სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე
"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე

"რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "The Talk შოუს" ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა, ნელი აგირ­ბამ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ის ეპი­ზო­დე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. რო­გორც აგირ­ბამ აღ­ნიშ­ნა, დღემ­დე ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ უსა­უბ­რია.

"პირ­ვე­ლი, რაც გა­მახ­სენ­და, იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. ეს ბავ­შვო­ბა­შიც პრობ­ლე­მა იყო, იმი­ტომ რომ ფეხ­ზე ხელს მა­დებ­დნენ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­ში. შემ­დეგ ვის­წავ­ლე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა სი­ა­რუ­ლი, სათ­ლე­ლი დანა დამ­ქონ­და და თუ მსგავ­სი რა­ღაც ხდე­ბო­და, უბ­რა­ლოდ ვშლი­დი ამ და­ნას. ამა­ზე ხმა არას­დროს ამო­მი­ღია, ამი­ტომ ეს მე დღემ­დე ძა­ლი­ან ცუ­დად მახ­სოვს.

კი­დევ ერთი ფაქ­ტი, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და ახ­ლაც უსი­ა­მოვ­ნო, ჭუ­ჭყის შეგ­რძნე­ბა დამ­რჩა, რად­გან არც ამა­ზე მი­სა­უბ­რია... ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი კა­ხეთ­ში, რთველ­ში. ვე­ნახ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ან­მა, მი­თხრა: წა­მო­დი, გაჩ­ვე­ნო, სად ვცხოვ­რო­ბო და იქვე მდგარ კონ­ტე­ი­ნერ­ზე მი­მი­თი­თა. შენ ხომ მა­ინც გა­ნა­თხო­ვა­რი ხარ, ნახე, რა კარ­გი სა­წო­ლი მაქ­ვსო.

ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და თავი გა­მო­ვიშ­ტე­რე, ვი­თომ ვერ გა­ვი­გე, რა უნ­დო­და. მერე კარ­გა ხანი ვტი­რო­დი და მა­კან­კა­ლებ­და სახ­ლში, თით­ქოს ხომ არა­ფე­რი, დღემ­დე არა­ფე­რი არ მით­ქვამს და ახლა ვე­ტყვი "იდი...". იქ ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ იყო შემ­თხე­ვა­ვა, რო­დე­საც ვთქვი.

ეს უკვე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ჩემ გარ­და ჩემ­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გი­დას­თან ვსხედ­ვართ და საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი დამ­კვე­თი, უცებ მა­ი­სუ­რის ქვეშ მი­ცუ­რებს ხელს და მე­უბ­ნე­ბა: - ამ საქ­მე­ზე ვი­სა­უბ­როთ ნო­მერ­ში. იმ მო­მენ­ტში ვუ­თხა­რი, ხელი გა­წიე-მეთ­ქი და შემ­თხვე­ვით მო­მი­ვი­დაო. გა­ვი­ქე­ცი, ჩა­ვი­კე­ტე, ტე­ლე­ფო­ნი გა­მოვ­რთე და ვზი­ვარ შე­ში­ნე­ბუ­ლი - რა ვქნა ახლა, სამ­ქე ჩავ­შა­ლო და ეს ამ­დე­ნი ად­მა­ი­ა­ნი დავ­ტო­ვო ასე, თუ ავი­დე? არა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ავი­დე, რა­ღა­ცას მი­ზამს. შე­ში­ნე­ბუ­ლი ვზი­ვარ და მერე მივ­ხვდი, რომ ჩემი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­ზამს. იმა­ზე უა­რესს ვერ მი­ზამს, რა­საც მე იმ მო­მენ­ტში ჩემს თავს ვუ­კე­თებ­დი, მსხვერ­პლის როლ­ში რომ ვი­ყა­ვი. ჩავ­რთე ტე­ლე­ფო­ნი, და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი: - მე ამოვ­დი­ვარ, ოღონდ იცო­დე, სექ­სი არ იქ­ნე­ბა... ღიად ვუ­თხა­რი და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ჩემი თა­ვით. ავე­დი, ვი­სა­უბ­რეთ, იქვე ვუ­თხა­რი იგი­ვე, გან­ვუ­მარ­ტე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ბო­ლომ­დე და­ვი­ცავ თავს. იმან თავი გმო­იშ­ტე­რა, რა სი­სუ­ლე­ლა, ამა­ზე არც ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი.

