კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი - პრემიერი
თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი - პრემიერი

იმე­რე­თი-რა­ჭის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზით თბი­ლი­სი­დან რა­ჭა­ში ჩა­მოს­ვლა სამ სა­ათ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იმე­რე­თი-რა­ჭის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ უფრო მეტ ასეთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძეს და მის გუნდს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„პირ­ველ რიგ­ში მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ამ მხა­რის მო­სახ­ლე­ო­ბას ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის, გზის დას­რუ­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს არის ახა­ლი 51 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზა. რო­გორც ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა აგ­ვიხ­სნა, ეს დაჯ­და და­ახ­ლო­ე­ბით 110 მი­ლი­ო­ნი ლარი და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამ გზით ისარ­გებ­ლებს არა მხო­ლოდ რა­ჭის მო­სახ­ლე­ო­ბა, არა­მედ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი. მინ­და ასე­ვე ვთქვა, რომ რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, სამ სა­ათ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი თბი­ლი­სი­დან რა­ჭა­ში ჩა­მოს­ვლა, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ჩვენ ამ პრო­ექ­ტებს ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლებთ და კი­დევ უფრო მეტ ასეთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექტს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. გი­ლო­ცავთ და გი­სურ­ვებთ შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს. მად­ლო­ბა ბა­ტონ ირაკ­ლის, მის გუნდს ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ჩხე­რე-ონის ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით გა­და­ად­გი­ლე­ბის მან­ძი­ლი ძველ გზას­თან შე­და­რე­ბით 80 კმ-ით, ხოლო დრო - 1,5 სა­ა­თით მცირ­დე­ბა. გზა სა­ჩხე­რი­დან იწყე­ბა და გა­ივ­ლის შემ­დეგ სოფ­ლებ­ზე: სა­რე­კი, ქვე­მო ხევი, უზუნ­თა, შქმე­რი, ბოყ­ვა, კვაშ­ხი­ე­თი, ზუ­და­ლი და სა­ბო­ლო­ოდ შე­უ­ერ­თდე­ბა ამ­ბრო­ლა­უ­რი-ონის გზას. გზის დიდი ნა­წი­ლი ტყი­ან ზო­ნა­ში, მდი­ნა­რე ხე­ო­რის ხე­ო­ბა­ში გა­დის და ზღვის დო­ნი­დან 1000-1500 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. არ­სე­ბუ­ლი გზა გრუნ­ტო­ვა­ნი იყო, პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად კი, გზა სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტირ­და და ას­ფალტ-ბე­ტო­ნის სა­ფა­რი და­ი­გო. პრო­ექ­ტი 7 მო­ნაკ­ვე­თად იყო და­ყო­ფი­ლი და მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 4-მა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ იმუ­შა­ვა. სულ, გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 900 ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნანსდა და მის­მა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 110 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
foteli
0

Auf saxol benzinis fasi daukeli irakli tore eg piari vergishvelis xalxs amoxvedit kisershi da ro ara nacionalebi ukve didixnis gadayenebulebi iqnebodi. Aravis ti chveulebrivi moqalaqe 

ალექს
0

ვაა, რაჭველიც სამ საათში ჩავა ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი - პრემიერი

თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი - პრემიერი

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ ასეთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამ მხარის მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, გზის დასრულება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ახალი 51 კილომეტრიანი გზა. როგორც ბატონმა მინისტრმა აგვიხსნა, ეს დაჯდა დაახლოებით 110 მილიონი ლარი და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზით ისარგებლებს არა მხოლოდ რაჭის მოსახლეობა, არამედ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები. მინდა ასევე ვთქვა, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სამ საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ამ პროექტებს ინტენსიურად გავაგრძელებთ და კიდევ უფრო მეტ ასეთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს. მადლობა ბატონ ირაკლის, მის გუნდს ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი ძველ გზასთან შედარებით 80 კმ-ით, ხოლო დრო - 1,5 საათით მცირდება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას. გზის დიდი ნაწილი ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზა სრულად რეაბილიტირდა და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.