"მამა გარდაიცვალა“ - ამის შესახებ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მომღერლის მამა ორი თვის განმავლობაში ებრძოდა კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს.
აგვისტოს ბოლოს ვერიკო სოციალურ ქსელში მამის მდგომარეობაზე წერდა, რომ როდესაც მშობლები აცრაზე მიიყვანა, დედამ ვაქცინაცია ჩაიატარა, მამა კი ამდენი დეზინფორმაციის წყალობით კლინიკიდან გაიქცა.
"ერთი თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ covid 19-ით. დედას აცრა ქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით. აი, შედეგიც შესაბამისად განვითარდა, დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძაან მძიმედ არის და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ.
ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე და ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანის დახმარებით შევძელი ეს ყველაფერი. მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია დავძლევთ. აიცერით, ხალხო საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ...“ - წერდა მომღერალი.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. დელტა შტამი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის. გასული დღე-რამის განმავლობაში 47 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აცრის მსურველთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იკლებს.
გუშინ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყნას უწყობს საბოტაჟს.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს წირავენ.
მერედა ვისი ბრალია ეს საყვარელი მოხუცი რომ დაინფიცირდა? ვიღაცამ გადაწყვიტა რომ აიცრა და აღარ ეშინია კორონის , მოიძრო პრბადე, თვითონ დაინფიცირდა შეიძლება უსიმპტიმოდაც და გადასდო ამ მოხუცს. კი ბატონო, ეს კაცი რომ აცრილიყო, დრეს ციცხალი იქნებოდა, მაგრამ ბზვშვებს რა ვუყოთ? თან აგერ გამოაცხადეს, კოვიდი იმპოტენციას იწვევსო. ე.ი. ბავშვები გავწირეთ? გაამკაცრეთ კონტროლი პირბადეეზე!!! აცრილი და აუცრელი არ ვიცი, ყველა ერთნაირად საშიშია.
აცრილები რომ არიან გარდაცვლილი .ეგ როგორ გავიგოთ