პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმოს მონიტორინგმა თქვა, რომ ჩვენს კლინიკაშებშიც უშვებენ შეცდომას, როცა ადრეულ ფაზაში ანტიბიოტიკურ მკურნალობას იწყებენ" - რას წერს კლინიკის დირექტორი?
"ჯანმოს მონიტორინგმა თქვა, რომ ჩვენს კლინიკაშებშიც უშვებენ შეცდომას, როცა ადრეულ ფაზაში ანტიბიოტიკურ მკურნალობას იწყებენ" - რას წერს კლინიკის დირექტორი?

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს, სა­დაც წერს, რომ ჯან­მო-ს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ვი­ზიტ­ზე წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუფს შვე­დი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და მათ რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კის ინ­სპექ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

"რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ჯან­მოს, კო­ვიდ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი, შვე­დი სპე­ცი­ა­ლის­ტის, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მოხ­და რა­მო­დე­ნი­მე დიდი კლი­ნი­კის ინ­სპექ­ტი­რე­ბა. გუ­შინ­წინ ჩა­ტარ­და სა­ერ­თო, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა და ამას გარ­და, ცალ­კე­ულ კლი­ნი­კებ­თან იყო ცალ­კე შე­ნიშ­ვნე­ბი და თი­თო­ე­ულს და­ეგ­ზავ­ნე­ბათ პი­რა­დად.

ჩვე­ნი კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი­სას -ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, აუ­ა­რე­ბა კი­თხვა­რით; სრუ­ლი აღ­კაზ­მუ­ლო­ბით შე­მო­ვიდ­ნენ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ყო­ველ დე­ე­ტალს მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა- აღი­ნიშ­ნა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ტო­კო­ლე­ბის სრუ­ლი დაც­ვით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა ავად­მყოფ­თა მოვ­ლის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი.

სა­ერ­თო გან­ხილ­ვი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენს ზო­გი­ერთ კლი­ნი­კა­შიც უშ­ვე­ბენ შეც­დო­მას, რო­დე­საც იწყე­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კურ მკურ­ნა­ლო­ბას ად­რე­ულ, ვირუ­სულ ფა­ზა­ში! რო­დე­საც ჯერ არაა წა­მო­სუ­ლი ბაქ­ტე­რია. ეს ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს შემ­დგომ ფა­ზა­ში მკურ­ნა­ლო­ბას!

ამა­ვე დროს, ბაქ­ტე­რი­ულ ფა­ზა­შიც მკურ­ნა­ლო­ბა უნდა იყოს და­მიზ­ნე­ბი­თი- ჯერ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს კულ­ტუ­რა და ისე შე­ირ­ჩეს შე­სა­ბა­მი­სი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და არა ბრმად- ფარ­თე სპექტრის.რა თქმა უნდა, კვლავ მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან მო­ხუ­ცე­ბი და სხვა სო­მა­ტუ­რი ავად­მყო­ფე­ბი. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ: რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ცუდი პა­რა­მეტ­რე­ბის გამო მოხ­ვედ­რილ მო­ხუც ავად­მყოფს, ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი აქვს გა­დარ­ჩე­ნის! ნუ დავ­ტო­ვებთ ჩვენს მშობ­ლებს, ბე­ბია-ბა­ბუ­ებს უშან­სოდ, უნდა ავცრათ! ....

