ხე­ში.

"რა თქვა მი­ხომ, - ჩა­მოვ­დი­ვა­რო? - მარ­ტი­ვი პა­სუ­ხია, სა­ხელ­მწი­ფო გას­ცემს პა­სუხს, სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­გორც კი შე­მო­ვა ჩვენ მი­წა­ზე, იმა­ვე წამს იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი და შებ­რძა­ნე­ბუ­ლი ცი­ხე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ვინც ამ პრო­ცესს ხელს შე­უშ­ლის, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა.

ამ­ჯე­რად რამ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი და რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მის სა­ქარ­თვე­ლო­ში "ფე­ხის შე­მოდ­გმას“, ამა­ზე ამ­ბე­ბი.გე-სთან ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის­თვის ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და ამ­ბობს, რომ პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ამ კუ­თხით არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ჯერ ერთი, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვა, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის სა­კი­თხია. ვფიქ­რობ, მისი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ჩა­მო­ვა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა იმ­დე­ნად დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ მისი პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტში და­პა­ტიმ­რე­ბა რთუ­ლი გახ­დე­ბა.

უნდა გვეს­მო­დეს, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე პრო­ცე­სი არ მთავ­რდე­ბა სა­კუთ­რივ არ­ჩევ­ნე­ბით, იქ­ნე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა და ამ გაგ­რძე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რე­ბი არ­სე­ბობს გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რა მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის სა­კი­თხი, ამით სა­ა­კაშ­ვი­ლი წყვეტს სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბის ამო­ცა­ნას. ის ხომ ისე­ვე, რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ცენ­ტრში სა­კუ­თარ თავს მო­ი­აზ­რებს, რომ მის გა­რე­შე ქვა-ქვა­ზე ნუ დარ­ჩე­ნი­ლა. ორი­ვე ასე­თია და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­შას უნდა, მოვ­ლე­ნე­ბის ცენ­ტრში იყოს, მას ეს სურ­ვი­ლი აქვს და ამ სცე­ნა­რით მი­დის.

არ ვფიქ­რობ, რომ ჩვენ სა­არ­ჩევ­ნოდ ამას დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ, მთა­ვა­რია ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რა მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე, ხოლო რა იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბევრ რა­მე­ზე - რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რამ­დე­ნად იმა­მა­ძაღ­ლებს არ­ჩევ­ნებ­ზე, რა რე­სურ­სი ექ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ას და ა.შ.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ერ­თოდ ის მიდ­გო­მა აქვს, რომ მათ­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი არის სა­სარ­გებ­ლო მა­სა­ლა იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ვიდ­ნენ და ისევ "მგე­ლი მო­დის“ იძა­ხონ.

ცი­ხე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არის კოშ­მა­რი. მი­შას თუ ვერ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ, ვაია, და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ და - ვუი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ორი­ვე თა­ვის ტკი­ვი­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, ეს არაა მარ­ტი­ვი სა­მარ­თა­ვი სი­ტუ­ა­ცია, მე­ო­რე - "ოც­ნე­ბას“ მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი გა­მო­ეც­ლე­ბა მო­მა­ვალ პრო­ცე­სებ­ში. კი ბა­ტო­ნო, ჩა­მო­ვი­დეს მაგ­რამ თუ ჩა­მო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ, თუ - არა, მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის ეს მა­ინც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ერთი სა­კი­თხი მა­ინც იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი.

