პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ

„ლუ­კო­ი­ლი“ ქარ­თუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2000 წლი­დან ოპე­რი­რებს. 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში სწო­რედ რომ „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ გახ­და პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც მომ­ხმა­რებ­ლებს ევრო 5 სტან­დარ­ტის საწ­ვა­ვი შეს­თა­ვა­ზა.

2020 წელს, მი­ხა­ი­ლო ჯუ­რო­ვი­ჩის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დის მოს­ვლას­თან ერ­თად, „ლუ­კო­ი­ლი“ ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­და. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დი სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯებს დგამს სერ­ვი­სი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის მომ­ხმა­რე­ბელს მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შეს­თა­ვა­ზონ.

16-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ამ“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყვი­ტა კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პთან“ , რო­მე­ლიც ნავ­თო­ბპ­რო­დუქტს ყი­დუ­ლობ­და შემ­დეგ კი ტა­ლო­ნე­ბი­სა და ბა­რა­თე­ბის სა­კუ­თა­რი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და მე­სა­მე პი­რებ­ზე.

რო­გოც „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბა გა­და­წყვი­ტეს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბა­სა და მო­თხოვ­ნი­სა „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ას“ მხრი­დან, კომ­პა­ნია უნიგ­რუპ­მა დაგ­რო­ვე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არ და­ფა­რა.

„შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ა­სა“ და შპს „უნიგ­რუპს“ შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ხა­სი­ათს ატა­რებ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ ყიდ­და, ხოლო შპს „უნიგ­რუ­პი“ ყი­დუ­ლობ­და საწ­ვავს, რის შემ­დე­გა­დაც საწ­ვა­ვის ბა­რა­თე­ბი­სა და ტა­ლო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მე­სა­მე პირ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში შპს „უნიგ­რუ­პი“ ვალ­დე­ბუ­ლი იყო შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ას­თვის“ შეს­ყი­დუ­ლი საწ­ვა­ვის შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა გა­და­ე­ხა­და. შპს „უნიგ­რუ­პის“ მხრი­დან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის არა­ერ­თი დარ­ღვე­ვი­სა და მი­წო­დე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის სა­ნაც­ვლოდ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო, 2021 წლის 20 ივ­ლისს შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ე­წყვი­ტა,“- აცხა­დე­ბენ ლუ­კო­ილ­ში.

შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ამ“ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის“ წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, წარ­მო­ე­ბუ­ლი და­ვის მი­ზა­ნია „ლუ­ო­კილ-ჯორ­ჯი­ას“ ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა და მი­წო­დე­ბუ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტის ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

ამ წლის 1 აგ­ვის­ტო­დან კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვე­ღარ სარ­გებ­ლობ­დნენ ბა­რა­თე­ბით და ვე­ღარ ახ­დენ­დნენ ბა­რათ­ზე არ­სე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ამის მი­ზე­ზად კომ­პა­ნია „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ სწო­რედ რომ კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას ასა­ხე­ლებს.

ამა­ვე წლის 20 ივ­ლი­სი­დან 1 აგ­ვის­ტოდ­მე შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ამ“ იმ მო­მენ­ტი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის“ ტა­ლო­ნე­ბი­სა და საწ­ვა­ვის ბა­რა­თე­ბის ნაშ­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არ იყო და­ფა­რუ­ლი. „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შპს „უნიგ­რუ­პის” მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ჯამ­ში 1 მი­ლი­ონ ლიტრზე მეტი ოდე­ნო­ბის საწ­ვა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია შეძ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხა შე­ძე­ნი­ლი საწ­ვა­ვის მი­ღე­ბა კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის­გან“, კი­თხვა­ზე, თუ არის მზად „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ მათი ინ­ტე­რე­სე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, კომ­პა­ნია აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის.

შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პთან“ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის (ტა­ლო­ნე­ბის, საწ­ვა­ვის ბა­რა­თე­ბი­სა და მათ­ზე საწ­ვა­ვის ნაშ­თე­ბის ჩათ­ვლით), საკ­რე­დი­ტო ან სა­დე­ბი­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

„შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ არ არის კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი მემ­კვიდ­რე და მომ­ხმა­რებ­ლებ­თან სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს, რის გა­მოც არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი: კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის“ მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ტა­ლო­ნე­ბი­სა და საწ­ვა­ვის ბა­რა­თებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნაშ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დის გაზ­რდა; დარ­ჩე­ნი­ლი ნაშ­თე­ბის ახალ სა­ბა­რა­თე სის­ტე­მა­ზე გა­და­ტა­ნა ან ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა,“-აცხა­დე­ბენ „ლუ­კო­ილ­ში“

კომ­პა­ნია „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ „უნიგ­რუ­პის“ ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს ურ­ჩევს, მათ მი­ბა­ძონ და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის“ წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში თა­ვა­დაც სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნონ.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „უნიგ­რუ­პის“ მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, შპს „ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია“ მზად არის თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დოს და კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნილ საწ­ვა­ვის ბა­რა­თებ­ზე გაზ­რდი­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზოს.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irakli
0

კარგათ დაგეგმილი თაღლითური სქემა.ხახვივით შემრჩა ხელში ტალონი რომელიც ვიყიდე ლუკოილის სათაო ოფისში. და ამ ტალონს გარკვევით დიდი ასოებით აწერია ლუკოილი. თანამშრომლებიც იგივე ყავთ ვინც ვითომ უნიგრუპის სახელით გაყიდა საწვავის ტალონები. მაგრამ ამ ქვეყნად იპოვნი სადმე სამართალს? თაღლითები თაღლითები თაღლითები

ავთო
0

ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის საერთოდ არაა საინტერესო თქვენი ურთიერთობა,საინტერესო ისაა რომ ხალხმა შეიძინა საწვავი და აღარ მიეცით და ითაღლითეთ

ავტორი:

შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ

შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ

„ლუკოილი“ ქართული მომხმარებლისთვის კარგად ცნობილი ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. 2008 წლის ნოემბერში სწორედ რომ „ლუკოილ-ჯორჯია“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ევრო 5 სტანდარტის საწვავი შესთავაზა.

