სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში (ფოტოები)
"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში (ფოტოები)

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რი და ბლო­გე­რი სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცნო­ბი­ლი, რო­გორც Soso Around The World, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობს და გა­მომ­წე­რებს უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ო­სა და ფო­ტოს უზი­ა­რებს. სო­სოს მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი ვერც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ შე­ა­ჩე­რა ის პლა­ნე­ტის მას­შტა­ბით სა­ო­ცა­რი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას კვლავ გა­ნაგ­რძობს.

ცოტა ხნის წინ მან აფ­რი­კა­ში, ნა­მი­ბი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა. სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს Allnews-ის მკი­თხვე­ლებს უზი­ა­რებს.

- სოსო მო­გე­სალ­მე­ბით, პირ­ველ რიგ­ში გვი­ამ­ბეთ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ნა­მი­ბი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და თუ არის რა­ი­მე სირ­თუ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა?

- ნა­მი­ბი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა დიდი ხა­ნია მინ­და. ვი­ცო­დი რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია სა­ნა­ხა­ვი და უამ­რა­ვი გა­სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია, თუმ­ცა გამ­გზავ­რე­ბა გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვიზა გვჭირ­დე­ბა, სა­კონ­სუ­ლო კი მოს­კოვ­შია.

მო­მი­წია მოს­კოვ­ში გა­მეგ­ზავ­ნა სა­ბუ­თე­ბი, რაც იქ ნაც­ნო­ბის ყო­ლას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ვი­ღა­ცამ უნდა მი­ი­ტა­ნოს სა­კონ­სუ­ლო­ში შენი სა­ბუ­თე­ბი და მერე გა­მო­გიგ­ზავ­ნოს უკან. ასე­ვე თბი­ლი­სი­დან არ არის ფრე­ნე­ბი ნა­მი­ბი­ა­ში. ჯერ სტამ­ბოლ­ში მო­მი­წია ჩას­ვლა. სტამ­ბო­ლი­დან კი ეთი­ო­პი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბით გავფრინ­დი ადის-აბე­ბას გავ­ლით.

- გვი­ამ­ბეთ რა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეთ ნა­მი­ბი­ა­ში და რა მო­გე­წო­ნათ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე. წრე და­ვარ­ტყი ფაქ­ტობ­რი­ვად ქვე­ყა­ნას და 4000 კმ გა­ვი­ა­რე. ძა­ლი­ან კონ­ტრას­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ვნა­ხე უამ­რა­ვი გა­სა­ო­ცა­რი ად­გი­ლი. ვნა­ხე უდაბ­ნო­სა და ოკე­ა­ნის შეხ­ვედ­რა. მსგავ­სი აქამ­დე არ­სად არა­ფე­რი მი­ნა­ხავს.

ასე­ვე წი­თელ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ დი­უ­ნებს ვეს­ტუმ­რე, სა­დაც ჩემი ოც­ნე­ბის ად­გილ­ზე დავ­დგი ფეხი. ამ ად­გილს დედვ­ლეი ჰქვია. ნი­ა­და­გი თეთ­რია, სა­დაც გამ­ხმა­რი ხე­ე­ბია ყველ­გან და ირ­გვლივ წი­თე­ლი დი­უ­ნე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი. ნამ­დვი­ლი ბუ­ნე­ბის შე­დევ­რია.

ცალ­კე სა­ოც­რე­ბა იყო ეტო­შას პარ­კი, სა­დაც უამ­რა­ვი ცხო­ვე­ლი ვნა­ხე. მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ისე­თი ჰარ­მო­ნი­უ­ლია გა­გიჟ­დე­ბით. ვერ გა­მოვ­ყოფ რო­მე­ლი ად­გი­ლი მო­მე­წო­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად. ყვე­ლა გა­სა­ო­ცა­რი იყო.

- რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ჯებს, რამ­დე­ნად ძვი­რი ჯდე­ბა ნა­მი­ბი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა?