მიშა ჩა­მო­ვა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ექ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი გა­რან­ტი­ე­ბი იმი­სა, რომ მისი და­პა­ტიმ­რე­ბა მყი­სი­ე­რად ვერ მოხ­დე­ბა და მას გარ­კვე­უ­ლი სივ­რცე შე­ექ­მნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ იმოქ­მე­დოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეჭვი მე­პა­რე­ბა, ჩა­მო­ვი­დეს. სა­ა­კაშ­ვილს და­სავ­ლე­თის­გან მხარ­და­ჭე­რა, არ მგო­ნია, ჰქონ­დეს, ვი­ნა­ი­დან და­სავ­ლეთს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ბევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს უკვე შექ­მნი­ლი. ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ასე ფორ­მა­ლუ­რად მხარს ვერც და­უ­ჭე­რენ, ვი­ნა­ი­დან ამ ადა­მი­ან­ზე რამ­დე­ნი­მე გა­ნა­ჩე­ნია გა­მო­ტა­ნი­ლი და და­სავ­ლეთ­მა რა უნდა თქვას? ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ ჩა­ა­ტა­რებს არ­ჩევ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თუ ის იქნა ძა­ლა­დო­ბის, გა­ყალ­ბე­ბის და მა­მა­ძაღ­ლო­ბის ფონ­ზე, მა­შინ ესაა ერთი სცე­ნა­რი, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მარ­ცხი გა­ნი­ცა­და, ესეც მი­შას სა­სარ­გებ­ლოდ იმუ­შა­ვებს. ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თუ მო­ი­გო ისე, რომ მის მი­მართ კი­თხვე­ბი არ იქნა, მა­შინ რა აზრი აქვს მის ჩა­მოს­ვლას?“

ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ფიქ­რობს, რომ ბი­ლე­თის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, შე­საძ­ლოა, მერე "რე­ი­სი გა­და­ი­დოს“ და მიშა არ ჩა­მო­ვი­დეს. მისი ლო­გი­კით, სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ გან­ცხა­დე­ბით უფრო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ და ამით პირ­და­პირ და­არ­ტყა პა­ტა­რა პარ­ტი­ებს, პირ­ველ რიგ­ში კი - გი­ორ­გი გა­ხა­რიას.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა და ბი­ლე­თის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა მთლად "ნა­ცე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ არ მგო­ნია იყოს, იმი­ტომ, რომ თუ მას ბი­ლე­თის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და, მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა "ნაც­მოს" ამომ­რჩევ­ლის­თვის, მისი ამომ­რჩე­ვე­ლი ისე­დაც საკ­მა­ოდ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ამ გან­ცხა­დე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა, მის­და უნე­ბუ­რად, უფრო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და პირ­და­პირ და­არ­ტყა პა­ტა­რა და­მო­უ­კი­დე­ბელ პარ­ტი­ებს, პირ­ველ რიგ­ში კი გა­ხა­რი­ას. ეს იმ­დე­ნად ცხა­დია, რომ ცოტა მიკ­ვირს კი­დეც, ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მოც­დი­ლი გუნ­დის­გან, რო­გო­რიც "ნაც­მოა", ამას რო­გორ ვერ ხე­დავს? "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ 43% პრობ­ლე­მა­ტუ­რი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც გა­ხა­რია შე­მო­ვი­და პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე.

თუ მა­ინც მოხ­და ისე, რომ ჩა­მო­ვი­და, რაც ჩემ­თვის მცი­რე ალ­ბა­თო­ბაა, რა თქმა უნდა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უნდა აღას­რუ­ლოს კა­ნო­ნი, სხვა შან­სი მას არ ექ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თოს, მაგ­რამ 1 თვე, მერე ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე ეს აქ­ცი­ე­ბი დას­რულ­დე­ბა, მი­ი­ლე­ვა ისე, რო­გორც არა­ერ­თხელ მი­ლე­უ­ლა, სულ ეს იქ­ნე­ბა. და თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ და­ა­პა­ტიმ­რეს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ "ოც­ნე­ბა“ ძა­ლა­უფ­ლე­ბას თმობს.

