მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდესაც 28 წლის შემდგომ, ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ...
როდესაც 28 წლის შემდგომ, ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ...
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ცოტა ხნის წინ ჩემს სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც გუ­რამ თა­ვარ­თქი­ლა­ძის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მერ­ვე წე­ლია, ექ­სტრე­მა­ლურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ვუ­კი­თხავ, "ზუ­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით მო­რიგ ლექ­ცი­ა­ზე ვუჩ­ვე­ნებ­დი აფხა­ზე­თის ომის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მოვ­ძებ­ნე ინ­ტერ­ნეტ­ში. სტუ­დენ­ტებს ვუხ­სნი­დი ომის ჟურ­ნა­ლის­ტის მოქ­მე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კას საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­სა­ლაც უნდა მო­ი­პო­ვოს და ამას­თა­ნა­ვე - ცო­ცხა­ლი დარ­ჩეს...

ერთ მო­მენ­ტში ენა და­მე­ბა, ორი­ო­დე წუთი უხ­მოდ დავ­შტე­რე­ბო­დი კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე გა­მო­სულ მო­რიგ ფო­ტოს... სტუ­დენ­ტე­ბი შეშფთდნენ, რა და­გე­მარ­თა­თო... თვალ­ზე ცრემ­ლი მომ­დგო­მო­და, რად­გან უც­ნობ ფო­ტო­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩემი თავი ამო­ვი­ცა­ნი... 28 წლის წინ აფხა­ზე­თის ომში, სო­ხუ­მის და­კარ­გვის შემ­დეგ, რო­დე­საც კო­დო­რის ხე­ო­ბა­ზე გად­მოვ­დი­ო­დით...

მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და­ი­წყო იმ მძი­მე დღე­ე­ბის ამო­ტივ­ტი­ვე­ბა. რა­ღა­ცე­ბი და­ვი­წყე­ბას მის­ცე­მო­და, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნა­ნახ­მა ფო­ტომ ბევ­რი რამ გა­მახ­სე­ნა, შემ­დეგ ფო­ტოს ავ­ტო­რის გვა­რით იმ დღის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფო­ტოც მოვ­ძებ­ნე და მთე­ლი სუ­რა­თი თვალ­წინ აღ­დგა...

სო­ხუ­მი­დან გა­მოს­ვლი­სა და მა­ჭარ­კის ხი­დის და­რა­ჯო­ბის შემ­დეგ სხვებ­თან ერ­თად კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ას­ვლამ და უღელ­ტე­ხილ­ზე გად­მოს­ვლა მო­მი­წია. ფოტო: უზარ­მა­ზა­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი­თა და ახა­ლი "კა­მუფ­ლი­ა­ჟით" ეტყო­ბა 'სნა­ი­პე­რის ოც­ნე­ბას' წარ­მო­ვად­გენ­დი.

უღელ­ტე­ხი­ლის 42 კმ რა ტან­ჯვით გად­მო­ვი­ა­რეთ, სხვა სა­კი­თხია ის, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა კაცი ისე ხარ გა­სა­ვა­თე­ბუ­ლი, შენ გვერ­დზე ძლივს მო­სი­ა­რუ­ლე მო­ხუც­სა და ბავ­შვს თით­ქმის ვე­რაფ­რით ეხ­მა­რე­ბი... ჭუ­ბერ­ში მე ეტყო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­მარ­თლა, რად­გან სა­მაშ­ვე­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სან­თე­ლის" წა­მო­მად­გე­ნე­ლი, ჩემი მე­ზო­ბე­ლი კოტე ცი­ხი­სე­ლი აღ­მოჩ­ნდა და იმ ღა­მეს, რო­დე­საც სხვა, უღელ­ტე­ხილ­დაძ­ლე­უ­ლებს მი­წა­ზე უწევ­დათ ღა­მის გა­თე­ნე­ბა, მე სახ­ლში შე­მი­პა­ტი­ჟეს, და­მა­პუ­რეს და თეთრზეწ­რი­ან ლო­გინ­ზე და­მა­ძი­ნეს მა­შინ, რო­დე­საც სო­ხუმ­ში ჩაფ­რე­ნის დღი­დან, 19 სექ­ტემ­ბრი­დან, ძი­რი­თა­დად, ია­ტა­კებ­ზე თუ მე­ძი­ნა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როდესაც 28 წლის შემდგომ, ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ...

როდესაც 28 წლის შემდგომ, ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ...
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ცოტა ხნის წინ ჩემს სტუდენტებს, რომლებსაც გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მერვე წელია, ექსტრემალურ ჟურნალისტიკას ვუკითხავ, "ზუმის" საშუალებით მორიგ ლექციაზე ვუჩვენებდი აფხაზეთის ომის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მოვძებნე ინტერნეტში. სტუდენტებს ვუხსნიდი ომის ჟურნალისტის მოქმედების სპეციფიკას საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც ჟურნალისტმა მასალაც უნდა მოიპოვოს და ამასთანავე - ცოცხალი დარჩეს...

ერთ მომენტში ენა დამება, ორიოდე წუთი უხმოდ დავშტერებოდი კომპიუტერის ეკრანზე გამოსულ მორიგ ფოტოს... სტუდენტები შეშფთდნენ, რა დაგემართათო... თვალზე ცრემლი მომდგომოდა, რადგან უცნობ ფოტოზე მოულოდნელად ჩემი თავი ამოვიცანი... 28 წლის წინ აფხაზეთის ომში, სოხუმის დაკარგვის შემდეგ, როდესაც კოდორის ხეობაზე გადმოვდიოდით...

მეხსიერებაში დაიწყო იმ მძიმე დღეების ამოტივტივება. რაღაცები დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ ინტერნეტში მოულოდნელად ნანახმა ფოტომ ბევრი რამ გამახსენა, შემდეგ ფოტოს ავტორის გვარით იმ დღის კიდევ რამდენიმე ფოტოც მოვძებნე და მთელი სურათი თვალწინ აღდგა...

სოხუმიდან გამოსვლისა და მაჭარკის ხიდის დარაჯობის შემდეგ სხვებთან ერთად კოდორის ხეობაში ასვლამ და უღელტეხილზე გადმოსვლა მომიწია. ფოტო: უზარმაზარი სათვალეებითა და ახალი "კამუფლიაჟით" ეტყობა 'სნაიპერის ოცნებას' წარმოვადგენდი.

უღელტეხილის 42 კმ რა ტანჯვით გადმოვიარეთ, სხვა საკითხია ის, როდესაც ახალგაზრდა კაცი ისე ხარ გასავათებული, შენ გვერდზე ძლივს მოსიარულე მოხუცსა და ბავშვს თითქმის ვერაფრით ეხმარები... ჭუბერში მე ეტყობა ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან სამაშველო ორგანიზაცია "სანთელის" წამომადგენელი, ჩემი მეზობელი კოტე ციხისელი აღმოჩნდა და იმ ღამეს, როდესაც სხვა, უღელტეხილდაძლეულებს მიწაზე უწევდათ ღამის გათენება, მე სახლში შემიპატიჟეს, დამაპურეს და თეთრზეწრიან ლოგინზე დამაძინეს მაშინ, როდესაც სოხუმში ჩაფრენის დღიდან, 19 სექტემბრიდან, ძირითადად, იატაკებზე თუ მეძინა... გააგრძელეთ კითხვა