კლი­ნი­კე­ბის ლან­ძღვა, უი­მე­დო ავად­მყოფს ვე­ღარ შვე­ლის, სამ­წუ­ხა­როდ..ძა­ლი­ან ხში­რად მეს­მის: "თა­ვის ფე­ხით შე­ვი­და და დამ­ძიმ­და.." კო­ვიდ ავად­მყო­ფი, თით­ქმის 99% -ში თა­ვი­სი ფე­ხით შე­დის, ფილ­ტვის თუნ­დაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა სი­ა­რულს არ უშ­ლის, მაგ­რამ აღ­მა­ვა­ლი პრო­ცე­სი რო­დე­საც მი­დის, სწო­რედ კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თა­ვად პა­ცი­ენ­ტიც ვერ ეხ­მა­რე­ბა ექიმს, ვერ ან არ იცავს და­ნიშ­ნულ რე­ჟიმს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის წა­მა­ლი ჯერ არ გვაქვს, ამი­ტომ მკურ­ნა­ლო­ბა მი­დის კომ­პლექ­სუ­რად, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ჟანგბა­დით მკურ­ნა­ლო­ბას, გულ­მკერ­დის მა­საჟს, მუ­ცელ­ზე წო­ლას. მარ­თლა არ მახ­სოვს შემ­თხვე­ვა, როცა პა­ცი­ენ­ტმა იბ­რძო­ლა ჩვენ­თან ერ­თად, არ ჩა­იქ­ნია ხელი და არ გა­დარ­ჩა! მო­ხუ­ცებს, ცხა­დია ბრძო­ლაც უჭირთ..

ერ­თმა მად­ლი­ერ­მა პა­ცი­ენ­ტმა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც ეს ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რა, თა­ვი­სი ხე­ლით შე­კე­რა და გად­მოგ­ვცა სა­ჩუქ­რად 4 სპე­ცი­ფი­კუ­რი, თავ­ჩა­სარ­გე­ბი ბა­ლი­ში მუ­ცელ­ზე მწო­ლი ავად­მყო­ფე­ბის­თვის. ეს ბა­ლი­შე­ბი ჩემ­თვის მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის აპა­რა­ტუ­რა­ზე არა­ნაკ­ლებ ძვირ­ფა­სია...ყვე­ლა­ზე მძი­მე კი მა­ინც კო­ვი­დის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვირუ­სი აზი­ა­ნებს ენ­დო­თე­ლი­უმს, მათ შო­რის- სის­ხლძარ­ღვთას. ნე­ბის­მი­ერ სის­ხლძარ­ღვში შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ფა­რუ­ლად ეს პრო­ცე­სი და მე­დი­ცი­ნის ახ­ლან­დელ ეტაპ­ზე ვერ გა­ვი­გოთ. თუ ჩონ­ჩხის კუნ­თებ­შია- ვი­ღებთ ჰე­მა­ტო­მებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ო­პე­რა­ცი­ოც გახ­დეს. ხოლო თუ თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვებ­ში- შე­იძ­ლე­ბა გა­სა­წე­რი, თით­ქოს სრუ­ლი­ად გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი ავად­მყო­ფი უეც­რად მოკ­ლას! ამა­ზე მძი­მე გა­და­სა­ტა­ნი ექი­მის­თვის, მერ­წმუ­ნეთ არა­ფე­რია" - წერს და­ვით გა­დე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dr
6

რად უნდა მაგას ჯანმოს მონიტორინგი ბატონო ექიმო!! დღეს გაიდლაინები არსებობს და არა კომუნისტების დროული მკურნალობა

VAVAVAVA
3

ტყუილი..მე ანტიბიოტიკმა გადამარჩინა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჯანმოს მონიტორინგმა თქვა, რომ ჩვენს კლინიკაშებშიც უშვებენ შეცდომას, როცა ადრეულ ფაზაში ანტიბიოტიკურ მკურნალობას იწყებენ" - რას წერს კლინიკის დირექტორი?

"ჯანმოს მონიტორინგმა თქვა, რომ ჩვენს კლინიკაშებშიც უშვებენ შეცდომას, როცა ადრეულ ფაზაში ანტიბიოტიკურ მკურნალობას იწყებენ" - რას წერს კლინიკის დირექტორი?

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ ჯანმო-ს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტზე წერს.

მისი ინფორმაციით, ჯგუფს შვედი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა და მათ რამდენიმე კლინიკის ინსპექტირება მოახდინეს.

"რამოდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა ჯანმოს, კოვიდ მკურნალობაზე მონიტორინგის ჯგუფი, შვედი სპეციალისტის, რეანიმატოლოგის ხელმძღვანელობით. მოხდა რამოდენიმე დიდი კლინიკის ინსპექტირება. გუშინწინ ჩატარდა საერთო, შემაჯამებელი შეხვედრა და ამას გარდა, ცალკეულ კლინიკებთან იყო ცალკე შენიშვნები და თითოეულს დაეგზავნებათ პირადად.

