პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამძარცვეს, უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი, ქეთამ რომ გაიგო, გაგიჟდა. მეორე დღეს მისი მძღოლი მოვიდა და კონვერტი გადმომცა" - აჩი ფურცელაძე ქეთა თოფურიაზე
"გამძარცვეს, უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი, ქეთამ რომ გაიგო, გაგიჟდა. მეორე დღეს მისი მძღოლი მოვიდა და კონვერტი გადმომცა" - აჩი ფურცელაძე ქეთა თოფურიაზე

მუ­სი­კო­სი აჩი ფურ­ცე­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-2"-ის გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" მოყ­ვა ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რა ქეთა, რო­დე­საც ის მოს­კოვ­ში გა­ძარ­ცვეს:

"ქე­თას ის­ტო­რია ხომ გა­სა­გე­ბია, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ისე­თი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს ამო­ი­ღებს, იმი­ტომ, რომ ქეთა ცხრა წლი­დან არის ჩემს კი­სერ­ზე გაზ­რდი­ლი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ სივ­რცე­ში ქე­თას გზის გაკ­ვალ­ვა მოხ­და აჩის­გან, ეს ყვე­ლამ გა­და­სა­რე­ვად იცო­და. ტრამ­პლი­ნიც ვი­ყა­ვი, და­ვათ­რევ­დი იქეთ-აქეთ, რომ ქეთა კარ­გად ყო­ფი­ლი­ყო. მერე ქეთა დრო­უ­ლად შე­ნიშ­ნა იმან, ვინც იყო სა­ჭი­რო და ახლა ქეთა არის იქ, სა­დაც არის.

მოს­კოვ­ში გაგ­ვქურ­დეს. როცა ქურ­და­ვენ სახ­ლის პატ­რონს ერთი კვი­რა დას­დე­ვენ, რომ აკონ­ტრო­ლონ, რო­დის გა­დის სახ­ლი­დან, რო­დის მო­დის. მახ­სოვს, მე და იმა­ჟა­მად ჯერ კი­დევ ჩემი სა­ცო­ლე, ვი­ყა­ვით კი­ნო­ში, ვუ­ყუ­რებ­დით რა­ღაც ფილ­მს, რის შემ­დე­გაც სახ­ლში წა­მო­ვე­დით და და­ვი­ძი­ნე. მახ­სოვს, ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე, გა­ვა­ხი­ლე თვა­ლი და ვხე­დავ და­ნით და რა­ღაც ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ნიღ­ბი­ა­ნებს, ეგ­რე­ვე მა­ნიშ­ნეს, რომ გა­დავტრი­ა­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. მეც გა­დავტრი­ალ­დი. ამათ ყვე­ლა­ფე­რი აი­ღეს, რაც უნ­დო­დათ. წას­ვლის წინ დამ­ტვრე­უ­ლი ქარ­თუ­ლით მე­ლა­პა­რაკ­ნენ, მერე გა­ირ­კვა, რომ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი კი იყ­ვნენ ჩე­ხე­ბი, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბიც იყ­ვნენ ჩა­რე­უ­ლი. კარ­ში ქარ­თვე­ლი იდგა... წა­ი­ღეს 10 000 დო­ლა­რი და სა­ა­თე­ბი, უცებ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე დავ­რჩი...

ქე­თამ რომ გა­ი­გო, გა­გიჟ­და. მე­ო­რე დღეს მისი მძღო­ლი მო­ვი­და, კონ­ვერ­ტი გად­მომ­ცა და მი­თხრა, - ქე­თამ გა­მო­გიგ­ზავ­ნაო. და­ვუ­რე­კე ქე­თას, და­გიბ­რუ­ნებ, რო­გორც კი მექ­ნე­ბა - მეთ­ქი. კარ­გიო და გა­მი­თი­შა. მერე მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა: მაგ დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­შირ­დე­ბით, იცი, რა მინ­და გთხო­ვო? ხუთი ათა­სი დო­ლა­რი ხომ არის, შენ შე­გიძ­ლია ერთ დო­ლა­რი­ა­ნე­ბად და­ა­ხურ­და­ვოო? დიდი "ტრუ­ბა" გა­ა­კე­თე და გა­სა­გე­ბია, რაც უნდა უქ­ნაო და გა­მი­თი­შა..." - ჰყვე­ბა აჩი ფურ­ცე­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფსუს
11

როგორ საარჩევნო კლიპების ფულიც დაიკარგა??-იცის მშობლიურმა პარტიამ-?