ვინ­მეს თუ ჰგო­ნია, რომ ეს ისე­თი­ვე პრო­ცე­სია, რაც იყო მე­ლი­ას დროს, ასე არ იქ­ნე­ბა. მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა მოჰ­ყვა გარ­კვე­ულ პრო­ცესს - საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას, შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­პა­ტიმ­რე­ბა აღ­ქმუ­ლი იყო, რო­გორც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის და მისი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქტი. არც და­სავ­ლე­თი­დან და არც ხალ­ხის მხრი­დან არ მგო­ნია მის და­კა­ვე­ბას დიდი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვეს. არა­ნა­ი­რი მუხ­ტი არ არის მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც, რომ პრო­ტეს­ტი ქუ­ჩა­ში გა­და­ვი­დეს. არის "ნაც­მოს" გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ ეს ხომ ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 900-ჯერ ვნა­ხეთ? ამას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უნდა ჰქონ­დეს რე­ზო­ნან­სი, მაგ­რამ ჩანს, რომ არ აქვს და არ ექ­ნე­ბა, ასე­თი პრო­ტეს­ტის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. პრო­ტეს­ტი ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ "ოც­ნე­ბა“ წე­სი­ე­რად და ჭკვი­ა­ნუ­რად გა­დად­გამს ნა­ბი­ჯებს, ეს პრო­ტეს­ტი ისე­ვე ჩა­ცხრე­ბა, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი პრო­ტეს­ტი, იმი­ტომ, რომ პრო­ტესტს მა­შინ აქვს აზრი, როცა რუს­თა­ველ­ზე მყო­ფი ხალ­ხის აზრს იზი­ა­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შინ ზის და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებს. როცა ეს თან­ხვედ­რა არ არის, გინ­დაც 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა".

ექ­სპერტ ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ველს მი­აჩ­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ გახ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­სა­ტე­ხი, რად­გან პარ­ტი­ას რე­ა­ლუ­რად ორ ფრონტზე მო­უ­წევს ბრძო­ლა. ამას­თან, მის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 2008 წლის ომში სიმ­ხდა­ლის ენით აღუ­წე­რე­ლი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა, ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­სვლე­ლი და წლო­ბით ცი­ხე­ში ჩამ­ჯდო­მი იყოს“.

"პო­ლი­ტი­კა­ში ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დუ­ლი მკი­თხვე­ლი შე­საძ­ლოა თვლი­დეს, რომ მარ­თლაც, რა უნდა კი­ე­ვი­დან ჩა­მოს­ვლას, და­აჯ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თვითმფრი­ნავს და და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა. თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის რე­ა­ლო­ბა არც ისე­თი მარ­ტი­ვია, რო­გორც ეს ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს. დღეს სულ სხვა სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს და მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა­ში არა­ვი­თა­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბა არ არ­სე­ბობს. ასეთ დროს კი ნე­ბის­მი­ე­რი N პი­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა ძალ­თა ბა­ლანსს ვერ შეც­ვლის. რაც შე­ე­ხე­ბა უფრო დე­ტა­ლურ სუ­რათს, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მისი ჩა­მოფ­რე­ნის შემ­თხვე­ვა­ში: არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, გვი­ან სა­ღა­მოს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­სა­ტე­ხი გახ­დე­ბა, რად­გან პარ­ტი­ას რე­ა­ლუ­რად ორ ფრონტზე მო­უ­წევს ბრძო­ლა, პირ­ვე­ლი ფრონ­ტია სა­არ­ჩევ­ნო დღეს აქ­ტი­უ­რო­ბა და მე­ო­რე - სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აე­რო­პორტთან ხალ­ხის დიდი ნა­კა­დის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, ალ­ბათ, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამა­ვე დროს, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მისი მომ­ხრე­ე­ბი შეღ­წე­ვას ვერ შეძ­ლე­ბენ და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის და აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნა ნამ­დვი­ლად არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ დღე­ებ­ში? სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­ნონსდე­ბა აქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­და, ოპო­ზი­ცი­ა­ში რე­ა­ლუ­რი ძა­ლის მქო­ნე არ­ცერ­თი პარ­ტია მხარს არ და­უ­ჭერს და არც არა­ვინ ეც­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის რუს­თა­ვის ცი­ხი­დან დახ­სნას.

და­ბო­ლოს, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩე­ველს და, ბუ­ნებ­რი­ვია, არც ისი­ნი შეხ­ვდე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვილს, რბი­ლად რომ ვთქვათ, გულ­ზე ხელ­დაკ­რე­ფი­ლე­ბი“.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უი---უი---
30

იმედი გადავიდა საგანგებოზე????რაღას ელოდება,სურათი ხომ დაიდო,საკმარისი არ არის?

