პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ამომრჩეველია საქართველოში - ცესკომ ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა
რამდენი ამომრჩეველია საქართველოში - ცესკომ ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა

2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 497 345 ამომ­რჩე­ველს შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ ცეს­კოს სპი­კერ­მა ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი და­ას­რუ­ლა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­თა 2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 497 345 ათასს შე­ად­გენს. თბი­ლის­ში ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაა მი­ლი­ონ 2 ათას 900, აქე­დან 41 314 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კრწა­ნი­სის ოლ­ქში, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ი­ღებს. ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც წელს პირ­ვე­ლად ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ვი­ნა­ი­დან მათ კენ­ჭისყ­რის დღის­თვის უს­რულ­დე­ბათ სა­არ­ჩევ­ნო ასა­კი, არის 39 135.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­გან პო­ტენ­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბაზა 15 სექ­ტემ­ბერს გა­და­ე­ცა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ცეს­კომ და­ა­მუ­შა­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის და უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით და­ყო­ფა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სია ცეს­კოს ვებ-გვერ­დზე უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის სერ­ვი­სით მი­ლი­ონ 15 ათას 186-მა ამომ­რჩე­ველ­მა ისარ­გებ­ლა, სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი 18 121-მა ამომ­რჩე­ველ­მა გა­და­ა­მოწ­მა. ამომ­რჩე­ველ­თა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სი­ე­ბის სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ვერ­სია ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ის მქო­ნე პარ­ტი­ე­ბის­თვის, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბის­თვის, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის. აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ დღე­ი­დან და­ი­წყო სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ბეჭდ­ვის პრო­ცე­სი და მიმ­დი­ნა­რე­ობს 9 სტამ­ბა­ში. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბი­ან რო­გორც ცეს­კოს წევ­რე­ბი, ისე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
3

როგორ შეიძლება 3,4 მილიონი ამომრჩევლიდან 2,9 მილიონი თბილისში, 1,2 მილიონიან ქალაქში იყოს... უკვე აურიეს...

მთაწმინდელი
0

3.4 მილიონი სულ აღარ ცხოვრობს საქართველოში, ბავშვებიანად) ვის აბოლებთ?)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რამდენი ამომრჩეველია საქართველოში - ცესკომ ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა

რამდენი ამომრჩეველია საქართველოში - ცესკომ ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ათასს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობაა მილიონ 2 ათას 900, აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც წელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 39 135.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 15 სექტემბერს გადაეცა. კანონმდებლობის შესაბამისად ცესკომ დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული საარჩევნო სია ცესკოს ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

აქვე გაცნობებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისით მილიონ 15 ათას 186-მა ამომრჩეველმა ისარგებლა, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით საკუთარი მონაცემები 18 121-მა ამომრჩეველმა გადაამოწმა. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. აქვე გაცნობებთ, რომ დღეიდან დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი და მიმდინარეობს 9 სტამბაში. აღნიშნულ პროცესს აკვირდებიან როგორც ცესკოს წევრები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები“, - განაცხადა იოსელიანმა.