ფაქ­ტია, რომ ამან გა­ა­ჩე­რა და შემ­დეგ საქ­მეც არ გა­ფუჭ­და", - ყვე­ბა ნელი აგირ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დედამთლი
1

ხატია რას დაიჩემებთ ხოლმე რატომ მაშინ არ თქვი რატომ ადრე არ თქვა რაა ყველაფერი ქოცების დროს უნდა შევუხამოთ როცა ხოში ქონდ და როცა ჩათვალა საჭიროდ მაშინ თქვა შენ ეტყობა ქოცური დროის სიტემაზე მუშაობ. რას დაეძებ როდის და რაზე მოუნდება ამ შვენიერ ქალს თავისი პირადი ამბვი გაააცხადოს! ვინ დაგნიშნა მაგის მოკარნახეთ შენიანებს მიხედე თუ შეუცურებენ არ ალოდინო ეგრევე დაიყვიროს!

ბაჩო
53

ოოო, აიტაცეს ახლა ტელევიზიებმა ახალი სკანდალი. სიმართლე გითხრათ, ნელი აგირბასგან არ ველოდი. თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებდა და მომწონდა.ახლა აზრი შემეცვალა. არ მომწონს, წლების შემდეგ რომ ააგორებენ ხოლმე თემას და თავს არეკლამებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე

"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "The Talk შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა, ნელი აგირბამ საკუთარი ცხოვრების ის ეპიზოდები გაიხსენა, როდესაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. როგორც აგირბამ აღნიშნა, დღემდე ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია.

"პირველი, რაც გამახსენდა, იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს ბავშვობაშიც პრობლემა იყო, იმიტომ რომ ფეხზე ხელს მადებდნენ სამარშრუტო ტაქში. შემდეგ ვისწავლე შეიარაღებულმა სიარული, სათლელი დანა დამქონდა და თუ მსგავსი რაღაც ხდებოდა, უბრალოდ ვშლიდი ამ დანას. ამაზე ხმა არასდროს ამომიღია, ამიტომ ეს მე დღემდე ძალიან ცუდად მახსოვს.

კიდევ ერთი ფაქტი, რომლის გადატანაც ძალიან გამიჭირდა და ახლაც უსიამოვნო, ჭუჭყის შეგრძნება დამრჩა, რადგან არც ამაზე მისაუბრია... ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა, მითხრა: წამოდი, გაჩვენო, სად ვცხოვრობო და იქვე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო.

ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე, რა უნდოდა. მერე კარგა ხანი ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში, თითქოს ხომ არაფერი, დღემდე არაფერი არ მითქვამს და ახლა ვეტყვი "იდი...". იქ ბავშვებთან ერთად ვიყავი და დავიბენი, მაგრამ იყო შემთხევავა, როდესაც ვთქვი.

ეს უკვე სამსახურებრივი ამბავია, ჩემ გარდა ჩემზე კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო დამოკიდებული. მაგიდასთან ვსხედვართ და საკმაოდ გავლენიანი დამკვეთი, უცებ მაისურის ქვეშ მიცურებს ხელს და მეუბნება: - ამ საქმეზე ვისაუბროთ ნომერში. იმ მომენტში ვუთხარი, ხელი გაწიე-მეთქი და შემთხვევით მომივიდაო. გავიქეცი, ჩავიკეტე, ტელეფონი გამოვრთე და ვზივარ შეშინებული - რა ვქნა ახლა, სამქე ჩავშალო და ეს ამდენი ადმაიანი დავტოვო ასე, თუ ავიდე? არა, როგორ შეიძლება ავიდე, რაღაცას მიზამს. შეშინებული ვზივარ და მერე მივხვდი, რომ ჩემი ნებართვის გარეშე ვერაფერს მიზამს. იმაზე უარესს ვერ მიზამს, რასაც მე იმ მომენტში ჩემს თავს ვუკეთებდი, მსხვერპლის როლში რომ ვიყავი. ჩავრთე ტელეფონი, დავურეკე და ვუთხარი: - მე ამოვდივარ, ოღონდ იცოდე, სექსი არ იქნება... ღიად ვუთხარი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით. ავედი, ვისაუბრეთ, იქვე ვუთხარი იგივე, განვუმარტე, რომ ჟურნალისტი ვარ და ბოლომდე დავიცავ თავს. იმან თავი გმოიშტერა, რა სისულელა, ამაზე არც ყოფილა საუბარი.

ფაქტია, რომ ამან გააჩერა და შემდეგ საქმეც არ გაფუჭდა", - ყვება ნელი აგირბა.