მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება
თბილისს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

დე­და­ქა­ლაქ­ში ISUZU-ს მარ­კის 8-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის და Ford-ის მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი შე­მო­ვი­და, რო­მე­ლიც დღეს, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას წა­რუდ­გი­ნა.

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შეს­ყი­დუ­ლია 180 ერ­თე­უ­ლი 8-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი და 300 ერ­თე­უ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას აღ­ნიშ­ნა, ავ­ტო­ბუ­სე­ბი დი­ზე­ლის ძრავ­ზე მო­მუ­შა­ვე e uro 6 ემი­სი­ის სტან­დარ­ტი­საა. გათ­ვლი­ლია 53 მგზავრზე, აქე­დან 21 და­საჯ­დო­მი ად­გი­ლია.

„შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კი სრუ­ლად არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი. ასე­ვე და­მა­ტე­ბით 300 მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ვის­ყი­დით. მო­მა­ვალ წელს ვა­პი­რებთ შე­ვი­ძი­ნოთ 200 ერ­თე­უ­ლი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე იმოძ­რა­ვე­ბენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვი­წყეთ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა. ისი­ნი იმოძ­რა­ვე­ბენ იმ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც ავ­ტო­ბუ­სე­ბი ვერ მოძ­რა­ო­ბენ.

600 ერ­თე­უ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი იმოძ­რა­ვებს დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით. ჩვე­ნი ამ პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გავ­ხა­დოთ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ასე­ვე ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გა­დახ­დის სის­ტე­მა, რაც სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სო გა­დაჯ­დო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც მეტ­რო­ში და ავ­ტო­ბუს­ში, ასე­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­შიც. ვგეგ­მავთ სა­ა­ბო­ნე­მენ­ტო სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა­საც“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბუ­სი სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პირ­თათ­ვის: სა­ლონ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე და გა­აჩ­ნია გად­მო­საშ­ლე­ლი პან­დუ­სი ავ­ტო­ბუს­ში ეტ­ლით ას­ვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ავ­ტო­ბუს­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია რო­გორც wifi მო­დე­მი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მთლი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სის wifi-ს სიგ­ნა­ლით და­ფარ­ვას, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გათ­ბო­ბის, კონ­დი­ცი­რე­ბის და ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მე­ბი, გა­აჩ­ნია ან­ტი­ვან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სის­ტე­მე­ბი და usb-დამ­ტე­ნე­ბი.

ავ­ტო­ბუ­სე­ბის პრო­ექ­ტის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 21 289 768 ევრო.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ცნო­ბით, 23 სექ­ტემ­ბრი­დან ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დით ჩა­ნაც­ვლდე­ბა №67 და №101 ხა­ზის ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ხოლო №7, №42 და №60 ხაზ­ზე გა­იზ­რდე­ბა მათი რა­ო­დე­ნო­ბა და შემ­ცირ­დე­ბა მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი 15 წუ­თამ­დე.

"ავ­ტო­ბუ­სე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­მო­ვა და სხვა­დას­ხვა მარ­შრუტ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა. 2022 წელს კი თბი­ლი­სის მე­რი­ას და­გეგ­მი­ლი აქვს და­მა­ტე­ბით 200 ერ­თე­უ­ლი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სის შე­მოყ­ვა­ნა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნე­ბის ამოქ­მე­დე­ბას",- აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

თბილისს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

თბილისს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

დედაქალაქში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, რომელიც დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.

როგორც დედაქალაქის მერმა პრეზენტაციისას აღნიშნა, ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე e uro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია.

„შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის ჩანაცვლებული. ასევე დამატებით 300 მიკროავტობუსს შევისყიდით. მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებენ.

პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ისინი იმოძრავებენ იმ ქუჩებზე, სადაც ავტობუსები ვერ მოძრაობენ.

600 ერთეული მიკროავტობუსი იმოძრავებს დღეის მდგომარეობით. ჩვენი ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი. ასევე ჩვენ შემოვიღეთ ინტეგრირებული გადახდის სისტემა, რაც საათნახევრის განმავლობაში უფასო გადაჯდომას ითვალისწინებს როგორც მეტროში და ავტობუსში, ასევე მიკროავტობუსშიც. ვგეგმავთ სააბონემენტო სისტემის შემოღებასაც“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო.

თბილისის მერიის ცნობით, 23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და შემცირდება მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე.

"ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად შემოვა და სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. 2022 წელს კი თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს დამატებით 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა, რაც უზრუნველყოფს ახალი სატრანსპორტო სქემით გათვალისწინებული სატრანზიტო დერეფნების ამოქმედებას",- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.