საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

სამ­სუნ­გის უახ­ლე­სი, და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი სმარ­ტფო­ნე­ბის Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გა­ყიდ­ვე­ბი უკვე და­ი­წყო. სმარ­ტფო­ნე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­სუნ­გის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­სა და ონ­ლა­ინ, მათი ვებ-გვერ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

გა­ყიდ­ვე­ბის და­წყე­ბას­თან ერ­თად, შე­ზღუ­დუ­ლი დრო­ი­თა და რა­ო­დე­ნო­ბით, თქვენ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ მი­ი­ღოთ და­მა­ტე­ბით სა­ჩუქ­რე­ბი სამ­სუნ­გი­სა­გან: ორი­ვე მო­დე­ლის­თვის სა­ჩუქ­რად გად­მო­გე­ცე­მათ 1 წლი­ა­ნი ეკ­რა­ნის გა­რან­ტია და უახ­ლე­სი, უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნი Galaxy Buds2; Galaxy Z Fold3-ის შე­ძე­ნი­სას კი, ამ სა­ჩუქ­რებ­თან ერ­თად, და­მა­ტე­ბით მი­ი­ღებთ S-Pen Cover-ს კალ­მი­ა­ნად - იმი­სათ­ვის რომ შეძ­ლოთ, სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი სმარ­ტფო­ნი;

გარ­და ამი­სა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰო­ლოგ­რა­მით Galaxy Z სე­რი­ე­ბის შე­ძე­ნი­სას, თქვენ სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ ჩა­ერ­თოთ Trade-In აქ­ცი­ა­ში - ანუ, მი­ი­ტა­ნოთ თქვე­ნი ძვე­ლი სმარ­ტფო­ნი, შე­ა­ფა­სე­ბი­ნოთ და მი­ი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი ფას­დაკ­ლე­ბა ახალ, კეც­ვად სმარ­ტფო­ნებ­ზე (300₾-დან 4,499 ₾-მდე);

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2021 წლის 11 აგ­ვის­ტოს - Samsung Electronics Co., Ltd.-მ ახა­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და­სა­კე­ცი ინო­ვა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში და ორი ახა­ლი სმარ­ტფო­ნი: Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3 5G წა­რად­გი­ნა. ორი­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბა არის უმაღ­ლე­სი ოს­ტა­ტო­ბით და ფლაგ­მა­ნუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბით შექ­მნი­ლი კეც­ვა­დი სმარ­ტფო­ნი, რო­მელ­საც ასე ელო­და "სამ­სუნ­გის" ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. Galaxy Z სე­რი­ის მე­სა­მე თა­ო­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ყვე­ლა ის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მელ­საც ითხოვ­დნენ სამ­სუნ­გის და­სა­კე­ცი სმარ­ტფო­ნე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი - ისი­ნი გახ­დნენ უფრო გამ­ძლე და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კეც­ვა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­ზა­ი­ნი­დან - ყოვ­ლის­მომ­ცველ გარ­თო­ბამ­დე, Z Flip3 და Z Fold3 მომ­ხმა­რებ­ლებს მუ­შა­ო­ბის, ყუ­რე­ბი­სა და თა­მა­შის ახალ და უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს.

Galaxy Z Fold3 გან­კუთ­ვნი­ლია მათ­თვის, ვი­საც სჭირ­დე­ბა უახ­ლე­სი მო­წყო­ბი­ლო­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბი­სა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გარ­თო­ბის­თვის, იგი ჭეშ­მა­რი­ტად მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ფლაგ­მა­ნია უახ­ლე­სი თა­ო­ბის ტექ­ნი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, 7,6’’-იანი უსა­ზღვრო და­სა­კე­ცი ეკ­რა­ნით Infinity Flex Display და და­სა­კეც მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი S Pen მხარ­და­ჭე­რით. Z Fold3 აქვს უფრო გლუ­ვი, თხე­ლი და მსუ­ბუ­ქი დი­ზა­ი­ნი, ვიდ­რე მის წი­ნა­მორ­ბედ Galaxy Z Fold2-ს და არის უფრო კომ­პაქ­ტუ­რი. ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია შემ­დეგ ფე­რებ­ში: შავი, მწვა­ნე და ვერ­ცხლის­ფე­რი.

