პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა, აქ ღირსებაზეა საუბარი..." - მარნეულში 28 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულის დედა
"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა, აქ ღირსებაზეა საუბარი..." - მარნეულში 28 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულის დედა

მარ­ნე­ულ­ში, ჯა­ვიდ ჩოვ­და­რო­ვის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალს დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გე­ნენ. 28 წლის მა­მა­კა­ცის საქ­მე­ზე 3 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ქალი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

და­კა­ვე­ბუ­ლის დედა "მთა­ვარ­თან" ამ­ბობს, რომ ინ­ცი­დენტს წინ ფი­ნან­სუ­რი დავა არ უძღო­და და სა­კი­თხი "ოჯა­ხის ღირ­სე­ბას" ეხე­ბო­და.

"ჩემს შვი­ლებს 20 ლა­რის გამო არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნი­ათ, გარ­დაც­ვლი­ლის დედა გვა­და­ნა­შა­უ­ლებს, რომ ფუ­ლის გამო მოკ­ლეს, ეს ტყუ­ი­ლია. აქ ოჯა­ხის ღირ­სე­ბის სა­კი­თხია. ჩემი გოგო შე­ა­წუ­ხა იმ ბიჭ­მა და მა­გი­ტო­მაც მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. დიახ, იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა კი­დევ ვამ­ბობ აქ ღირ­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და სჯობს და­ნარ­ჩენ­ზე გა­მო­ძი­ე­ბამ გას­ცეს პა­სუ­ხი. მეტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ გვინ­და", - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის დედა.

ეგახ­სე­ნებთ, რომ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლი, ძმე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბის სა­მიზ­ნე მას შემ­დეგ გახ­და, რაც ჩოვ­და­როვს ერთ-ერთ გო­გო­ნას­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის ბიჭი ჯერ გა­ი­ტა­ცეს, სცე­მეს, შემ­დეგ კი ხელ-ფეხ შეკ­რუ­ლი წყალ­ში გა­და­აგ­დეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ტ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.გ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი,1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ა. და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრა­ლი ედე­ბათ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, ხოლო ს.ა. - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 17 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმ­დი­ნა­რე წლის 18 სექ­ტემ­ბერს, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ნაც­ნობს - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.ჩ.-ს ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს და ხელ-ფეხი შე­უკ­რეს. შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გა­კო­ჭი­ლი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში წა­იყ­ვა­ნეს, სხე­ულ­ზე მძი­მე სა­გა­ნი მო­ა­ბეს და სარ­წყავ არხში გა­და­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც იგი გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას შე­ეს­წრო მა­თი­ვე მე­გო­ბა­რი - ს.ა., თუმ­ცა მან მომ­ხდა­რი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი მარ­ნე­ულ­ში და­ა­კა­ვეს.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიტა
0

ველურებიი...

დვალთელი
56

დასაბრედი ყოფილა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა, აქ ღირსებაზეა საუბარი..." - მარნეულში 28 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულის დედა

"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა, აქ ღირსებაზეა საუბარი..." - მარნეულში 28 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულის დედა

მარნეულში, ჯავიდ ჩოვდაროვის მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 28 წლის მამაკაცის საქმეზე 3 პირია დაკავებული, მათ შორის ქალი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

დაკავებულის დედა "მთავართან" ამბობს, რომ ინციდენტს წინ ფინანსური დავა არ უძღოდა და საკითხი "ოჯახის ღირსებას" ეხებოდა.

"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, გარდაცვლილის დედა გვადანაშაულებს, რომ ფულის გამო მოკლეს, ეს ტყუილია. აქ ოჯახის ღირსების საკითხია. ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა და მაგიტომაც მოხდა ეს ამბავი. დიახ, იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა კიდევ ვამბობ აქ ღირსებაზეა საუბარი და სჯობს დანარჩენზე გამოძიებამ გასცეს პასუხი. მეტი კომენტარის გაკეთებას არ გვინდა", - ამბობს დაკავებულების დედა.

ეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ძმების შურისძიების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ჩოვდაროვს ერთ-ერთ გოგონასთან კონფლიქტი მოუვიდა. გამოძიების ინფორმაციით, 28 წლის ბიჭი ჯერ გაიტაცეს, სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხ შეკრული წყალში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი,1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.