2020 წელს, მიხაილო ჯუროვიჩის ხელმძღვანელობით განახლებული გუნდის მოსვლასთან ერთად, „ლუკოილი“ ბრენდის განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. განახლებული გუნდი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს სერვისისა და მომსახურების განვითარების მიმართულებით, რათა ავტოგასამართი სადგურების მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შესთავაზონ.

16-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, „ლუკოილ-ჯორჯიამ“ ხელშეკრულება შეწყვიტა კომპანია „უნიგრუპთან“ , რომელიც ნავთობპროდუქტს ყიდულობდა შემდეგ კი ტალონებისა და ბარათების საკუთარი სისტემის მეშვეობით მის რეალიზაციას ახდენდა მესამე პირებზე.

როგოც „ლუკოილ-ჯორჯიაში“ განმარტავენ, ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის გაუქმება გადაწყვიტეს დაგროვებული მრავალმილიონიანი დავალიანების გამო. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებასა და მოთხოვნისა „ლუკოილ-ჯორჯიას“ მხრიდან, კომპანია უნიგრუპმა დაგროვებული დავალიანება არ დაფარა.

„შპს „ლუკოილ-ჯორჯიასა“ და შპს „უნიგრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულება ყიდვა-გაყიდვის ხასიათს ატარებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ ყიდდა, ხოლო შპს „უნიგრუპი“ ყიდულობდა საწვავს, რის შემდეგადაც საწვავის ბარათებისა და ტალონების მეშვეობით მესამე პირზე რეალიზაციას ახდენდა. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „უნიგრუპი“ ვალდებული იყო შპს „ლუკოილ-ჯორჯიასთვის“ შესყიდული საწვავის შესაბამისი თანხა გადაეხადა. შპს „უნიგრუპის“ მხრიდან ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების არაერთი დარღვევისა და მიწოდებული საწვავის სანაცვლოდ დაგროვებული მრავალმილიონიანი დავალიანების გამო, 2021 წლის 20 ივლისს შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ იძულებული იყო ხელშეკრულება შეეწყვიტა,“- აცხადებენ ლუკოილში.

შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმოებული დავის მიზანია „ლუოკილ-ჯორჯიას“ ინტერესების დაცვა და მიწოდებული ნავთობპროდუქტის ფულადი სახსრების ანაზღაურება.

ამ წლის 1 აგვისტოდან კომპანია „უნიგრუპის“ მომხმარებლები ვეღარ სარგებლობდნენ ბარათებით და ვეღარ ახდენდნენ ბარათზე არსებული საწვავის რეალიზაციას. ამის მიზეზად კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“ სწორედ რომ კომპანია „უნიგრუპთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას ასახელებს.

ამავე წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოდმე შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ იმ მომენტისათვის არსებული კომპანია „უნიგრუპის“ ტალონებისა და საწვავის ბარათების ნაშთების რეალიზაციის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებული დავალიანება არ იყო დაფარული. „ლუკოილ-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში შპს „უნიგრუპის” მომხმარებლებმა ჯამში 1 მილიონ ლიტრზე მეტი ოდენობის საწვავის რეალიზაცია შეძლეს.

რაც შეეხება მომხმარებლებს, რომლებმაც ვერ მოახერხა შეძენილი საწვავის მიღება კომპანია „უნიგრუპისგან“, კითხვაზე, თუ არის მზად „ლუკოილ-ჯორჯია“ მათი ინტერესები დააკმაყოფილოს, კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა არ არის.

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ არ ფლობს ინფორმაციას მომხმარებლების კომპანია „უნიგრუპთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების (ტალონების, საწვავის ბარათებისა და მათზე საწვავის ნაშთების ჩათვლით), საკრედიტო ან სადებიტო დავალიანებების შესახებ.

„შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ არ არის კომპანია „უნიგრუპის“ ხელშეკრულებების იურიდიული მემკვიდრე და მომხმარებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობა არ აქვს, რის გამოც არ არის შესაძლებელი: კომპანია „უნიგრუპის“ მიერ იმპორტირებული ტალონებისა და საწვავის ბარათებზე არსებული ნაშტების რეალიზაციის პერიოდის გაზრდა; დარჩენილი ნაშთების ახალ საბარათე სისტემაზე გადატანა ან ფულადი სახსრების დაბრუნება,“-აცხადებენ „ლუკოილში“

კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“ „უნიგრუპის“ ყველა მომხმარებელს ურჩევს, მათ მიბაძონ და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში თავადაც სარჩელი შეიტანონ.

ზემოხსენებული კომპანია „უნიგრუპის“ მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ მზად არის თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად ხელშეკრულება დადოს და კომპანიის კუთვნილ საწვავის ბარათებზე გაზრდილი ფასდაკლებები შესთავაზოს.

R