Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია სრულიად უსასყიდლოდ ეთმობა ვაქცინაციის კამპანიას - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ალმა"
50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია სრულიად უსასყიდლოდ ეთმობა ვაქცინაციის კამპანიას - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ალმა"

კომ­პა­ნია „ალმა“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

რო­გორც კომ­პა­ნია გან­მარ­ტავს, მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლის თვე­ში, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია „ალ­მამ“, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხარ­და­სა­ჭე­რად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უსას­ყიდ­ლოდ გა­მო­ყო 40 გარე სა­რეკ­ლა­მო მო­ნი­ტო­რი და 14 სა­რეკ­ლა­მო ბილ­ბორ­დი, რი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყო ხელი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­წო­დე­ბის კამ­პა­ნი­ის ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მიმ­დი­ნა­რე წლის 14 აპ­რი­ლი­დან და სა­წყის ეტაპ­ზე და­გეგ­მი­ლი იყო 3 თვის ვა­დით. „ალ­მამ“ პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი და­ნა­პი­რე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე სრუ­ლად იქნა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლე­ბი და სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი.

ამას გარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 3 თვის გას­ვლის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს ჩვენ­თან არ და­უმ­ყა­რე­ბია არა­ნა­ი­რი სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია და ჩვენ­თვის არ უთხოვ­ნი­ათ კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბა, „ალ­მამ“ ისევ უსას­ყიდ­ლოდ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით გან­თავ­სე­ბულ გარე სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­სა და სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებს მო­ნი­ტო­რებ­ზე.

და­მა­ტე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მას შემ­დეგ რაც, რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ, მოხ­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ვი­ზუ­ა­ლის სულ 3 (სამი) ლო­კა­ცი­ა­ზე სხვა ში­ნა­არ­სის იმი­ჯე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა, კომ­პა­ნია „ალ­მამ“, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით­ვე, უზ­რუნ­ველ­ყო: პირ­ვე­ლი, მათ სა­ნაც­ვლოდ სხვა ბილ­ბორ­დე­ბის კვლავ უსას­ყიდ­ლოდ გა­მო­ყო­ფა და მე­ო­რე, სა­რეკ­ლა­მო მო­ნი­ტო­რებ­ზე/ეკ­რა­ნებ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ვი­დეო რგო­ლის ხან­გრძლი­ვო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაზ­რდა.

შე­დე­გად, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქვე­ყა­ნა­ში „ალ­მას“ 50-ზე მეტი სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცია და მო­ნი­ტო­რი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ კვლავ ეთ­მო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­წო­დე­ბის კამ­პა­ნი­ას.

აქვე ელე­მენ­ტა­რუ­ლი ობი­ექ­ტუ­რო­ბის დაც­ვის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­ჯა­რო­ში სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 2021 წლის 14 აპ­რი­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო „ალ­მა­სა“ და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს შო­რის, ეხე­ბო­და მხო­ლოდ ბა­ნე­რე­ბის (სა­რეკ­ლა­მო ვი­ზუ­ა­ლის) და­ბეჭდ­ვას და მათ ბილ­ბორ­დებ­ზე გაკ­ვრას (სა­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას) და არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის სა­ფა­სურს (იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რო­გორც ზე­მო­თაც ით­ქვა, სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი კომ­პა­ნია „ალ­მამ“ გა­მო­ყო სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ, ყო­ველ­გვა­რი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­რე­შე და ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის და­ბეჭ­ვდა­სა და მათ ტექ­ნი­კუ­რად გაკ­ვრა­ში).

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ 2021 წლის 14 აპ­რი­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა „ალ­მას“ მიერ ჯერ კი­დევ 2021 წლის 20 აპ­რი­ლის­თვის სრუ­ლად იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რა­საც ადას­ტუ­რებს კი­დეც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრსა და „ალ­მას“ შო­რის ა/წ 20 აპ­რილს გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი, რა­საც წი­ნამ­დე­ბა­რე გან­ცხა­დე­ბას თან ვურ­თავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 18.2 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დას, იგი ეხე­ბო­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის უფ­ლე­ბას დად­გე­ნი­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში (ანუ ამა წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე) მო­ე­თხო­ვა სა­რეკ­ლა­მო ვი­ზუ­ა­ლის და­ბეჭდ­ვა და მისი გაკ­ვრა სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე/სა­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, და რო­გორც ზე­მო­თაც ით­ქვა, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მიერ და­უ­ყო­ნებ­ლივ, ჯერ კი­დევ 2021 წლის 20 აპ­რი­ლის­თვის იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როა, რომ „ალ­მას“ მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბის ნაც­ვლად კომ­პა­ნი­ა­ზე უსა­ფუძ­ვლო თავ­დას­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ ჩვენ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემთ ბ-ნ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს, თუმ­ცა ვფიქ­რობთ, რომ არ არის სწო­რი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად მო­ექ­ცე ვინ­მეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, უფრო მეტი დრო­ის დათ­მო­ბი­სა და საქ­მის დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მათ მიერ ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა არ მოხ­დე­ბო­და.

