პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიგეთ რამდენი ტიპის კარაქი არსებობს, მათი გემოვნური თვისებები და კვებითი ღირებულება
გაიგეთ რამდენი ტიპის კარაქი არსებობს, მათი გემოვნური თვისებები და კვებითი ღირებულება

კა­რა­ქი სა­სარ­გებ­ლო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტია რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის. ის ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მია, რად­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი კა­ლო­რი­უ­ლო­ბით, დიდი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით და მა­ღა­ლი შეთ­ვი­სე­ბა­დო­ბით. თუმ­ცა კა­რა­ქის მი­ღე­ბის დროს გარ­კვე­უ­ლი ზო­მი­ე­რე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო. ნე­ბის­მი­ე­რი კა­რა­ქი არაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პურ­ზე წა­სას­მე­ლად ან კუ­ლი­ნა­რი­ა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. ყვე­ლამ იცის, რომ არ­სე­ბობს კა­რა­ქი და სპრე­დი, თუმ­ცა კა­რა­ქის სა­ხე­ო­ბებს შო­რის სხვა­ო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა არ იცის.

რე­ა­ლუ­რად, კა­რა­ქის და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, რო­მელ­თა­გან 3 ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტი­პია: მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, ტკბი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი და გლე­ხუ­რი კა­რა­ქი.

გლე­ხუ­რი კა­რა­ქის ცხი­მი­ა­ნო­ბა უფრო და­ბა­ლია, ტე­ნი­ა­ნო­ბა კი მა­ღა­ლი. ის შე­ი­ცავს 25% წყალს და რძის ცხიმს არა უმე­ტეს 71%-72,5%-ისა. მზად­დე­ბა ასე­ვე პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ნა­ღე­ბის­გან. ბა­ზარ­ზე ამ ტი­პის კა­რაქს დიდი წილი უკა­ვია, რად­გან მჟა­ვე ნა­ღე­ბი­სა და ტბი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი ფასი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. თუმ­ცა ასე­ვე და­ბა­ლია კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც. ამ ტი­პის კა­რა­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც წა­სას­მე­ლად, ისე კუ­ლი­ნა­რი­ა­ში, თუმ­ცა გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

ტკბი­ლი ნა­ღე­ბის კა­რაქს ახა­სი­ა­თებს კარ­გად გა­მო­ხა­ტუ­ლი გემო და სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბა ახა­ლი ნა­ღე­ბის პას­ტე­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გად. შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­რი­ლი­ა­ნი და უმა­რი­ლო. მისი ცხი­მი­ა­ნო­ბა მერ­ყე­ობს 81,5%-82,5%, წყლის შემ­ცვე­ლო­ბა არა უმე­ტეს 16%-ისაა.

რაც შე­ე­ხე­ბა მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რაქს,მას აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი გემო და სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც მი­ი­ღე­ბა კა­რა­ქის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ახა­ლი პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ნა­ღე­ბის რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ე­ბის წმინ­და კულ­ტუ­რე­ბით შე­დე­დე­ბი­სას. შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­რი­ლი­ა­ნი და უმა­რი­ლო. მისი, წყლის შემ­ცვე­ლო­ბა არა უმე­ტეს 16%-ია. მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სარ­გებ­ლოა უფ­რო­სე­ბის და ბავ­შვთა კვე­ბა­ში. ტკბი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი უფრო ტრა­დი­ცი­ულ სა­ხე­ო­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, მისი წარ­მო­ე­ბა უფრო მარ­ტი­ვია. მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი კი, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი რძემ­ჟა­ვა ფერ­მენ­ტე­ბის გამო, დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რძემ­ჟა­ვა ფერ­მენ­ტე­ბი კუჭ–ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა­ში ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ და იქ ჯან­მრთე­ლი გა­რე­მოს შექ­მნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი ბევ­რად უფრო გემ­რი­ე­ლია, ვიდ­რე ტკბი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი. მისი ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი დახ­ვე­წი­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ის ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლია კა­რა­ქია, რო­გორც პურ­ზე წა­სას­მე­ლად, ასე­ვე კერ­ძებ­ში.

