Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას მოსწონხარ, მთავარი ბუნებრიობაა" - როგორ იცვლებოდა თიკა ფაცაციას სტილი 25-წლიანი კარიერის მანძილზე
"თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას მოსწონხარ, მთავარი ბუნებრიობაა" - როგორ იცვლებოდა თიკა ფაცაციას სტილი 25-წლიანი კარიერის მანძილზე

საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასა­კი­დან დგას სცე­ნა­ზე, მომ­ღე­რა­ლია, პა­რა­ლე­ლუ­რად ძა­ლე­ბი პო­დი­უმ­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად მო­სინ­ჯა, იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­ლი, მისი კა­რი­ე­რის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი კი წრმა­ტე­ბულ ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბას ეთ­მო­ბა. იყო „მის თბი­ლი­სი“, „მის სა­ქარ­თვე­ლო“, „მის ოქ­როს გლო­ბუ­სი,“ 2000 წელს შექ­მნა ჯგუ­ფი „სეთი“, აშშ-ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბა. 2003 წელს თიკა ფა­ცა­ცი­ამ პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით - „თქვი, რას აპი­რებ“ გა­მოს­ცა... 2008 წელს „იმე­დის ტალ­ღის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, 2008-2009 წლებ­ში მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, „ევ­რო­ვი­ზი­ა­ში“ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ბა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­გა­შოუ „ნი­ჭი­ე­რის“ წამ­ყვა­ნიც გახ­და (მისი და ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლის დუ­ე­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა).

ამ ყვე­ლაფ­რის გახ­სე­ნე­ბა იმის­თვის დამ­ჭირ­და, რომ მისი მი­ნი­მუმ, 25-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლას თვა­ლი გა­და­ვავ­ლე და ვნა­ხე, სხვა­დას­ხვა დროს რო­გორ იც­ვლი­და იმიჯს. იმ უამ­რავ ფო­ტო­ში უგე­მოვ­ნო არ შემ­ხვედ­რია. ყვე­ლა დროს შე­სა­ფე­რი­სად და მომ­ხიბ­ლა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. AMBEBI.GE თიკა ფა­ცა­ცი­ას სწო­რედ ამ მე­ტა­მორ­ფო­ზას გთა­ვა­ზობთ.

- იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ასე, რომ ადა­მი­ანს წარ­სუ­ლის ყვე­ლა ფოტო და მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი სა­კუ­თა­რი თავი მოს­წონს, მაგ­რამ მგო­ნი, ახლა ამ შემ­თხვე­ვას­თან არ გვაქვს საქ­მე - ყვე­ლა ფოტო მარ­თლა კარ­გია და ყველ­გან სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. რას იტყვი, თიკა?

- ზუს­ტად დღეს ვამ­ბობ­დი, რომ ასე ხდე­ბა - ამა თუ იმ მო­მენ­ტსა და პე­რი­ოდ­ში არ მოგ­წონს სა­კუ­თა­რი თავი, ბევ­რი ნაკ­ლი გხვდე­ბა თვალ­ში, ბევრ რა­მეს იწუ­ნებ, არა­და, გა­დის წლე­ბი და ხვდე­ბი, რომ კარ­გი იყო. რა­ტომ გვაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვის ასე­თი შე­ფა­სე­ბა, არ ვიცი… მგო­ნი, ეს „ქარ­თუ­ლი მო­მენ­ტია“... არა­და, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ყვე­ლა დრო­ში გვქონ­დეს კარ­გი თვით­შე­ფა­სე­ბა და ამ­ბე­ბის, ფაქ­ტე­ბის რე­ა­ლის­ტუ­რი აღ­ქმა...

- არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე შენ­თვის იმი­ჯი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და არის, რად­გა­ნაც სულ პა­ტა­რა ასა­კი­დან დგა­ხარ სცე­ნა­ზე (მღე­რი, იყა­ვი მო­დე­ლი და ბოლო წელბ­ში ტე­ლე­სა­ხე ხარ)... ამის­თვის სა­გან­გე­ბოდ ზრუ­ნავ­დი და ზრუ­ნავ ყო­ველ­თვის?

- რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმი­ჯი ბევ­რჯერ შე­მიც­ვლია... მიყ­ვარს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი თიკა და ყველ­გან მა­ინც ორ­გა­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი… ყვე­ლა იმიჯს ვირ­გებ და ჩე­მად ვიხ­დი... უმე­ტე­სად თმას „ვერ­ჩი“ ხოლ­მე. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სულ ერთი იმი­ჯი ჩემ­თვის მო­სა­წყე­ნია.