ჩვენი კლინიკის რეანიმაციის მონიტორინგისას -ძალიან საფუძვლიანი, აუარება კითხვარით; სრული აღკაზმულობით შემოვიდნენ განყოფილებაში და ყოველ დეეტალს მიაქციეს ყურადღება- აღინიშნა, რომ მკურნალობის კურსი მიმდინარეობს პროტოკოლების სრული დაცვით და განსაკუთრებულად აღნიშნა ავადმყოფთა მოვლის მაღალი სტანდარტი.

საერთო განხილვისას აღნიშნა, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ზოგიერთ კლინიკაშიც უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში! როდესაც ჯერ არაა წამოსული ბაქტერია. ეს ძალიან ართულებს შემდგომ ფაზაში მკურნალობას!

ამავე დროს, ბაქტერიულ ფაზაშიც მკურნალობა უნდა იყოს დამიზნებითი- ჯერ უნდა განისაზღვროს კულტურა და ისე შეირჩეს შესაბამისი ანტიბიოტიკი და არა ბრმად- ფართე სპექტრის.რა თქმა უნდა, კვლავ მაღალი რისკის შემცველებად მიიჩნევიან მოხუცები და სხვა სომატური ავადმყოფები. გავითვალისწინოთ: რეანიმაციაში ცუდი პარამეტრების გამო მოხვედრილ მოხუც ავადმყოფს, ძალიან მცირე შანსი აქვს გადარჩენის! ნუ დავტოვებთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს უშანსოდ, უნდა ავცრათ! ....

კლინიკების ლანძღვა, უიმედო ავადმყოფს ვეღარ შველის, სამწუხაროდ..ძალიან ხშირად მესმის: "თავის ფეხით შევიდა და დამძიმდა.." კოვიდ ავადმყოფი, თითქმის 99% -ში თავისი ფეხით შედის, ფილტვის თუნდაც მძიმე დაზიანება სიარულს არ უშლის, მაგრამ აღმავალი პროცესი როდესაც მიდის, სწორედ კლინიკის პირობებში შეიძლება დამძიმდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პაციენტიც ვერ ეხმარება ექიმს, ვერ ან არ იცავს დანიშნულ რეჟიმს. მოგეხსენებათ, პირდაპირი მოქმედების წამალი ჯერ არ გვაქვს, ამიტომ მკურნალობა მიდის კომპლექსურად, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟანგბადით მკურნალობას, გულმკერდის მასაჟს, მუცელზე წოლას. მართლა არ მახსოვს შემთხვევა, როცა პაციენტმა იბრძოლა ჩვენთან ერთად, არ ჩაიქნია ხელი და არ გადარჩა! მოხუცებს, ცხადია ბრძოლაც უჭირთ..

ერთმა მადლიერმა პაციენტმა მამაკაცმა, რომელმაც ეს ჯოჯოხეთი გამოიარა, თავისი ხელით შეკერა და გადმოგვცა საჩუქრად 4 სპეციფიკური, თავჩასარგები ბალიში მუცელზე მწოლი ავადმყოფებისთვის. ეს ბალიშები ჩემთვის მილიონობით ლარის აპარატურაზე არანაკლებ ძვირფასია...ყველაზე მძიმე კი მაინც კოვიდის მოულოდნელი გართულებებია. მოგეხსენებათ, ვირუსი აზიანებს ენდოთელიუმს, მათ შორის- სისხლძარღვთას. ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად ეს პროცესი და მედიცინის ახლანდელ ეტაპზე ვერ გავიგოთ. თუ ჩონჩხის კუნთებშია- ვიღებთ ჰემატომებს, რომელიც შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ხოლო თუ თავის ტვინის სისხლძარღვებში- შეიძლება გასაწერი, თითქოს სრულიად გაჯანსაღებული ავადმყოფი უეცრად მოკლას! ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია" - წერს დავით გადელია.