რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.
სააგენტო RES-ის ინფორმაციით, „შეთანხმებას“ ხელი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და რუსეთის ე.წ. ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა დღეს მოაწერეს.
დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ „ერთი მხარის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა ისე, რომ უარი არ თქვან თავიანთ მოქალაქეობაზე“.
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების პროექტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში დაამტკიცა.