- ცნო­ბილ ქალ­ბა­ტონს გა­რეგ­ნუ­ლი იერ-სა­ხის შე­საქ­მნე­ლად ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა. შენ­თვის რა არის ამის­თვის მთავ­რი და რა იყო წლე­ბის მან­ძილ­ზე?

- ყო­ველ­თვის ვერ­გე­ბი მო­ცე­მუ­ლო­ბას, თუ ვთქვათ, სა­ღე­ბა­ვით და­მეწ­ვა თმა და იძუ­ლე­ბით შე­ვი­ჭე­რი, ამა­საც სი­ახ­ლით ვა­მარ­თლებ... გა­მო­სა­ვალს ყო­ველ­თვის ვპო­უ­ლობ. იმი­ჯის­თვის ვარ­ცხნი­ლო­ბა და ჩაც­მის სტი­ლია მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მე­ტად თვალ­სა­ჩი­ნო… თუმ­ცა ნე­ბირ­მი­ერ იმი­ჯში, თუ თავს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობ, მა­შინ გარ­შე­მოც ყვე­ლას აწო­ნებ სა­კუ­თარ თავს… ქალს ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ეტყო­ბა…

- ბუ­ნებ­რი­ო­ბა აღ­ნიშ­ნე და მგო­ნი, მარ­თლაც ეს არის შენი მთავ­რი "კო­ზი­რი"... არა­და, ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­გან ამას ბევ­რი არ ეთან­ხმე­ბა. სხვადსხვა სა­შუ­ა­ლე­ბას მი­მარ­თავს მა­გა­ლი­თად, სა­ხის თუ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის ფორ­მე­ბის შე­საც­ვლე­ლად. ამა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- რო­გორ არ მი­ფიქ­რია? მომ­წონს კი­დეც, როცა მსუ­ბუ­ქი ჩა­რე­ვით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ხვე­წენ გა­რეგ­ნო­ბას... ეს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის მა­ღა­ლი კლა­სია... შეც­დო­მე­ბიც გვი­ნა­ხავს, რომ­ლის მე­რეც შემ­ში­ნე­ბია და ასე­თი ჩა­რე­ვის სურ­ვი­ლი და­მი­კარ­კავს... ამი­ტომ სა­ნამ შე­მიძ­ლია, ჩემი ძა­ლის­ხმე­ვით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა, ვეც­დე­ბი და მერე უკვე სხვა­საც და­ვიხ­მარ ალ­ბათ, ვნა­ხოთ...

- რა რე­კო­მენ­და­ცია შე­გიძ­ლია ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის­ცე ანუ რას ურ­ჩევ­დი?

- და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­კუ­თა­რი თა­ვით… გა­ნა­ვი­თა­რონ, შე­იყ­ვა­რონ, იზ­რუ­ნონ, მო­უ­ა­რონ, გას­ცენ სიყ­ვა­რუ­ლი და და­ე­ლო­დონ შე­დეგს...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

ვინ თქვა რომ ცუდი გოგოა. ნამდვილად ძალიან ლამაზი და კარგი ქალია, აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. ჭკუა მოეთხოვება ქალსაც და კაცსაც,მაგრამ უფრო მამაკაცს. 

მარი
0

თიკა-საუკეთესო ხარ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას მოსწონხარ, მთავარი ბუნებრიობაა" - როგორ იცვლებოდა თიკა ფაცაციას სტილი 25-წლიანი კარიერის მანძილზე

"თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას მოსწონხარ, მთავარი ბუნებრიობაა" - როგორ იცვლებოდა თიკა ფაცაციას სტილი 25-წლიანი კარიერის მანძილზე

საკმაოდ პატარა ასაკიდან დგას სცენაზე, მომღერალია, პარალელურად ძალები პოდიუმზეც სერიოზულად მოსინჯა, იყო პროფესიონალი მოდელი, მისი კარიერის შემდგომი პერიოდი კი წრმატებულ ტელეწამყვანობას ეთმობა. იყო „მის თბილისი“, „მის საქართველო“, „მის ოქროს გლობუსი,“ 2000 წელს შექმნა ჯგუფი „სეთი“, აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრება. 2003 წელს თიკა ფაცაციამ პირველი ალბომი სახელწოდებით - „თქვი, რას აპირებ“ გამოსცა... 2008 წელს „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, 2008-2009 წლებში მცდელობა ჰქონდა, „ევროვიზიაში“ მიეღო მონაწილება... მოგვიანებით მეგაშოუ „ნიჭიერის“ წამყვანიც გახდა (მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა).

