ავტორი:

"აცხადებს, რომ "ქვეყნის გადასარჩენად" შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება" - რას წერს Reuters-ი მიხეილ სააკაშვილზე

"აცხადებს, რომ "ქვეყნის გადასარჩენად" შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება" - რას წერს Reuters-ი მიხეილ სააკაშვილზე

"საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "ქვეყნის გადასარჩენად" შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება", - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, გაყალბდა.

"საერთაშორისო დამკვირვებლებმა მაშინ განაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, საერთო ჯამში, დაცული იყო“, - წერს Reuters-ი.

სააგენტო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ "სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში“.

"საქართველოს სასამართლომ 2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მისი პრეზიდენტობისას პარლამენტის ოპოზიციური წევრის ცემის მტკიცებულებების დაფარვის მცდელობისთვის,“- წერს Reuters-ი.