ავტორი:

ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მლნ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - 2005 წლის შემდეგ პირველად, ჯანმო ჰაერის ხარისხის გაიდლაინებს ამკაცრებს

ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მლნ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - 2005 წლის შემდეგ პირველად, ჯანმო ჰაერის ხარისხის გაიდლაინებს ამკაცრებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაამკაცრებენ ჰაერის ხარისხის შესახებ გაიდლაინებს, რადგან საჭიროა გადაუდებელი ქმედებების განხორციელება. ახალი სახელმძღვანელო ეხება სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის ოზონს, აზოტის დიოქსიდს, გოგირდის დიოქსიდსა და ნახშირორჟანგს.

ჯანმო-მ ჰაერის ხარისხის გაიდლაინები ბოლოს 2005 წელს გამოსცა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო გარემოსდაცვით პოლიტიკაზე. თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, მომდევნო 16 წლის განმავლობაში გაცილებით ძლიერი მტკიცებულება გამოჩნდა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აისახება ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობაზე იმაზე უფრო დაბალი კონცენტრაციის პირობებში, როგორც აქამდე მიიჩნევდნენ.

"დაგროვილი მტკიცებულება საკმარისია იმ ქმედებების გასამართლებლად, რაც საჭირო ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების მოსახლეობაზე ზემოქმედების შესამცირებლად არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში ან რეგიონებში, არამედ გლობალურ დონეზე", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიო ახლა "კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება, ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმ გამანადგურებელი ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც პლანეტასა და საკუთარ თავს ვუკეთებთ, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დროს. ჯონსონმა კაცობრიობა 16 წლის მოზარდს შეადარა, რომელიც საკმაოდ გაიზარდა და ამიერიდან მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას სხვა ქვეყნებს მოუწოდა 2050 წლამდე ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმამდე დაიყვანონ, 2040 წლამდე კი ქვანახშირის გამოყენება შეზღუდონ.

„თუ ჩვენ ამ საქმიანობებს გავაგრძელებთ საუკუნის ბოლომდე გლობალური ტემპერატურა 2.7 გრადუსით მოიმატებს, რაც საშინელ შედეგებს გამოწვევს“, - განაცხადა ჯონსონმა.