პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა? - რას შეეწირა 22 წლის ბიჭი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა? - რას შეეწირა 22 წლის ბიჭი

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "კუ­რი­ე­რი" ახალ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლებ­ში ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ დევს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი სა­ვა­რა­უ­დო დამ­კვე­თის ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად მო­ნათ­ვლის სურ­ვი­ლი გახ­და. ვერ­სია მოს­კოვ­ში მოკ­ლუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, "დათო თბი­ლის­კის" მემ­კვიდ­რეს უკავ­შირ­დე­ბა. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2001 წელს მოკ­ლუ­ლი და­ვით კა­კუ­ლი­ას ერთ-ერთ შვი­ლი მა­მის მსგავ­სად ქურ­დო­ბას აპი­რებს.

"სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მარ­თულ ე.წ. სხოდ­კა­ზე მას კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი წო­დე­ბის მი­ღე­ბას დაჰ­პირ­დნენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბით. უმ­ცროს­მა კა­კუ­ლი­ამ ჩათ­ვა­ლა, რომ სტა­ტუსს მი­ი­ღებ­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შურს იძი­ებ­და 20 წლის წინ, მა­მის აფეთ­ქე­ბა­ზე, რა­შიც მის ნათ­ლი­ას, ასე­ვე კა­ნო­ნი­ერ ქურდ, გია კვა­რა­ცხე­ლი­ას მეტ­სა­ხე­ლად "ლაფ­შას" ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს გახ­და 5 დღის წინ ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვი", - აცხა­დებს "რუს­თა­ვი 2".

ტე­ლე­არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავს მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი დალი ბარ­ბა­ქა­ძეც.

ასევე დაგაინტერესებთ
22:06 / 16-09-2021

ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ, დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

12:06 / 17-09-2021

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? - ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

17:23 / 18-09-2021

კვარაცხელიას მკვლელობაში ერთი-ერთი ბრალდებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის შვილია - ვინ არიან ეჭვმიტანილები?

19:51 / 21-09-2021

"30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო... ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

გა­ნი­ხი­ლე­ბა კი­დევ ერთი ვერ­სია. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი სის­რუ­ლე­ში უმ­ცროს კა­კუ­ლი­ას პი­რა­დად უნდა მო­ეყ­ვა­ნა, თუმ­ცა მან სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო და სწო­რედ ამის შემ­დეგ, საქ­მე­ში თბი­ლის­ში მყო­ფი ნაც­ნო­ბე­ბი - აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვე­ლა­ძე ჩარ­თო.

სა­ვა­რა­უ­დო შუ­რის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ დათო კა­კუ­ლი­ას, იგი­ვე "თბი­ლის­კის" ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ სა­უბ­რო­ბენ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა გუ­შინ და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ და­ვით კურ­ტა­ნი­ძემ მი­ი­ღო. შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 15 ნო­ემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა.

ცნო­ბის­თვის, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

AMBEBI.GE უკვე წერ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მთა­ვარ მო­ტი­ვად, 20 წლის წი­ნან­დე­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის შუ­რის­ძი­ე­ბას გა­ნი­ხი­ლავს. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

სამუდამო პატომრობა მკვლელებს

ბესო
13

რა სისულეებს წერთ ცოტა მაინც რო ერკვეოდეთ ქურდათ მონათვლის პროცედურაში თვითონ მოკვდებოდით სიცილით რით არ მოგწყინდა ზღაპრების წერა არაფერი საერთო არ ექნება ამ მკვლელობას კაკულიას შვილებთან თორე აა გაირკვევა სინამდვილეში რა მოხდა

ავტორი:

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა? - რას შეეწირა 22 წლის ბიჭი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა? - რას შეეწირა 22 წლის ბიჭი

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "კურიერი" ახალ დეტალებს ავრცელებს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქმის მასალებში ჯერ ოფიციალურად არ დევს, თუმცა გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა. ვერსია მოსკოვში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, "დათო თბილისკის" მემკვიდრეს უკავშირდება. "კურიერის" ინფორმაციით, 2001 წელს მოკლული დავით კაკულიას ერთ-ერთ შვილი მამის მსგავსად ქურდობას აპირებს.

"საზღვარგარეთ გამართულ ე.წ. სხოდკაზე მას კრიმინალური ავტორიტეტები წოდების მიღებას დაჰპირდნენ, თუმცა გარკვეული პირობით. უმცროსმა კაკულიამ ჩათვალა, რომ სტატუსს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ შურს იძიებდა 20 წლის წინ, მამის აფეთქებაზე, რაშიც მის ნათლიას, ასევე კანონიერ ქურდ, გია კვარაცხელიას მეტსახელად "ლაფშას" ადანაშაულებდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა 5 დღის წინ ანჯაფარიძის ქუჩაზე კრიმინალური შურისძიების მოტივი", - აცხადებს "რუსთავი 2".

ტელეარხის ინფორმაციით, ამ ვერსიას არ გამორიცხავს მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლების ადვოკატი დალი ბარბაქაძეც.

განიხილება კიდევ ერთი ვერსია. "კურიერის" ინფორმაციით, დანაშაული სისრულეში უმცროს კაკულიას პირადად უნდა მოეყვანა, თუმცა მან საზღვარზე შემოსვლა ვერ შეძლო და სწორედ ამის შემდეგ, საქმეში თბილისში მყოფი ნაცნობები - აკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე ჩართო.

სავარაუდო შურისძიების შესახებ დათო კაკულიას, იგივე "თბილისკის" ოჯახის წევრები ჯერჯერობით ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ დაუსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

AMBEBI.GE უკვე წერდა, რომ გამოძიება მკვლელობის მთავარ მოტივად, 20 წლის წინანდელი მკვლელობისთვის შურისძიებას განიხილავს. წაიკითხეთ ვრცლად

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"