პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ოქტომბრიდან  მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სკოლებში სავალდებულო იქნება - არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებში პირბადის ტარება და რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი?
4 ოქტომბრიდან  მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სკოლებში სავალდებულო იქნება - არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებში პირბადის ტარება და რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი?

4 ოქ­ტომ­ბრი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში გა­ნახ­ლდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო დაბ­ჭომ მი­ი­ღო. გარ­და ამი­სა, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი აცხა­დებს, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის პირ­ბა­დის ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

სა­ზღვარ­გა­რეთ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე აქვთ გა­მოც­დი­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს პირ­ბა­დის ტა­რე­ბის. პა­რა­ლე­ლუ­რად კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცირ­კუ­ლი­რებს მო­საზ­რე­ბა, რომ პირ­ბა­დე მო­ზარ­დე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა. რო­გორც Associated Press-ი წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბის უსა­ფუძ­ვლო არ­გუ­მენ­ტებს შო­რი­საა ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბიც - პირ­ბა­დე იზი­დავს მიკ­რო­ბებს, ნახ­ში­რორ­ჟან­გი ორ­გა­ნიზ­მში აღ­წევს არა­ჯან­საღ დო­ნეს.

გა­მო­ცე­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მო­ზარ­დი პირ­ბა­დეს ხში­რად და დრო­უ­ლად შეც­ვლის, მის ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რე­ბა და ეს წესი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის, არა­მედ ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც.

შე­საძ­ლოა თუ არა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო იყოს? - AP წერს, რომ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არის - არა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი არა­ვი­თა­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

  • რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლო კავ­შირს, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­სა და ბავ­შვის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი და უმ­ჯო­ბე­სია, თუ პე­და­გოგ­თან და ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­წყდე­ბა ატა­რებს თუ არა მო­ზარ­დი პირ­ბა­დეს (შე­ნიშ­ვნა: ეს ეხე­ბა მხო­ლოდ 6-დან 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს).

AP-ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სკო­ლებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს მო­ზარ­დებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა.

"არი­ზო­ნას შტა­ტის იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის ორ­ჯერ უფრო მე­ტია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სხვა სკო­ლებ­თან შე­და­რე­ბით“, - ამ­ბობს AP-სთან სა­უბ­რი­სას ექი­მი რე­ბე­კა სი­უნ­შა­ი­ნი. ამას­თან, ამე­რი­კის ზო­გი­ერთ შტატ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბა, მით უფრო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან ერ­თად და­ცუ­ლია შემ­დე­გი წე­სე­ბი - ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია და ჰი­გი­ე­ნა.

  • ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ, ექიმ ჯო­შუა შაფ­ზი­ნის თქმით, უკვე არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ პირ­ბა­დე უსაფრ­თხო სკო­ლის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია.

ვნა­ხოთ, რა წე­რია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე ბავ­შვებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და ტა­რე­ბის წე­სებ­ზე:

ჯან­მოს-ს ცნო­ბით, 5 წლი­სა და 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს არ უნდა მო­ე­თხო­ვე­ბო­დეთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემ­ყა­რე­ბა ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სა­ერ­თო ინ­ტე­რესს და იმას, რომ ამ ასა­კის ბავ­შვს არ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს ის.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და "იუ­ნი­სე­ფი" გვირ­ჩე­ვენ, რომ 6-დან 11 წლამ­დე ბავ­შვებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ეფუძ­ნე­ბო­დეს შემ­დეგ ფაქ­ტო­რებს:

  1. არის თუ არა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი იმ არე­ალ­ში, სა­დაც ბავ­შვი ცხოვ­რობს.
  2. აქვს თუ არა ბავ­შვს უნა­რი სა­თა­ნა­დოდ და უსაფრ­თხოდ გა­მო­ი­ყე­ნოს პირ­ბა­დე.
  3. რამ­დე­ნად აქვს მო­ზარდს პირ­ბა­დის ხში­რად შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში (მაგ: სკო­ლებ­ში, ბავ­შვზე ზრუნ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში).
  4. არის თუ არა ზრდას­რულ­თა შე­სა­ბა­მი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ას­წავ­ლონ მო­ზარდს რო­დის გა­ი­კე­თოს პირ­ბა­დე, რო­გორ გა­ი­კე­თოს, რამ­დენ ხან­ში შეც­ვა­ლოს.
  5. ჯან­მო ასე­ვე გვირ­ჩევს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან შე­სა­ბა­მის კონ­სულ­ტა­ცი­ას, რათა დად­გინ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლო კავ­ში­რი და გავ­ლე­ნა პირ­ბა­დე­სა და ბავ­შვის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გა­ნაც ეს შე­იძ­ლე­ბა იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი.
  6. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - აქვს თუ არა ბავ­შვს რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა.