- ძი­რი­თა­დად ბი­ლე­თე­ბი აძ­ვი­რებს ხოლ­მე ასეთ შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბებს. ვერ ვი­ტყვი რომ ძა­ლი­ან ძვი­რი ქვე­ყა­ნაა, თუმ­ცა იაფი ნამ­დვი­ლად არ ჯდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 3000-3500$ ფარ­გლებ­ში ჯდე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის 2-კვი­რი­ა­ნი ვო­ი­ა­ჟი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
0

ყველაზე კარგი, კეთილი და საინტერესო ბლოგერია!

ივერი
0

ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მოგზაურების მშურს. ასეთი შთაბეჭდილებები ავსებს და აკეთილშობილებს ადამიანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში (ფოტოები)

"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში (ფოტოები)

უკვე რამდენიმე წელია რაც ქართველი მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე, სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც Soso Around The World, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და გამომწერებს უამრავ საინტერესო ვიდეოსა და ფოტოს უზიარებს. სოსოს მოგზაურობის სურვილი ვერც კორონავირუსის პანდემიამ შეაჩერა ის პლანეტის მასშტაბით საოცარი ადგილების მონახულებას კვლავ განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ მან აფრიკაში, ნამიბიაში იმოგზაურა. სოსო ნებიერიძე საკუთარ შთაბეჭდილებებს Allnews-ის მკითხველებს უზიარებს.

- სოსო მოგესალმებით, პირველ რიგში გვიამბეთ რატომ გადაწყვიტეთ ნამიბიაში მოგზაურობა და თუ არის რაიმე სირთულესთან დაკავშირებული ამ ქვეყანაში გამგზავრება?

- ნამიბიაში მოგზაურობა დიდი ხანია მინდა. ვიცოდი რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია სანახავი და უამრავი გასაოცარი ადგილია, თუმცა გამგზავრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება, საკონსულო კი მოსკოვშია.

მომიწია მოსკოვში გამეგზავნა საბუთები, რაც იქ ნაცნობის ყოლას საჭიროებს, რადგან ვიღაცამ უნდა მიიტანოს საკონსულოში შენი საბუთები და მერე გამოგიგზავნოს უკან. ასევე თბილისიდან არ არის ფრენები ნამიბიაში. ჯერ სტამბოლში მომიწია ჩასვლა. სტამბოლიდან კი ეთიოპიის ავიახაზებით გავფრინდი ადის-აბებას გავლით.

- გვიამბეთ რა ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ ნამიბიაში და რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

- თითქმის ყველაფერი ვნახე. წრე დავარტყი ფაქტობრივად ქვეყანას და 4000 კმ გავიარე. ძალიან კონტრასტული ქვეყანაა. ვნახე უამრავი გასაოცარი ადგილი. ვნახე უდაბნოსა და ოკეანის შეხვედრა. მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს.

ასევე წითელ, მსოფლიოში ყველაზე დიდ დიუნებს ვესტუმრე, სადაც ჩემი ოცნების ადგილზე დავდგი ფეხი. ამ ადგილს დედვლეი ჰქვია. ნიადაგი თეთრია, სადაც გამხმარი ხეებია ყველგან და ირგვლივ წითელი დიუნებით არის გარშემორტყმული. ნამდვილი ბუნების შედევრია.

ცალკე საოცრება იყო ეტოშას პარკი, სადაც უამრავი ცხოველი ვნახე. მათი თანაცხოვრება ისეთი ჰარმონიულია გაგიჟდებით. ვერ გამოვყოფ რომელი ადგილი მომეწონა ყველაზე მეტად. ყველა გასაოცარი იყო.

- რაც შეეხება ხარჯებს, რამდენად ძვირი ჯდება ნამიბიაში მოგზაურობა?

- ძირითადად ბილეთები აძვირებს ხოლმე ასეთ შორეულ მოგზაურობებს. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძვირი ქვეყანაა, თუმცა იაფი ნამდვილად არ ჯდება. დაახლოებით 3000-3500$ ფარგლებში ჯდება ერთი ადამიანის 2-კვირიანი ვოიაჟი. წაიკითხეთ სრულად