მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით კი ფრენები განახლდება
ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით კი ფრენები განახლდება

პირ­ვე­ლად, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბით მოხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, 16 დე­კემ­ბრი­დან, კვი­რა­ში 2 სიხ­ში­რით აბუ-და­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პირ რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს უნ­გრუ­ლი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air Abu Dhabi შე­ას­რუ­ლებს.

ზამ­თრის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზონ­ზე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ასე­ვე, 3 ქა­ლა­ქის: ბარ­სე­ლო­ნას, ბერ­ლი­ნი­სა და ვე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნახ­ლდე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნეთს შო­რის პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­სას შე­წყდა და 31 ოქ­ტომ­ბრი­დან, პირ­ველ ეტაპ­ზე, კვი­რა­ში ერთი სიხ­ში­რით ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი რე­ი­სე­ბი 2 ნო­ემ­ბრი­დან კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით გა­ნახ­ლდე­ბა, ხოლო ბერ­ლინ­ში მოხ­ვედ­რა ქუ­თა­ი­სი­დან, ზამ­თრის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზონ­ზე, კვი­რა­ში ერთი სიხ­ში­რით 2 ნო­ემ­ბრი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სიხ­ში­რე­ე­ბი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კვლავ და­ე­მა­ტე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რის თა­მარ არ­ჩუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ევ­რო­კავ­ში­რის 3 გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად ახა­ლი, არა­ევ­რო­პუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის და­ნიშ­ვნა ცხად­ყოფს, რომ Wizz Air-ს სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი აქვს.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air-მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვე­ნი სან­დო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია. 9 წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ბა­ზარ­ზე გა­ფარ­თო­ვე­ბას გა­ნაგ­რძობს. ქუ­თა­ის­სა და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებს შო­რის პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის და­წყე­ბა ნიშ­ნავს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას, კონ­კრე­ტუ­ლად კი იმე­რე­თის რე­გი­ონს, სრუ­ლი­ად ახალ ტუ­რის­ტულ ბაზ­რებ­ზე ექ­ნე­ბა წვდო­მა. ასე­ვე კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა ის სამი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ­დე ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ არ­ჩუ­ა­ძემ.

„ცოტა ხნის, სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში Wizz Air-ის ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტის სა­მუ­შაო შედ­გა. ვი­ზი­ტის შე­დე­გად ქუ­თა­ი­სი­დან კრა­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი 28 სექ­ტემ­ბრი­დან კვი­რა­ში 2 სიხ­ში­რით შეს­რულ­დე­ბა, ხოლო ზამ­თრის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზონ­ზე კი­დევ 4 მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ „ვი­ზე­არს“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი აქვს და ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სიხ­ში­რე­ე­ბი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ე­მა­ტე­ბა. ამ­ჟა­მად ავი­ა­კომ­პა­ნია ქუ­თა­ი­სი­დან პირ­და­პირ ავი­ა­რე­ი­სებს ევ­რო­პის 14 მი­მარ­თუ­ლე­ბით კვი­რა­ში 98 სიხ­ში­რით ახორ­ცი­ე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით კი ფრენები განახლდება

ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით კი ფრენები განახლდება

პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და 31 ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები 2 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის 3 განახლებული და სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 9 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

„ცოტა ხნის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტის სამუშაო შედგა. ვიზიტის შედეგად ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 28 სექტემბრიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიდევ 4 მიმართულება დაემატება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ვიზეარს“ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.