ავტორი:

"ფაიზერს" ნოემბერში ვადა არ გასდის" - რას ამბობს ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაქცინა შესაძლოა გაფუჭდეს

"ფაიზერს" ნოემბერში ვადა არ გასდის" - რას ამბობს ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაქცინა შესაძლოა გაფუჭდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ფაიზერის" ვაქცინას ნოემბერში ვადა გასდის, სიმართლეს არ შეესაბამება.

შესაბამისად, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რისკი იმისა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინები გაფუჭდეს, არ არსებობს.

"არანაირი რისკი იმის, რომ "ფაიზერი" გაფუჭდეს, არ არსებობს, "ფაიზერს" ნოემბერში არ გასდის ვადა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.