ასე­ვე, გვინ­და ვთხო­ვოთ და მო­ვუ­წო­დოთ ყვე­ლა მხა­რეს, თავი შე­ი­კა­ვოთ ბიზ­ნეს­ზე უსა­ფუძ­ვლო, არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი შე­ტე­ვე­ბი­სა და თავ­დას­ხმე­ბის­გან, რა­მე­თუ ჩვენს ქვე­ყა­ნას აა­შე­ნებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა და ძლი­ერ ეკო­ნო­მი­კას კი ქმნის კერ­ძო ბიზ­ნე­სი. ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­რან­ტი, სი­ღა­რი­ბი­სა და გა­ჭირ­ვე­ბის დაძ­ლე­ვის ერ­თა­დერ­თი, უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა და ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე ფიქ­რი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნდა იყოს.

და ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ ჩვენ სრუ­ლი­ად ვე­მიჯ­ნე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით გა­მო­ხა­ტულ ქმე­დე­ბას თუ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც იწ­ვევს სი­ძულ­ვილს, აგ­რე­სი­ას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­დგომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია იმ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის ში­ნა­არ­სი და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ობი­ექ­ტუ­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

უნამუსოდ მთავრობამაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც ხელი ალმასკენ გაიშვირეს და კონტრაქტის დარღვევაშიც კი დაადანაშაულეს. სინამდვილეში უსასყიდლოდ არის გაკრული ამდენი თვე 50 ბანერები. მადლობის მაგიერია. სირცხვილია ხელის შეწმენდა სხვაზე!

Simartle
0

ვემიჯნებით აგრესიას, სახელმწიფო ძულვილს, უფასოდ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ რა ვქნათ? ბიძინამ და კახიმ დაგვავალეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია სრულიად უსასყიდლოდ ეთმობა ვაქცინაციის კამპანიას - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ალმა"

50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია სრულიად უსასყიდლოდ ეთმობა ვაქცინაციის კამპანიას - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ალმა"

კომპანია „ალმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

როგორც კომპანია განმარტავს, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმამ“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.

„აღნიშნული მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით. „ალმამ“ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად იქნა შენარჩუნებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმამ“ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ რაც, რამოდენიმე დღის წინ, მოხდა ვაქცინაციის მოწოდების ვიზუალის სულ 3 (სამი) ლოკაციაზე სხვა შინაარსის იმიჯებით ჩანაცვლება, კომპანია „ალმამ“, საკუთარი ინიციატივითვე, უზრუნველყო: პირველი, მათ სანაცვლოდ სხვა ბილბორდების კვლავ უსასყიდლოდ გამოყოფა და მეორე, სარეკლამო მონიტორებზე/ეკრანებზე ვაქცინაციის მოწოდების ვიდეო რგოლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში „ალმას“ 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი სრულიად უსასყიდლოდ კვლავ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას.

აქვე ელემენტარული ობიექტურობის დაცვის მიზნით განვმარტავთ, რომ საჯაროში სივრცეში გავრცელებული 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო „ალმასა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის, ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს (იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთაც ითქვა, სარეკლამო კონსტრუქციები კომპანია „ალმამ“ გამოყო სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე და ანაზღაურება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბანერების დაბეჭვდასა და მათ ტექნიკურად გაკვრაში).

აქვე განვმარტავთ, რომ 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება „ალმას“ მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის სრულად იქნა შესრულებული, რასაც ადასტურებს კიდეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და „ალმას“ შორის ა/წ 20 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც წინამდებარე განცხადებას თან ვურთავთ.

რაც შეეხება ხელშეკრულების 18.2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, იგი ეხებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფლებას დადგენილი ვადის განმავლობაში (ანუ ამა წლის 31 დეკემბრამდე) მოეთხოვა სარეკლამო ვიზუალის დაბეჭდვა და მისი გაკვრა სარეკლამო კონსტრუქციებზე/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, და როგორც ზემოთაც ითქვა, ეს ვალდებულება ჩვენი კომპანიის მიერ დაუყონებლივ, ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის იქნა შესრულებული.

სამწუხაროა, რომ „ალმას“ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა.

აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში მათ მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა.

ასევე, გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოთ ბიზნესზე უსაფუძვლო, არაობიექტური შეტევებისა და თავდასხმებისგან, რამეთუ ჩვენს ქვეყანას ააშენებს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერ ეკონომიკას კი ქმნის კერძო ბიზნესი. ძლიერი ეკონომიკა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი, სიღარიბისა და გაჭირვების დაძლევის ერთადერთი, უალტერნატივო გზა და ამ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება უნდა იყოს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ სარეკლამო ბანერების შინაარსი და ვიზუალიზაცია, რამაც საზოგადოების ნაწილის ობიექტური გაღიზიანება გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.