Galaxy Z Flip3 კი სტი­ლის, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის და შე­უ­ზღუ­და­ვი გარ­თო­ბის იდე­ა­ლუ­რი ბა­ლან­სია. იგი ფე­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნის, გლუ­ვი დი­ზა­ი­ნის და პრე­მი­უმ კლა­სის ფუნ­ქცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ. წი­ნა­მორ­ბე­დის­გან 40ჯერ უფრო გაზ­რდი­ლი გარე ეკ­რა­ნის ვი­ჯე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­გიძ­ლი­ათ: მიჰ­ყვეთ სა­კუ­თარ გან­რიგს, შე­ა­მოწ­მოთ ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე შე­უ­ხა­მოთ გარე ეკ­რა­ნის ფონი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფერს, გა­და­ი­ღოთ ფო­ტო­ე­ბი და თვა­ლი ადევ­ნოთ ამინ­დის პროგ­ნოზს. შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ძი­ნოთ ოთხი ტრენ­დუ­ლი ფერი - კრე­მის­ფე­რი, მწვა­ნე, იის­ფე­რი და შავი;

Galaxy Z მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ეს თა­ო­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით. Z Fold3 და Z Flip3 წარ­მო­ად­გე­ნენ პირ­ველ და­სა­კეც სმარ­ტფო­ნებს, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ IPX8 წყალ­გამ­ძლე­ო­ბის სტან­დარ­ტი. ასე რომ, თქვენ მშვი­დად იქ­ნე­ბით წვი­მა­შიც კი. ორი­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბის დამ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია უახ­ლე­სი Armor Aluminum მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მტკი­ცე ალუ­მი­ნია მათ შო­რის, რაც კი ოდეს­მე გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის. ხოლო, ყვე­ლა­ზე მდგრა­დი Corning® Gorilla® Glass Victus™ იცავს სმარ­ტფონს და­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში და­კაწ­ვრი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის­გან. Z Fold3-სა და Z Flip3-ს ჩა­უ­ტარ­დათ Bureau Veritas-ის მიერ ვე­რი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გამ­ძლე­ო­ბის ტეს­ტი, რომ­ლის დრო­საც მო­წყო­ბი­ლო­ბამ 200,000-ჯერ გა­დაშ­ლას (და­კეც­ვას) გა­უძ­ლო. სმარ­ტფ­ნე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი, მძლავ­რი 5nm Snapdragon 888 პრო­ცე­სო­რი­თა და 5G მხარ­და­ჭე­რით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შე­ი­ძი­ნოთ სამ­სუნ­გის სმარ­ტფო­ნე­ბი მხო­ლოდ სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰო­ლოგ­რა­მით, რად­გან ჰო­ლოგ­რა­მა გი­ცავთ.. და გა­სა­ჩუქ­რებთ.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kritikosi
0

Mshvidobashi

გია
1

აბა ჰე მიდი, ხამები შევესიეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო. სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.

გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი ეკრანის გარანტია და უახლესი, უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds2; Galaxy Z Fold3-ის შეძენისას კი, ამ საჩუქრებთან ერთად, დამატებით მიიღებთ S-Pen Cover-ს კალმიანად - იმისათვის რომ შეძლოთ, სრულყოფილად გამოიყენოთ თქვენი მრავალფუნქციონალური სმარტფონი;

გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით Galaxy Z სერიების შეძენისას, თქვენ საშუალება გექნებათ ჩაერთოთ Trade-In აქციაში - ანუ, მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი, შეაფასებინოთ და მიიღოთ დამატებითი ფასდაკლება ახალ, კეცვად სმარტფონებზე (300₾-დან 4,499 ₾-მდე);