ქოცნაცი:)
14

დაინახა რომ ქოცეთი ვერ იმარჯვებს და ქოც-ნაცეთი ააღელვა., რომ ქოცთა და ნაცებისგან ქოცებად გადაგვარებულებმა გაიმარჯვონ. შეკრულია კაცო? ბიძინამ მაყუთი გაუამაზა ბიკტკოინებით?:) დედიკოსთან ერთად მოდის:) ისე კი, ამან მართლა უნდა ხეხოს ვირის აბანო კეზერაშვილთან და სხვა საქართველოდან მოტეხილებთან ერთად მასე მერე რაც ქვეყანას დამართეს 2007 წლის მერე, მაგრამ სადაა ხალხს რომ უნდა ისე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მიშას თუ ვერ დააპატიმრებენ, ვაია, დააპატიმრებენ და - ვუი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები თუ სააკაშვილი მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?

"მიშას თუ ვერ დააპატიმრებენ, ვაია, დააპატიმრებენ და - ვუი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები თუ სააკაშვილი მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?

მიხეილ სააკაშვილმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ნამდვილად ჩამოდის საქართველოში, კიევი-თბილისის ბილეთის ჯავშანი გაასაჯაროვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი-თბილისის ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა და ღამის 11 საათზე სამშობლოში იქნება. სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დაიცვან გამარჯვება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის განცხადება "ლაჩარი მიხოს მიუღწეველ ოცნებად“ შეაფასა და თქვა, რომ როგორც კი ექსპრეზიდენტი საქართველოში ფეხს შემოადგამს, წავა ციხეში.

"რა თქვა მიხომ, - ჩამოვდივარო? - მარტივი პასუხია, სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, ყველა ადამიანი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.

ამჯერად რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის დაანონსებული ვიზიტი, რა მიზანს ემსახურება მისი განცხადებები და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს მის საქართველოში "ფეხის შემოდგმას“, ამაზე ამბები.გე-სთან ექსპერტები საუბრობენ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილისთვის ნაკლებად დამაჯერებელია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ამბობს, რომ პროცესების განვითარება ამ კუთხით არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

"ჯერ ერთი, არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ჩამოვა, ეს პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ვფიქრობ, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის ჩამოვა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ შეიქმნა ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება იქნება იმდენად დემორალიზებული, რომ მისი პირდაპირ აეროპორტში დაპატიმრება რთული გახდება.

უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე პროცესი არ მთავრდება საკუთრივ არჩევნებით, იქნება გაგრძელება და ამ გაგრძელების სხვადასხვა სცენარები არსებობს გამომდინარე იქიდან, რა მოხდება არჩევნებზე. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი, ამით სააკაშვილი წყვეტს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების ამოცანას. ის ხომ ისევე, როგორც ივანიშვილი, პოლიტიკოსების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც პოლიტიკური პროცესის ცენტრში საკუთარ თავს მოიაზრებს, რომ მის გარეშე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა. ორივე ასეთია და, შესაბამისად, მიშას უნდა, მოვლენების ცენტრში იყოს, მას ეს სურვილი აქვს და ამ სცენარით მიდის.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საარჩევნოდ ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მთავარია ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდება არჩევნებზე, ხოლო რა იქნება არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე - როგორ მოიქცევა ხელისუფლება, რამდენად იმამაძაღლებს არჩევნებზე, რა რესურსი ექნება ოპოზიციას და ა.შ.

"ქართულ ოცნებას“ საერთოდ ის მიდგომა აქვს, რომ მათთვის სააკაშვილის განცხადებები არის სასარგებლო მასალა იმისათვის, რომ გამოვიდნენ და ისევ "მგელი მოდის“ იძახონ.