ნიტა
25

ქეთას ძალიან ,,მოსწრებულად" უპასუხია ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით. არც გამკვირვებია. უბრალოდ, ჩემი წარმოდგენა უფრო გამიმყარდა. ნორმალური ქალები ასეთი ლექსიკით ძალიან ახლო მეგობრებსაც არ ელაპარაკებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გამძარცვეს, უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი, ქეთამ რომ გაიგო, გაგიჟდა. მეორე დღეს მისი მძღოლი მოვიდა და კონვერტი გადმომცა" - აჩი ფურცელაძე ქეთა თოფურიაზე

"გამძარცვეს, უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი, ქეთამ რომ გაიგო, გაგიჟდა. მეორე დღეს მისი მძღოლი მოვიდა და კონვერტი გადმომცა" - აჩი ფურცელაძე ქეთა თოფურიაზე

მუსიკოსი აჩი ფურცელაძე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" მოყვა ქეთა თოფურიასთან ურთიერთობაზე და იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ქეთა, როდესაც ის მოსკოვში გაძარცვეს:

"ქეთას ისტორია ხომ გასაგებია, ჩემს ცხოვრებაში ეს ისეთი ნაწილია, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ამოიღებს, იმიტომ, რომ ქეთა ცხრა წლიდან არის ჩემს კისერზე გაზრდილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სივრცეში ქეთას გზის გაკვალვა მოხდა აჩისგან, ეს ყველამ გადასარევად იცოდა. ტრამპლინიც ვიყავი, დავათრევდი იქეთ-აქეთ, რომ ქეთა კარგად ყოფილიყო. მერე ქეთა დროულად შენიშნა იმან, ვინც იყო საჭირო და ახლა ქეთა არის იქ, სადაც არის.

მოსკოვში გაგვქურდეს. როცა ქურდავენ სახლის პატრონს ერთი კვირა დასდევენ, რომ აკონტროლონ, როდის გადის სახლიდან, როდის მოდის. მახსოვს, მე და იმაჟამად ჯერ კიდევ ჩემი საცოლე, ვიყავით კინოში, ვუყურებდით რაღაც ფილმს, რის შემდეგაც სახლში წამოვედით და დავიძინე. მახსოვს, ღამის ოთხ საათზე, გავახილე თვალი და ვხედავ დანით და რაღაც იარაღით შეიარაღებულ ნიღბიანებს, ეგრევე მანიშნეს, რომ გადავტრიალებულიყავი. მეც გადავტრიალდი. ამათ ყველაფერი აიღეს, რაც უნდოდათ. წასვლის წინ დამტვრეული ქართულით მელაპარაკნენ, მერე გაირკვა, რომ შემსრულებლები კი იყვნენ ჩეხები, მაგრამ ქართველებიც იყვნენ ჩარეული. კარში ქართველი იდგა... წაიღეს 10 000 დოლარი და საათები, უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი...

ქეთამ რომ გაიგო, გაგიჟდა. მეორე დღეს მისი მძღოლი მოვიდა, კონვერტი გადმომცა და მითხრა, - ქეთამ გამოგიგზავნაო. დავურეკე ქეთას, დაგიბრუნებ, როგორც კი მექნება - მეთქი. კარგიო და გამითიშა. მერე მირეკავს და მეუბნება: მაგ დაბრუნებასთან დაკავშირდებით, იცი, რა მინდა გთხოვო? ხუთი ათასი დოლარი ხომ არის, შენ შეგიძლია ერთ დოლარიანებად დაახურდავოო? დიდი "ტრუბა" გააკეთე და გასაგებია, რაც უნდა უქნაო და გამითიშა..." - ჰყვება აჩი ფურცელაძე