ამ ყველაფრის გახსენება იმისთვის დამჭირდა, რომ მისი მინიმუმ, 25-წლიანი კარიერის ამსახველი ფოტომასალას თვალი გადავავლე და ვნახე, სხვადასხვა დროს როგორ იცვლიდა იმიჯს. იმ უამრავ ფოტოში უგემოვნო არ შემხვედრია. ყველა დროს შესაფერისად და მომხიბლავად გამოიყურება. AMBEBI.GE თიკა ფაცაციას სწორედ ამ მეტამორფოზას გთავაზობთ.

- იშვიათად ხდება ასე, რომ ადამიანს წარსულის ყველა ფოტო და მასზე აღბეჭდილი საკუთარი თავი მოსწონს, მაგრამ მგონი, ახლა ამ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე - ყველა ფოტო მართლა კარგია და ყველგან საუკეთესოდ გამოიყურები. რას იტყვი, თიკა?

- ზუსტად დღეს ვამბობდი, რომ ასე ხდება - ამა თუ იმ მომენტსა და პერიოდში არ მოგწონს საკუთარი თავი, ბევრი ნაკლი გხვდება თვალში, ბევრ რამეს იწუნებ, არადა, გადის წლები და ხვდები, რომ კარგი იყო. რატომ გვაქვს საკუთარი თავის ასეთი შეფასება, არ ვიცი… მგონი, ეს „ქართული მომენტია“... არადა, ვისურვებდი, რომ ყველა დროში გვქონდეს კარგი თვითშეფასება და ამბების, ფაქტების რეალისტური აღქმა...

- არსებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ თითოეულ ეტაპზე შენთვის იმიჯი მნიშვნელოვანი იყო და არის, რადგანაც სულ პატარა ასაკიდან დგახარ სცენაზე (მღერი, იყავი მოდელი და ბოლო წელბში ტელესახე ხარ)... ამისთვის საგანგებოდ ზრუნავდი და ზრუნავ ყოველთვის?

- როგორც აღმოჩნდა, იმიჯი ბევრჯერ შემიცვლია... მიყვარს სხვადასხვანაირი თიკა და ყველგან მაინც ორგანული და ბუნებრივი… ყველა იმიჯს ვირგებ და ჩემად ვიხდი... უმეტესად თმას „ვერჩი“ ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ სულ ერთი იმიჯი ჩემთვის მოსაწყენია.

- ცნობილ ქალბატონს გარეგნული იერ-სახის შესაქმნელად ბევრი რამ სჭირდება. შენთვის რა არის ამისთვის მთავრი და რა იყო წლების მანძილზე?

- ყოველთვის ვერგები მოცემულობას, თუ ვთქვათ, საღებავით დამეწვა თმა და იძულებით შევიჭერი, ამასაც სიახლით ვამართლებ... გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ. იმიჯისთვის ვარცხნილობა და ჩაცმის სტილია მთავარი და ყველაზე მეტად თვალსაჩინო… თუმცა ნებირმიერ იმიჯში, თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას აწონებ საკუთარ თავს… ქალს ეს ყველაზე მეტად ეტყობა…

- ბუნებრიობა აღნიშნე და მგონი, მართლაც ეს არის შენი მთავრი ''კოზირი''... არადა, ცნობილი ქალბატონებისგან ამას ბევრი არ ეთანხმება. სხვადსხვა საშუალებას მიმართავს მაგალითად, სახის თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფორმების შესაცვლელად. ამაზე არ გიფიქრია?

- როგორ არ მიფიქრია? მომწონს კიდეც, როცა მსუბუქი ჩარევით მნიშვნელოვნად ხვეწენ გარეგნობას... ეს პლასტიკური ქირურგიის მაღალი კლასია... შეცდომებიც გვინახავს, რომლის მერეც შემშინებია და ასეთი ჩარევის სურვილი დამიკარკავს... ამიტომ სანამ შემიძლია, ჩემი ძალისხმევით შევინარჩუნო საკუთარი გარეგნობა, ვეცდები და მერე უკვე სხვასაც დავიხმარ ალბათ, ვნახოთ...

- რა რეკომენდაცია შეგიძლია ქალბატონებისთვის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მისცე ანუ რას ურჩევდი?

- დაინტერესდნენ საკუთარი თავით… განავითარონ, შეიყვარონ, იზრუნონ, მოუარონ, გასცენ სიყვარული და დაელოდონ შედეგს...