ციხეში სააკაშვილი ხელისუფლებისთვის არის კოშმარი. მიშას თუ ვერ დააპატიმრებენ, ვაია, დააპატიმრებენ და - ვუი, ხელისუფლებისთვის ორივე თავის ტკივილია. სააკაშვილი თბილისში, ეს არაა მარტივი სამართავი სიტუაცია, მეორე - "ოცნებას“ მთავარი არგუმენტი გამოეცლება მომავალ პროცესებში. კი ბატონო, ჩამოვიდეს მაგრამ თუ ჩამოვა, მიუხედავად იმისა, დააპატიმრებენ, თუ - არა, მომავალი პოლიტიკური პროცესისთვის ეს მაინც სასარგებლო იქნება იმიტომ, რომ ერთი საკითხი მაინც იქნება გარკვეული.

მიშა ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მისი დაპატიმრება მყისიერად ვერ მოხდება და მას გარკვეული სივრცე შეექმნება იმისათვის, რომ იმოქმედოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, ჩამოვიდეს. სააკაშვილს დასავლეთისგან მხარდაჭერა, არ მგონია, ჰქონდეს, ვინაიდან დასავლეთს ჩვენს ხელისუფლებაზე ბევრად სერიოზული პრობლემები აქვს უკვე შექმნილი. ისინი სააკაშვილის ასე ფორმალურად მხარს ვერც დაუჭერენ, ვინაიდან ამ ადამიანზე რამდენიმე განაჩენია გამოტანილი და დასავლეთმა რა უნდა თქვას? ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება. თუ ის იქნა ძალადობის, გაყალბების და მამაძაღლობის ფონზე, მაშინ ესაა ერთი სცენარი, თუ ხელისუფლებამ მარცხი განიცადა, ესეც მიშას სასარგებლოდ იმუშავებს. ხოლო ხელისუფლებამ თუ მოიგო ისე, რომ მის მიმართ კითხვები არ იქნა, მაშინ რა აზრი აქვს მის ჩამოსვლას?“

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ბილეთის გასაჯაროვება ბევრს არაფერს ნიშნავს, შესაძლოა, მერე "რეისი გადაიდოს“ და მიშა არ ჩამოვიდეს. მისი ლოგიკით, სააკაშვილმა ამ განცხადებით უფრო "ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა, ვიდრე "ნაციონალების“ და ამით პირდაპირ დაარტყა პატარა პარტიებს, პირველ რიგში კი - გიორგი გახარიას.

"სააკაშვილის ეს განცხადება და ბილეთის გასაჯაროვება მთლად "ნაცების" სასარგებლოდ არ მგონია იყოს, იმიტომ, რომ თუ მას ბილეთის გამოქვეყნებით განზრახული ჰქონდა, მობილიზება გაეკეთებინა "ნაცმოს" ამომრჩევლისთვის, მისი ამომრჩეველი ისედაც საკმაოდ მოტივირებული და მობილიზებულია. ვფიქრობ, ამ განცხადებით სააკაშვილმა, მისდა უნებურად, უფრო "ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა და პირდაპირ დაარტყა პატარა დამოუკიდებელ პარტიებს, პირველ რიგში კი გახარიას. ეს იმდენად ცხადია, რომ ცოტა მიკვირს კიდეც, ისეთი პოლიტიკურად გამოცდილი გუნდისგან, როგორიც "ნაცმოა", ამას როგორ ვერ ხედავს? "ქართული ოცნებისთვის“ 43% პრობლემატური გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახარია შემოვიდა პოლიტიკურ არენაზე.