მე­ო­რე მხრივ, მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი იდე­ა­ლუ­რია ცხო­ბა­ში, სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმ­ში, კერ­ძე­ბის და­ნა­მა­ტად. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ კა­რაქ­ში სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის შეწ­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა. მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რაქ­ში კი შე­გიძ­ლი­ათ თა­ვი­სუფ­ლად შეწ­ვათ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი, მათ შო­რის, ბოსტნე­უ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ არც კა­რა­ქი და არც ბოსტნე­უ­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს არ და­კარ­გავს.

მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ–ერთი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, და­ნი­უ­რი სა­მე­ფო კა­რა­ქი „ლურ­პა­კი“. 1 კი­ლოგ­რა­მი კა­რა­ქი, 25 ლიტ­რი ძრო­ხის რძის მომ­წი­ფე­ბით მი­ი­ღე­ბა. „ლურ­პა­კის“ კა­რა­ქი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პე­დი­ატ­რე­ბის მიერ ევ­რო­პის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც პურ­ზე წა­სას­მე­ლად, ასე­ვე ცხო­ბა­შიც. ამ ბრენ­დის მთა­ვა­რი სლო­გა­ნია ევ­რო­პა­ში : „სა­უ­კე­თე­სო კერ­ძი იმ­სა­ხუ­რებს ლურ­პაკს“.

„ლურ­პა­კის“ ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­საა. ამ ბრენ­დის კლა­სი­კუ­რი მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ხელ­მი­საწ­ვდო­მია ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე ნა­ღე­ბის კა­რა­ქიც. „ლურ­პა­კის“ ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქი ორ­გა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რაც გუ­ლის­ხმობს წარ­მო­ე­ბის სრულ ციკლს: ფერ­მე­რის მიერ ცხო­ვე­ლის გა­მოკ­ვე­ბით და­წყე­ბუ­ლი, შე­ფუთ­ვით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე კონ­სერ­ვან­ტე­ბი, და­ნა­მა­ტე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში 20%-ით ძვი­რია ჩვე­უ­ლებ­რივ პრო­დუქ­ტებ­ზე.

შე­არ­ჩი­ეთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კა­რა­ქი და არ შე­გე­შინ­დეთ მისი ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა. გახ­სოვ­დეთ, პრე­მი­უმ კლა­სის კა­რაქს გა­მოკ­ვე­თი­ლი ნა­ღე­ბის გემო, პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის არო­მა­ტი, ღია ფერი და კრე­მი­სებ­რი სტრუქ­ტუ­რა უნდა ჰქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irma
10

იქნებ ფასით დაგეწყოდ?????ხალხი სპრედსაც ვერ ყიდულობს არამც თუ...

ნუკრი
10

მარტოხელების, , ავადმყოფების და პენსიონერების გარდა საქართველოში არაა დიდი გასაჭირი, ნუ დაზაფრეთ ხალხი, მუშაობა ეზარებათ უმრავლესობას და უპოვრობა თავიანთ შტერობას დააბრალონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გაიგეთ რამდენი ტიპის კარაქი არსებობს, მათი გემოვნური თვისებები და კვებითი ღირებულება

გაიგეთ რამდენი ტიპის კარაქი არსებობს, მათი გემოვნური თვისებები და კვებითი ღირებულება

კარაქი სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. ის ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოველური ცხიმია, რადგან გამოირჩევა მაღალი კალორიულობით, დიდი ბიოლოგიური ღირებულებით და მაღალი შეთვისებადობით. თუმცა კარაქის მიღების დროს გარკვეული ზომიერების და რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. ნებისმიერი კარაქი არაა რეკომენდებული პურზე წასასმელად ან კულინარიაში გამოსაყენებლად. ყველამ იცის, რომ არსებობს კარაქი და სპრედი, თუმცა კარაქის სახეობებს შორის სხვაობის შესახებ ბევრმა არ იცის.

რეალურად, კარაქის დაახლოებით 10 სახეობა არსებობს, რომელთაგან 3 ყველაზე გავრცელებული ტიპია: მჟავე ნაღების კარაქი, ტკბილი ნაღების კარაქი და გლეხური კარაქი.

გლეხური კარაქის ცხიმიანობა უფრო დაბალია, ტენიანობა კი მაღალი. ის შეიცავს 25% წყალს და რძის ცხიმს არა უმეტეს 71%-72,5%-ისა. მზადდება ასევე პასტერიზებული ნაღებისგან. ბაზარზე ამ ტიპის კარაქს დიდი წილი უკავია, რადგან მჟავე ნაღებისა და ტბილი ნაღების კარაქებისგან განსხვავებით, მათი ფასი შედარებით დაბალია. თუმცა ასევე დაბალია კვებითი ღირებულებაც. ამ ტიპის კარაქის გამოყენება შესაძლებელია როგორც წასასმელად, ისე კულინარიაში, თუმცა გემოვნური თვისებები განსხვავებულია.

