ავტორი:

"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ, რომ საქართველოში ჩახვიდეთ" - მიხეილ სააკაშვილი

"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ, რომ საქართველოში ჩახვიდეთ" - მიხეილ სააკაშვილი

მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის.

„მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ. მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ. არავინ ჩამოუშვას ხელები! ეს არის გადამწყვეტი დრო! მეგობრებო, ის დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“, -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,

„მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა“,- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილის განმარტავს, რეფერენდუმის დღე ახლოს არის.

„ქართული ოცნება“ შიდა კვლევებით, იმ სანუკვარ 43%-ს ახლოც ვერ უახლოვდება. ეს მათთვის ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან ცუდი ამბავია, რომ ევროპარლამენტმა მიუხედავად მათი ძახილისა, რომ ეს არის მხოლოდ შიდა არჩევნები და გავიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან, გამოაგზავნა სადამკვირვებლო დელეგაცია. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ევროპაში, უახლეს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი აკვირდება ფორმალურად ადგილობრივ არჩევნებს. მათი იციან, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ არის მხოლოდ. ეს არის რეფერენდუმი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ ძალას, ჩვენ ახლა გვმართებს ერთიანობა, ერთიანი ფრონტით უნდა შევიდეთ განსაკუთრებით გაყალბებების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, უნდა იყოს ფართო კოალიციური შეთანხმება, უნდა შევძლოთ ერთად ამ გარდამავალ პერიოდში სიტუაციის გამოცვლა. ახლა ძველი ქიშპობა, კბენა უნდა დავივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის ანაზღაურებას. აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია, მომწონს „გირჩის“, ზურაბ ჯაფარიძის ხალხი, დიდი სიურპრიზია, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ ძალიან კარგი ახალგაზრდობა ჰყავს, ელენე ხოშტარიას ჰყავს ძალიან კარგი ხალხი, უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც საინტერესოა“,- აღნიშნავს სააკაშვილი.