მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს
ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

ვოლ­ვო ქარ­სი აცხა­დებს, რომ ელექტრო­მო­ბი­ლებ­ში, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში გა­მო­უშ­ვებს, ტყავს არ გა­მო­ი­ყე­ნებს და მას ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლით ჩა­ა­ნაც­ვლებს.

ამ მე­თო­დით მზად­დე­ბა სა­ლო­ნე­ბი ვოლ­ვოს C40 და შემ­დე­გი თა­ო­ბის XC90 მო­დე­ლე­ბის­თვის.

სა­მო­მავ­ლოდ კი ამ სიას 60-სე­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და XC40 Recharge და­ე­მა­ტე­ბა. კომ­პა­ნია აცხა­დებს, რომ ვოლ­ვოს მიერ შექ­მნი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი და გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ახა­ლი მა­სა­ლე­ბი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რის ახალ სტან­დარტს და­ნერ­გავს.

ვოლ­ვო ქარ­სი ტყა­ვის მა­სა­ლის მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში ლი­დე­რია. კომ­პა­ნია არ ღა­ლა­ტობს აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და მუ­შა­ობს პრინ­ცი­პით - „ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შე“.

გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა მსოფ­ლიო ტრენ­დად იქცა. სულ უფრო იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტზე, იც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გა­რე­სამ­ყა­როს მი­მართ. ვოლ­ვო­სა და მო­მავ­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ერ­თობ­ლივ ახალ ან­გა­რიშ­ში ვკი­თხუ­ლობთ, - მო­დის მიმ­დევ­რე­ბი ეძე­ბენ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლით დამ­ზა­დე­ბულ ტან­საც­მელს, დი­ზა­ი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს სურთ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სათ­ვის, - შე­დე­გად დას­კვნა ასე­თია: ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ნედ­ლე­უ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი ბამ­ბა, თეთ­რე­უ­ლი და აბ­რე­შუ­მი, ყა­ლიბ­დე­ბა, რო­გორც მო­მავ­ლის, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი.

ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბის ჯაჭ­ვი, - დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ყვე­ლა ინ­დუსტრი­ა­ში მო­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტე­რი­ე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­მუ­შაო მა­სა­ლას ცვლი­ან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში ვოლ­ვო ქარ­სი ლი­დე­რია. კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ეძებს და აუმ­ჯო­ბე­სებს მა­სა­ლას ახა­ლი ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ასორ­ტი­მენ­ტის­თვის. კომ­პა­ნია მო­დი­სა და დი­ზა­ი­ნის სამ­ყა­როს აჩ­ვე­ნებს, რომ ბუ­ნებ­რი­ვი არ ნიშ­ნავს კომ­პრო­მისს, ხა­რის­ხის ან კომ­ფორ­ტის ხარ­ჯზე.

ვოლ­ვოს აქვს ამ­ბი­ცია და მზად არის გა­ა­მარ­თლოს ახა­ლი მო­ლო­დი­ნი პრე­მი­უმ სექ­ტორ­ში, - მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ეკო­მე­გობ­რუ­ლი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

ვოლვო ქარსი აცხადებს, რომ ელექტრომობილებში, რომელსაც მომავალში გამოუშვებს, ტყავს არ გამოიყენებს და მას ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლებს.

ამ მეთოდით მზადდება სალონები ვოლვოს C40 და შემდეგი თაობის XC90 მოდელებისთვის.

სამომავლოდ კი ამ სიას 60-სერიის ავტომობილები და XC40 Recharge დაემატება. კომპანია აცხადებს, რომ ვოლვოს მიერ შექმნილი, ბუნებრივი და გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადებული, ახალი მასალები, მაღალი ხარისხისა და ლამაზი ინტერიერის ახალ სტანდარტს დანერგავს.

ვოლვო ქარსი ტყავის მასალის მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების მოძიებაში ლიდერია. კომპანია არ ღალატობს აღებულ ვალდებულებებს და მუშაობს პრინციპით - „ცხოველებისთვის ზიანის მიყენების გარეშე“.

გარემოზე ზრუნვა მსოფლიო ტრენდად იქცა. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, იცვლება დამოკიდებულებაც გარესამყაროს მიმართ. ვოლვოსა და მომავლის ლაბორატორიის ერთობლივ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, - მოდის მიმდევრები ეძებენ ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებულ ტანსაცმელს, დიზაინის მოყვარულებს სურთ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა თავიანთი საცხოვრებელი სახლისათვის, - შედეგად დასკვნა ასეთია: ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული ბამბა, თეთრეული და აბრეშუმი, ყალიბდება, როგორც მომავლის, პრემიუმ ხარისხის მასალები.

ეს არის ცვლილებების ჯაჭვი, - დიზაინერები ყველა ინდუსტრიაში მოდიდან დაწყებული, ავტომობილის ინტერიერით დამთავრებული, სამუშაო მასალას ცვლიან. ამ მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში ვოლვო ქარსი ლიდერია. კომპანია მუდმივად ეძებს და აუმჯობესებს მასალას ახალი ელექტრო ავტომობილების ასორტიმენტისთვის. კომპანია მოდისა და დიზაინის სამყაროს აჩვენებს, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს კომპრომისს, ხარისხის ან კომფორტის ხარჯზე.

ვოლვოს აქვს ამბიცია და მზად არის გაამართლოს ახალი მოლოდინი პრემიუმ სექტორში, - მაღალი ხარისხი ეკომეგობრული მასალის გამოყენებით.

NS

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"