ჯან­მო და "იუ­ნი­სე­ფი" გვირ­ჩე­ვენ, რომ 12 წლი­სა და 12 წლის ზე­მოთ მო­ზარ­დებ­მა უნდა ატა­რონ პირ­ბა­დე ისე­ვე, რო­გორც ატა­რე­ბენ ზრდას­რუ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
2

ბავშვებს მაინც დაურიგეთ პირბადეები უფასოდ, ბევრი მშობელი "ბულკ"-ის ფულს ვერ ატანს და რამდენი პირბადე სჭირდება ბავშვს მისი სწორად ხმარების შემთხვევაში?!....

მზია
4

ბავშვებს სკოლაში ჰქონდეთ იმის საშუალება უფასოდ მიიღონ პირბადეები დღეში მინიმუმ 2 ცალი მაინც, რა იქნება რომ გაითვალისწინოს განათლების სამინისტრომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

4 ოქტომბრიდან  მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სკოლებში სავალდებულო იქნება - არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებში პირბადის ტარება და რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი?

4 ოქტომბრიდან  მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სკოლებში სავალდებულო იქნება - არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებში პირბადის ტარება და რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი?

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო დაბჭომ მიიღო. გარდა ამისა, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

საზღვარგარეთ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აქვთ გამოცდილება მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დროს პირბადის ტარების. პარალელურად კი სოციალურ ქსელებში ცირკულირებს მოსაზრება, რომ პირბადე მოზარდების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. როგორც Associated Press-ი წერს, აღნიშნული მოსაზრების უსაფუძვლო არგუმენტებს შორისაა ასეთი არგუმენტებიც - პირბადე იზიდავს მიკრობებს, ნახშირორჟანგი ორგანიზმში აღწევს არაჯანსაღ დონეს.

გამოცემა სპეციალისტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ მოზარდი პირბადეს ხშირად და დროულად შეცვლის, მის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება და ეს წესი გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც.

შესაძლოა თუ არა, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს? - AP წერს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არის - არა, ვინაიდან აღნიშნულის დამამტკიცებელი არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

  • რაც შეეხება შესაძლო კავშირს, პირბადის ტარებასა და ბავშვის ფსიქოსოციალურ განვითარებას შორის, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და უმჯობესია, თუ პედაგოგთან და ექიმთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდება ატარებს თუ არა მოზარდი პირბადეს (შენიშვნა: ეს ეხება მხოლოდ 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს).

AP-ის ცნობით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ სკოლებში პირბადის ტარებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მოზარდებში კორონავირუსის გადადება და გავრცელება.

"არიზონას შტატის იმ სკოლებში, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო არ არის ორჯერ უფრო მეტია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სხვა სკოლებთან შედარებით“, - ამბობს AP-სთან საუბრისას ექიმი რებეკა სიუნშაინი. ამასთან, ამერიკის ზოგიერთ შტატში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ პირბადის ტარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს კორონავირუსის გადადება, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარებასთან ერთად დაცულია შემდეგი წესები - ფიზიკური დისტანცია და ჰიგიენა.

  • ინფექციონისტ, ექიმ ჯოშუა შაფზინის თქმით, უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ პირბადე უსაფრთხო სკოლის მთავარი კომპონენტია.

ვნახოთ, რა წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ბავშვებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, მის უსაფრთხოებაზე და ტარების წესებზე:

ჯანმოს-ს ცნობით, 5 წლისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ პირბადის ტარება. აღნიშნული ემყარება ბავშვის უსაფრთხოებასა და საერთო ინტერესს და იმას, რომ ამ ასაკის ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად გამოიყენოს ის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და "იუნისეფი" გვირჩევენ, რომ 6-დან 11 წლამდე ბავშვებში გადაწყვეტილება პირბადის გამოყენების შესახებ ეფუძნებოდეს შემდეგ ფაქტორებს:

  1. არის თუ არა ფართოდ გავრცელებული კორონავირუსი იმ არეალში, სადაც ბავშვი ცხოვრობს.
  2. აქვს თუ არა ბავშვს უნარი სათანადოდ და უსაფრთხოდ გამოიყენოს პირბადე.
  3. რამდენად აქვს მოზარდს პირბადის ხშირად შეცვლის შესაძლებლობა გარკვეულ პირობებში (მაგ: სკოლებში, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში).
  4. არის თუ არა ზრდასრულთა შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ - რაც გულისხმობს, რომ ასწავლონ მოზარდს როდის გაიკეთოს პირბადე, როგორ გაიკეთოს, რამდენ ხანში შეცვალოს.
  5. ჯანმო ასევე გვირჩევს სამედიცინო დაწესებულებებთან შესაბამის კონსულტაციას, რათა დადგინდეს პოტენციური შესაძლო კავშირი და გავლენა პირბადესა და ბავშვის ფსიქოსოციალურ განვითარებაზე, რადგანაც ეს შეიძლება იყო ინდივიდუალური საკითხი.
  6. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა - აქვს თუ არა ბავშვს რაიმე ქრონიკული დაავადება.

ჯანმო და "იუნისეფი" გვირჩევენ, რომ 12 წლისა და 12 წლის ზემოთ მოზარდებმა უნდა ატარონ პირბადე ისევე, როგორც ატარებენ ზრდასრულები.