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს - Samsung Electronics Co., Ltd.-მ ახალი ნაბიჯი გადადგა დასაკეცი ინოვაციების სფეროში და ორი ახალი სმარტფონი: Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3 5G წარადგინა. ორივე მოწყობილობა არის უმაღლესი ოსტატობით და ფლაგმანური ინოვაციებით შექმნილი კეცვადი სმარტფონი, რომელსაც ასე ელოდა "სამსუნგის" ერთგული მომხმარებელი. Galaxy Z სერიის მესამე თაობის მოწყობილობებში გაუმჯობესებულია ყველა ის მახასიათებელი, რომელსაც ითხოვდნენ სამსუნგის დასაკეცი სმარტფონების მომხმარებლები - ისინი გახდნენ უფრო გამძლე და გაუმჯობესებული კეცვადი გამოცდილებით, შესანიშნავი დიზაინიდან - ყოვლისმომცველ გართობამდე, Z Flip3 და Z Fold3 მომხმარებლებს მუშაობის, ყურებისა და თამაშის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Galaxy Z Fold3 განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება უახლესი მოწყობილობა პროდუქტიულობისა და ყოვლისმომცველი გართობისთვის, იგი ჭეშმარიტად მრავალფუნქციური ფლაგმანია უახლესი თაობის ტექნიკური მაჩვენებლებით, 7,6’’-იანი უსაზღვრო დასაკეცი ეკრანით Infinity Flex Display და დასაკეც მოწყობილობაზე მსოფლიოში პირველი S Pen მხარდაჭერით. Z Fold3 აქვს უფრო გლუვი, თხელი და მსუბუქი დიზაინი, ვიდრე მის წინამორბედ Galaxy Z Fold2-ს და არის უფრო კომპაქტური. ის ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი, მწვანე და ვერცხლისფერი.

Galaxy Z Flip3 კი სტილის, ფუნქციონალის და შეუზღუდავი გართობის იდეალური ბალანსია. იგი ფერების შესანიშნავი არჩევანის, გლუვი დიზაინის და პრემიუმ კლასის ფუნქციების საშუალებით თვითგამოხატვის საშუალებას გაძლევთ. წინამორბედისგან 40ჯერ უფრო გაზრდილი გარე ეკრანის ვიჯეტების მეშვეობით შეგიძლიათ: მიჰყვეთ საკუთარ განრიგს, შეამოწმოთ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა, ასევე შეუხამოთ გარე ეკრანის ფონი მოწყობილობის ფერს, გადაიღოთ ფოტოები და თვალი ადევნოთ ამინდის პროგნოზს. შესაძლებელია შეიძინოთ ოთხი ტრენდული ფერი - კრემისფერი, მწვანე, იისფერი და შავი;

Galaxy Z მოწყობილობების ეს თაობა დამზადებულია განსაკუთრებული ოსტატობით. Z Fold3 და Z Flip3 წარმოადგენენ პირველ დასაკეც სმარტფონებს, რომლებსაც გააჩნიათ IPX8 წყალგამძლეობის სტანდარტი. ასე რომ, თქვენ მშვიდად იქნებით წვიმაშიც კი. ორივე მოწყობილობის დამზადებისას გამოყენებულია უახლესი Armor Aluminum მასალა, რომელიც ყველაზე მტკიცე ალუმინია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ სმარტფონებისთვის. ხოლო, ყველაზე მდგრადი Corning® Gorilla® Glass Victus™ იცავს სმარტფონს დავარდნის შემთხვევაში დაკაწვრისა და დაზიანებისგან. Z Fold3-სა და Z Flip3-ს ჩაუტარდათ Bureau Veritas-ის მიერ ვერიფიცირებული გამძლეობის ტესტი, რომლის დროსაც მოწყობილობამ 200,000-ჯერ გადაშლას (დაკეცვას) გაუძლო. სმარტფნები აღჭურვილია უახლესი, მძლავრი 5nm Snapdragon 888 პროცესორითა და 5G მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას.

შეგახსენებთ, რომ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ.. და გასაჩუქრებთ.

R