მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო

ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრსა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­ზა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ა­ზცია და და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე გა­იღ­რმა­ვონ ცოდ­ნა, კერ­ძოდ, ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე ( აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ) გა­მო­ი­მუ­შა­ონ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, გათ­ვიც­ნო­ბი­ერ­დნენ სა­მეც­ნი­ე­რო სა­კი­თხებ­სა და კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­ში.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სივ­რცე გა­ის­ნე­ბა. ეს ხელს შე­უ­წყობს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას და მე­ო­რეს მხრივ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის და­უფ­ლე­ბით იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ პრო­ექტს ექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი ეკო­ნო­მი­კუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბის ირი­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბით. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა, ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სა­კა­უ­თარ რე­გი­ონ­ში­ვე და­საქმდნენ, რაც თა­ვის მხრივ შიდა მიგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებს შე­ა­ჩე­რებს . უნდა აღი­ნიშ­ნოს , რომ ამ მას­შტა­ბის პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში და პირ­ვე­ლად, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად იქ­მნე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ბაზა, გა­ნა­ცხა­და ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­ტა­ლია პა­ტა­რი­ძემ.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ( მე - 11 , მე - 12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ) სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე შექ­მნილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბ­ში ჩა­ი­რი­ცხონ და მომ­ზა­დე­ბის კურ­სზე და­ი­წყონ სწავ­ლა. მათ­თვის ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ი­მუ­შა­ვებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას თა­ვად ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი იწყებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რომ­ლის მი­ზა­ნია რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა. ჩვენ გვსურს წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდით ხელი შე­ვუ­წყოთ ნი­ჭი­ერ და მონ­დო­მე­ბულ ახალ­გაზ­რდებს. პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნას ასე­ვე წარ­მო­ად­გენს მეტი ახალ­გაზ­რდის და­ინ­ტე­რე­სე­ბა შრო­მის ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო-სა­ინ­ჟინ­რო (STEM) დის­ციპ­ლი­ნე­ბით.

ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ მე-11 და მე-12 კლა­სე­ლებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ი­ა­რონ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მა­თე­მა­ტი­კა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში.

ვფიქ­რობთ, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდის­თვის ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ი­ღოს ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნა და მო­ემ­ზა­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­გი­ონ­ში ხელი შე­ვუ­წყოთ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ‘’ გა­ნა­ცხდა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) კან­ცლერ­მა, მა­გა­და მაღ­რა­ძემ.

აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ,მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის მხრი­დან. იმე­რე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბი უზ­რუნ­ველ­ყოფს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია კომ­პა­ნია „ ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მოქ­მე­დებს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი , სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში.

„ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრსა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სოა მა­გა­ლი­თია იმი­სათ­ვის, რომ ახალ­გაზ­რდებს ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ჰქონ­დეთ წვდო­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა, ყვე­ლა ეტაპ­ზე მხარ­და­ჭე­რი­ლია კომ­პა­ნია „ ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის­გან“ არა მხო­ლოდ მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე, არა­მედ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა და შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის მოქ­მე­დებს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და კარ­გად ვათ­ვიც­ნო­ბი­რებთ, თუ რას ნიშ­ნავს ჩადო ინ­ვეს­ტი­ცია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში , ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბით,“ გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის„ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ ხო­ნე­ლი­ამ.

პრო­ექ­ტში ჩარ­თვის მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცია 25 ი სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა. გა­ნა­ცხა­დე­ბის გა­გაზ­ვანს შე­ძე­ლე­ბენ იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ ჭი­ა­თუ­ა­რა­სა და ზეს­ტა­ფონ­ში მცხოვ­რე­ბი მე-11, მე-12-ე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიაზცია და დასაქმების ხელშეწყობაა.

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე გაიღრმავონ ცოდნა, კერძოდ, ადრეულ ასაკშივე ( აბიტურიენტობის პერიოდში ) გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები, გათვიცნობიერდნენ სამეცნიერო საკითხებსა და კრიტიკულ აზროვნებაში.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში ტექნოლოგიური სივრცე გაისნება. ეს ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და მეორეს მხრივ მაღალანაზღაურებადი პროფესიების დაუფლებით იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგი ეკონომიკური წახალისების ირიბი გაძლიერებით. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკაუთარ რეგიონშივე დასაქმდნენ, რაც თავის მხრივ შიდა მიგრაციულ პროცესებს შეაჩერებს . უნდა აღინიშნოს , რომ ამ მასშტაბის პროექტი პირველად ხორციელდება ჩვენს რეგიონში და პირველად, უნივერსიტეტთან ერთად იქმნება მოსამზადებელი ბაზა, განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია პატარიძემ.

პროექტის ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე, აბიტურიენტებს ( მე - 11 , მე - 12 კლასის მოსწავლეებს ) საშუალება ექნებათ, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე შექმნილ საგანმანათლებლო ჰაბში ჩაირიცხონ და მომზადების კურსზე დაიწყონ სწავლა. მათთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიმუშავებს სასწავლო პროგრამას მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. აბიტურიენტების გადამზადებას თავად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი იწყებს თანამშრომლობას, რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ რეგიონის განვითარებაში და იმერეთის რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით ხელი შევუწყოთ ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს. პროექტის ამოცანას ასევე წარმოადგენს მეტი ახალგაზრდის დაინტერესება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დისციპლინებით.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე რეგიონში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასელებს მისცემს საშუალებას გაიარონ უნივერსიტეტების პროფესორების ხელმძღვანელობით ჩატარებული სასწავლო პროგრამა მათემატიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

ვფიქრობთ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა და მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ხელი შევუწყოთ განათლებული და კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს. ‘’ განაცხდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კანცლერმა, მაგადა მაღრაძემ.

აბიტურიენტებს, სწავლების პერიოდში ,მუდმივად ექნება ტექნიკური მხარდაჭერა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მხრიდან. იმერეთის საგანმანათლებლო ჰაბი უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებას და აბიტურიენტების ტრანსპორტირებას. პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული , სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

„ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა საუკეთესოა მაგალითია იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე ჰქონდეთ წვდომა. აღნიშნული პროგრამა, ყველა ეტაპზე მხარდაჭერილია კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზისგან“ არა მხოლოდ მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე, არამედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლების პერიოდშიც, აქ იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა და შემდგომი დასაქმება. ჩვენი კომპანია ყოველთვის მოქმედებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და კარგად ვათვიცნობირებთ, თუ რას ნიშნავს ჩადო ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში , ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობით,“ განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის„ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თეიმურაზ ხონელიამ.

პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 25 ი სექტემბრიდან დაიწყება. განაცხადების გაგაზვანს შეძელებენ იმერეთის რეგიონში, კერძოდ ჭიათუარასა და ზესტაფონში მცხოვრები მე-11, მე-12-ე კლასის მოსწავლეები.

R