მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უჩივლა დონალდ ტრამპმა ძმისშვილს - აშშ-ის ექსპრეზიდენტი კომპენსაციის სახით 100 მლნ დოლარს ითხოვს - სკანდალური დავის დეტალები
რატომ უჩივლა დონალდ ტრამპმა ძმისშვილს - აშშ-ის ექსპრეზიდენტი კომპენსაციის სახით 100 მლნ დოლარს ითხოვს - სკანდალური დავის დეტალები

აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპსა და მის ძმის­შვილს, მერი ტრამპს შო­რის წლე­ბია, რაც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ კი­დევ უფრო გამ­წვავ­და, რაც მე­რიმ ბი­ძა­მი­სის შე­სა­ხებ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და­ა­ა­ნონ­სა. მი­უ­ხე­და­ვად ტრამ­პის მცდე­ლო­ბი­სა, რომ ძმის­შვი­ლის­თვის ხელი შე­ე­შა­ლა წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ში, ის მა­ინც გა­მო­ვი­და. სა­სა­მარ­თლომ მე­რის წიგ­ნის გა­მო­ცე­მის ნება დარ­თო და ის "ამა­ზონ­ზეა" ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

  • რო­გორც ჩანს, დო­ნალდ ტრამ­პი ყო­ვე­ლი­ვე­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვას არ აპი­რებს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მან მერი ტრამპს ნიუ იორ­კის სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად საქ­მე ეხე­ბა არა წიგნს, არა­მედ 2018 წელს მე­რის მიერ "ნიუ იორკ თა­იმსში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას.

ტრამ­პი ძმის­შვილს "კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მზაკ­ვრულ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში ჩარ­თვა­ში“ სდებს ბრალს და ადა­ნა­შა­უ­ლებს უკი­დუ­რე­სად პი­რა­დუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ში.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ 56 წლის მერი ტრამპმა და­არ­ღვია 2001 წელს და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლი­თაც მას ეკ­რძა­ლე­ბო­და დო­ნალდ ტრამ­პის მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა. დო­ნალდ ტრამ­პი ასე­ვე თან­მიმ­დევ­რუ­ლად უარ­ყოფს ყვე­ლა იმ ბრალ­დე­ბას, რაც მის შე­სა­ხებ არის მერი ტრამ­პის წიგნ­ში.

გარ­და ძმის­შვი­ლი­სა, დო­ნალდ ტრამ­პი "ნიუ იორკ თა­იმ­სის“ სამ ჟურ­ნა­ლისტსაც უჩი­ვის და აცხა­დებს, რომ ისი­ნი პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის­თვის მუ­შა­ობ­დნენ მერი ტრამ­პთან დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ. აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ მან ყო­ვე­ლი­ვეს გამო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი ნახა და ამი­ტო­მაც, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 100 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­თხოვს.

ცნო­ბის­თვის, მერი და დო­ნალდ ტრამ­პებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა წლე­ბის წინ და­ი­წყო და კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად New York Daily News-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მე­რი­სა და მის ძმას დო­ნალდთან ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ. და-ძმა ამ­ბობს, რომ მათ არ მი­უ­ღი­ათ კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც დო­ნალ­დის ძმას მა­მის­გან ეკუთ­ვნო­და. დო­ნალ­დის მამა 1999 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ქო­ნე­ბა გა­ი­ნა­წი­ლეს მის­მა ცო­ცხალ­მა შვი­ლებ­მა, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის შთა­მო­მავ­ლებს არა­ფე­რი ერ­გოთ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: 4 შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი დო­ნალდ ტრამპზე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვილ­მა სა­კუ­თარ მე­მუ­ა­რებ­ში გა­ამ­ჟღავ­ნა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
122
8

და მერე ეს კაცი თქვენ დაგინდობთ?

5555
14

აბსოლუტურად ავანტურისტი დედაკაცი.... ზის ტყუილების ბუდეზე CNN და სისულელეებს ბოდავს... ყოფილი ფედერალური მოსამართლე ტრამპის დაც მის წინააღმდეგაა ანუ მამიდა .... ბაიდენის მერე ტრამპის მენთალობაზე რომ რამეს იტყვი რა ...... ნეპოტიზმზე ოცნებები რომ წყალში ჩაეყარა, გამწარებული მტერს შეეკრა ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ უჩივლა დონალდ ტრამპმა ძმისშვილს - აშშ-ის ექსპრეზიდენტი კომპენსაციის სახით 100 მლნ დოლარს ითხოვს - სკანდალური დავის დეტალები

რატომ უჩივლა დონალდ ტრამპმა ძმისშვილს - აშშ-ის ექსპრეზიდენტი კომპენსაციის სახით 100 მლნ დოლარს ითხოვს - სკანდალური დავის დეტალები

აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის ძმისშვილს, მერი ტრამპს შორის წლებია, რაც დაძაბული ურთიერთობაა. კონფლიქტი მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მერიმ ბიძამისის შესახებ წიგნის გამოცემა დააანონსა. მიუხედავად ტრამპის მცდელობისა, რომ ძმისშვილისთვის ხელი შეეშალა წიგნის გამოცემაში, ის მაინც გამოვიდა. სასამართლომ მერის წიგნის გამოცემის ნება დართო და ის "ამაზონზეა" ხელმისაწვდომი.

  • როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ყოველივეზე თვალის დახუჭვას არ აპირებს და ცნობილი გახდა, რომ მან მერი ტრამპს ნიუ იორკის სასამართლოში უჩივლა, თუმცა ამჯერად საქმე ეხება არა წიგნს, არამედ 2018 წელს მერის მიერ "ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას.

ტრამპი ძმისშვილს "კონფიდენციალური დოკუმენტების მოსაპოვებლად მზაკვრულ შეთქმულებაში ჩართვაში“ სდებს ბრალს და ადანაშაულებს უკიდურესად პირადული ინფორმაციის გამჟღავნებაში.

ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ 56 წლის მერი ტრამპმა დაარღვია 2001 წელს დადებული შეთანხმება, რომლითაც მას ეკრძალებოდა დონალდ ტრამპის მამის მემკვიდრეობის შესახებ დოკუმენტების გამჟღავნება. დონალდ ტრამპი ასევე თანმიმდევრულად უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რაც მის შესახებ არის მერი ტრამპის წიგნში.

გარდა ძმისშვილისა, დონალდ ტრამპი "ნიუ იორკ თაიმსის“ სამ ჟურნალისტსაც უჩივის და აცხადებს, რომ ისინი პირადი სარგებლის მიღებისთვის მუშაობდნენ მერი ტრამპთან დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სარჩელში ნათქვამია, რომ მან ყოველივეს გამო მნიშვნელოვანი ზარალი ნახა და ამიტომაც, კომპენსაციის სახით 100 მილიონ დოლარს მოითხოვს.

ცნობისთვის, მერი და დონალდ ტრამპებს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო და კონფლიქტის დეტალები თავდაპირველად New York Daily News-მა გამოაქვეყნა. მერისა და მის ძმას დონალდთან ქონებასთან დაკავშირებული პრეტენზიები აქვთ. და-ძმა ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ კუთვნილი ქონება, რომელიც დონალდის ძმას მამისგან ეკუთვნოდა. დონალდის მამა 1999 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება გაინაწილეს მისმა ცოცხალმა შვილებმა, ხოლო გარდაცვლილი შვილის შთამომავლებს არაფერი ერგოთ.

ასევე დაგაინტერესებთ: 4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა