მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ტის ვაჟ­თა გუნ­დმა ქვი­შის ფრენ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს 2021 წლის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვაჟ­თა გუნ­დი ქვი­შის ფრენ­ბურთში (სტუ/მი­ხე­ილ გუ­ნი­ა­ვა, ალექს ზა­ქა­ი­ძე) ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნდს - კსუ 2-ს და­უ­პი­რის­პირ­და და ას­პა­რე­ზო­ბა გა­მარ­ჯვე­ბით, 2:0 და­ას­რუ­ლა. სტუ-ის ჩემ­პი­ონ გუნდს სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ ფუ­ლა­დი ჯილ­დო, 1500 ლარი გა­დას­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ და­ვით გურ­გე­ნი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში სტუ-ის გუნ­დის გა­მარ­ჯვე­ბა, „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა. რო­გორც რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას უწყობს ხელს.

„კო­ვიდ­პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვაჟ­თა გუნ­დმა ქვი­შის ფრენ­ბურთში სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რა, ღირ­სე­უ­ლად იას­პა­რე­ზა და მო­ი­პო­ვა კი­დეც გა­მარ­ჯვე­ბა ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში. ვუ­ლო­ცავ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნდს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბას! მათ კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს. სტუ­დენ­ტუ­რი სპორ­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლეს სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მელ­საც გა­ი­სად 100 წელი უს­რულ­დე­ბა, ოდით­გან­ვე იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სას­პორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ჩვენ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მრა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი აღ­ზარ­და, რომ­ლე­ბიც იამვდრო­უ­ლად ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი იყ­ვნენ, თა­მა­შობ­დნენ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გუნ­დებ­ში, იმარ­ჯვებ­დნენ და შორს გაჰ­ქონ­დათ, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი. მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპორ­ტის მრა­ვა­ლი ახა­ლი სა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ამ ეტაპ­ზე, ჩვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვმუ­შა­ობთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ავა­ღორ­ძი­ნოთ და გან­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ხელი შე­ვუ­წყოთ სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ში და მრა­ვალ­მხრივ და დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით წა­ვა­ხა­ლი­სოთ ჩვე­ნი ის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამავდრო­უ­ლად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხელ­ზე კი­დევ ერთი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპორ­ტუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა და­ფიქ­სირ­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მო­ტი­ვა­ცი­ას უქ­მნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სპორ­ტში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა აა­მოქ­მე­დოს.

„ვუ­ლო­ცავთ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნდს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბას. გვინ­და ჩვენს სტუ­დენ­ტებს გა­ვაც­ნოთ რექ­ტო­რის, და­ვით გურ­გე­ნი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მან აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ი­ღო: წარ­მა­ტე­ბულ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ან გახ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მოქ­ნილ სას­წავ­ლო გრა­ფიკს შეს­თა­ვა­ზებს და მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნებს, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვის მხრივ, გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებ­საც და­უ­წე­სებს. ასე­ვე, შე­იქ­მნე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მიზ­ნობ­რი­ვი ფონ­დე­ბიც. გარ­და ამი­სა, რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვი­შის ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ გუნდს უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და­ა­ჯილ­დო­ებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, მსგავ­სი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებ­ში სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტსაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­ვი­თა­რებს“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

ქვი­შის ფრენ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს 2021 წლის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ვაჟთა გუნდმა ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ქვიშის ფრენბურთში (სტუ/მიხეილ გუნიავა, ალექს ზაქაიძე) ჩემპიონატის ფინალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს - კსუ 2-ს დაუპირისპირდა და ასპარეზობა გამარჯვებით, 2:0 დაასრულა. სტუ-ის ჩემპიონ გუნდს საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფულადი ჯილდო, 1500 ლარი გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განაცხადებით, ეროვნულ ჩემპიონატში სტუ-ის გუნდის გამარჯვება, „უნივერსიადა 2021“-ში გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტულის მოპოვების შემდეგ, უნივერსიტეტისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც რექტორმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და სპორტული ტრადიციების აღორძინებას უწყობს ხელს.

„კოვიდპანდემიის მიუხედავად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა ქვიშის ფრენბურთში სათანადო მომზადება გაიარა, ღირსეულად იასპარეზა და მოიპოვა კიდეც გამარჯვება ფინალურ შეხვედრაში. ვულოცავ ჩვენი უნივერსიტეტის გუნდს საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას! მათ კიდევ ერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. სტუდენტური სპორტული სახეობების გააქტიურება და პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს უძველეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელსაც გაისად 100 წელი უსრულდება, ოდითგანვე იყო განვითარებული სასპორტო მიმართულებები, ჩვენმა უნივერსიტეტმა მრავალი სპეციალისტი აღზარდა, რომლებიც იამვდროულად ცნობილი სპორტსმენები იყვნენ, თამაშობდნენ საუნივერსიტეტო გუნდებში, იმარჯვებდნენ და შორს გაჰქონდათ, როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სახელი. მეტიც, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპორტის მრავალი ახალი სახეობის განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. ამ ეტაპზე, ჩვენ მიზანმიმართულად ვმუშაობთ, რომ თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ავაღორძინოთ და განვამტკიცოთ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, ხელი შევუწყოთ სტუდენტების ჩართულობას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში და მრავალმხრივ და დამსახურების მიხედვით წავახალისოთ ჩვენი ის სტუდენტები, რომლებიც ამავდროულად, წარმატებული სპორტსმენები არიან“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი აღნიშნავს, უნივერსიტეტის სახელზე კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი სპორტული გამარჯვება დაფიქსირდა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მოტივაციას უქმნის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სპორტში წარმატებული სტუდენტებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება აამოქმედოს.

„ვულოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. გვინდა ჩვენს სტუდენტებს გავაცნოთ რექტორის, დავით გურგენიძის გადაწყვეტილება, რომელიც მან აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით მიიღო: წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც არიან ან გახდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტი მოქნილ სასწავლო გრაფიკს შესთავაზებს და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებს, სწავლის საფასურის დაფარვის მხრივ, გარკვეულ შეღავათებსაც დაუწესებს. ასევე, შეიქმნება საუნივერსიტეტო მიზნობრივი ფონდებიც. გარდა ამისა, რექტორის გადაწყვეტილებით, ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს უნივერსიტეტიც დააჯილდოებს. დარწმუნებული ვართ, მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობებში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და საუნივერსიტეტო სპორტსაც მნიშვნელოვნად განავითარებს“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.