თუ მაინც მოხდა ისე, რომ ჩამოვიდა, რაც ჩემთვის მცირე ალბათობაა, რა თქმა უნდა, "ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღასრულოს კანონი, სხვა შანსი მას არ ექნება. ამ შემთხვევაში შეიძლება საპროტესტო აქციები გაიმართოს, მაგრამ 1 თვე, მერე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ეს აქციები დასრულდება, მიილევა ისე, როგორც არაერთხელ მილეულა, სულ ეს იქნება. და თუ სააკაშვილი არ დააპატიმრეს, ეს ნიშნავს იმას, რომ "ოცნება“ ძალაუფლებას თმობს.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ისეთივე პროცესია, რაც იყო მელიას დროს, ასე არ იქნება. მელიას დაპატიმრება მოჰყვა გარკვეულ პროცესს - საპროტესტო ტალღას, შესაბამისად, მისი დაპატიმრება აღქმული იყო, როგორც საპროტესტო აქციის და მისი ლიდერების წინააღმდეგ მიმართული აქტი. არც დასავლეთიდან და არც ხალხის მხრიდან არ მგონია მის დაკავებას დიდი პროტესტი მოჰყვეს. არანაირი მუხტი არ არის მოსახლეობაშიც, რომ პროტესტი ქუჩაში გადავიდეს. არის "ნაცმოს" გარკვეული პოლიტიკური აქტივი, რომელიც გამოვა ქუჩაში, მაგრამ ეს ხომ ამ 9 წლის განმავლობაში 900-ჯერ ვნახეთ? ამას მოსახლეობაში უნდა ჰქონდეს რეზონანსი, მაგრამ ჩანს, რომ არ აქვს და არ ექნება, ასეთი პროტესტისთვის საზოგადოება არ არის მომზადებული. პროტესტი ყველა ვარიანტში იქნება, მაგრამ თუ "ოცნება“ წესიერად და ჭკვიანურად გადადგამს ნაბიჯებს, ეს პროტესტი ისევე ჩაცხრება, როგორც სხვა დანარჩენი პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტს მაშინ აქვს აზრი, როცა რუსთაველზე მყოფი ხალხის აზრს იზიარებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შინ ზის და ტელევიზორს უყურებს. როცა ეს თანხვედრა არ არის, გინდაც 100 ათასი ადამიანი გამოიყვანე, არ აქვს მნიშვნელობა".

ექსპერტ ნიკოლოზ მეტრეველს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ისევ "ნაციონალური მოძრაობისთვის“ გახდება სერიოზული თავსატეხი, რადგან პარტიას რეალურად ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ამასთან, მისთვის დაუჯერებელია, რომ "ადამიანი, რომელმაც 2008 წლის ომში სიმხდალის ენით აღუწერელი მაგალითი აჩვენა, ასეთ რეალობაში საქართველოში ჩამომსვლელი და წლობით ციხეში ჩამჯდომი იყოს“.

"პოლიტიკაში ნაკლებად ჩახედული მკითხველი შესაძლოა თვლიდეს, რომ მართლაც, რა უნდა კიევიდან ჩამოსვლას, დააჯდება მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავს და დაახლოებით ორ საათში თბილისში იქნება. თუმცა სააკაშვილისთვის რეალობა არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. დღეს სულ სხვა საქართველოა, რომელშიც ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს და მიუხედავად სხვადასხვა სფეროში არსებული სირთულეებისა, ქვეყანაში არავითარი რევოლუციური განწყობა არ არსებობს. ასეთ დროს კი ნებისმიერი N პიროვნების პროცესებში ჩართვა ძალთა ბალანსს ვერ შეცვლის. რაც შეეხება უფრო დეტალურ სურათს, შეგვიძლია განვიხილოთ რა შეიძლება მოხდეს მისი ჩამოფრენის შემთხვევაში: არჩევნების დღეს, გვიან საღამოს, სააკაშვილის ჩამოსვლა "ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული თავსატეხი გახდება, რადგან პარტიას რეალურად ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, პირველი ფრონტია საარჩევნო დღეს აქტიურობა და მეორე - სააკაშვილისთვის აეროპორტთან ხალხის დიდი ნაკადის მობილიზება, რაც დამეთანხმებით, ალბათ, ძალიან რთულია. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე მისი მომხრეები შეღწევას ვერ შეძლებენ და სამართალდამცავებს სააკაშვილის დაკავების და აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანა ნამდვილად არ გაუჭირდებათ. რა შეიძლება მოხდეს მისი დაკავების შემდეგ დღეებში? სავარაუდოდ, დაანონსდება აქციები, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციაში რეალური ძალის მქონე არცერთი პარტია მხარს არ დაუჭერს და არც არავინ ეცდება სააკაშვილის რუსთავის ციხიდან დახსნას.

დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს "ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც ბევრად აღემატება "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და, ბუნებრივია, არც ისინი შეხვდებიან სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, გულზე ხელდაკრეფილები“.