ტკბილი ნაღების კარაქს ახასიათებს კარგად გამოხატული გემო და სურნელი, რომელიც იქმნება ახალი ნაღების პასტერიზაციის შედეგად. შეიძლება იყოს მარილიანი და უმარილო. მისი ცხიმიანობა მერყეობს 81,5%-82,5%, წყლის შემცველობა არა უმეტეს 16%-ისაა.

რაც შეეხება მჟავე ნაღების კარაქს,მას აქვს განსაკუთრებულად კარგი გემო და სურნელი, რომელიც მიიღება კარაქის დასამზადებლად გამოყენებული, ახალი პასტერიზებული ნაღების რძემჟავა ბაქტერიების წმინდა კულტურებით შედედებისას. შეიძლება იყოს მარილიანი და უმარილო. მისი, წყლის შემცველობა არა უმეტეს 16%-ია. მჟავე ნაღების კარაქი განსაკუთრებულად სასარგებლოა უფროსების და ბავშვთა კვებაში. ტკბილი ნაღების კარაქი უფრო ტრადიციულ სახეობადაა მიჩნეული, მისი წარმოება უფრო მარტივია. მჟავე ნაღების კარაქი კი, მის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ფერმენტების გამო, დიდი უპირატესობით გამოირჩევა. რძემჟავა ფერმენტები კუჭ–ნაწლავის სისტემაში ანტიბაქტერიულ ფუნქციას ასრულებენ და იქ ჯანმრთელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ასევე პასუხისმგებელი არიან იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

მჟავე ნაღების კარაქი ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე ტკბილი ნაღების კარაქი. მისი ორგანოლეპტიკური თვისებები დახვეწილი და გაუმჯობესებულია. სწორედ ამიტომ ის ყველასთვის საყვარელია კარაქია, როგორც პურზე წასასმელად, ასევე კერძებში.

მეორე მხრივ, მჟავე ნაღების კარაქი იდეალურია ცხობაში, საკონდიტრო ნაწარმში, კერძების დანამატად. ხშირად ამბობენ, რომ კარაქში სხვადასხვა პროდუქტის შეწვა რეკომენდებული არაა. მჟავე ნაღების კარაქში კი შეგიძლიათ თავისუფლად შეწვათ ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის, ბოსტნეული და დარწმუნებული იყავით, რომ არც კარაქი და არც ბოსტნეული სასარგებლო თვისებებს არ დაკარგავს.

მჟავე ნაღების კარაქი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი უმაღლესი ხარისხის, დანიური სამეფო კარაქი „ლურპაკი“. 1 კილოგრამი კარაქი, 25 ლიტრი ძროხის რძის მომწიფებით მიიღება. „ლურპაკის“ კარაქი რეკომენდებულია პედიატრების მიერ ევროპის არაერთ ქვეყანაში. გამოიყენება როგორც პურზე წასასმელად, ასევე ცხობაშიც. ამ ბრენდის მთავარი სლოგანია ევროპაში : „საუკეთესო კერძი იმსახურებს ლურპაკს“.

„ლურპაკის“ ნებისმიერი ნაწარმი უმაღლესი ხარისხისაა. ამ ბრენდის კლასიკური მჟავე ნაღების კარაქის პარალელურად კი, ხელმისაწვდომია ორგანული მჟავე ნაღების კარაქიც. „ლურპაკის“ ორგანული კარაქი ორგანული წარმოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც გულისხმობს წარმოების სრულ ციკლს: ფერმერის მიერ ცხოველის გამოკვებით დაწყებული, შეფუთვით დასრულებული. არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, დანამატები. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები მთელ მსოფლიოში 20%-ით ძვირია ჩვეულებრივ პროდუქტებზე.

შეარჩიეთ მაღალი ხარისხის კარაქი და არ შეგეშინდეთ მისი ყოველდღიურად სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება. გახსოვდეთ, პრემიუმ კლასის კარაქს გამოკვეთილი ნაღების გემო, პასტერიზებული რძის არომატი, ღია ფერი და კრემისებრი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს.