საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება" - ირაკლი კობახიძე
"საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება" - ირაკლი კობახიძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. ფა­რულ მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა აბ­სურ­დუ­ლია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­სულ­ში ხდე­ბო­და.

„ეს არის აბ­სურ­დუ­ლი მო­თხოვ­ნა, ჩვენ დღემ­დე ვერც ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია ვერ მო­ვის­მი­ნეთ, შე­უძ­ლი­ათ გა­აგ­რძე­ლონ ერ­თობ­ლი­ვად გვა­რა­მია-მე­ლა­ძემ, გა­ხა­რი­ამ, ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა, კი­დევ გა­მო­ყა­რონ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, თუ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს ვი­ხი­ლავთ არ ვიცი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მათ ვერ გა­მო­აგ­დეს. თუ ვინ­მეს უს­მენ­დნენ ისი­ნი წარ­სულ­ში, შე­უძ­ლი­ათ თა­ვის­თვის შე­ი­ნა­ხონ, მაგ­რამ რა­ტომ უს­მენ­დნენ, რის­თვის, რო­გორ, რა­ტომ ინა­ხავ­დნენ, ეს არის მათ­თვის და­სას­მე­ლი შე­კი­თხვაა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტებს არ უს­მე­ნენ.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტე­ბის არა­ნა­ი­რი მოს­მე­ნა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­მა­ვალ­ში რას გა­მო­აგ­დებს მე­ლა­ძე, გვა­რა­მია, გა­ხა­რია და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ვნა­ხოთ, და­ვაკ­ვირ­დეთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნას და თვალ­თვალს უკავ­შირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
1

რატომ მერე თქვე ბეიმურაზებო, რატომ?! ეს დიპლომატები ხომ აშკარად მტრულ საქციელში უკვე 100ჯერ არიან შემჩნეულები?! დღე და ღამ იმას ფიქრობენ თუ რა გვიხიმანდრონ, რა დაგვიშავონ?!

გავაანალიზოთ
0

დიპლომატები რომლებიც ცდილობენ კეთილ ძიძასავთ ჩაგვავლონ ხელი, და გვატარონ იმ გზით რომელიც ქვეყანამ აირჩია,მათ მიმართ რაც გაკეთდა ეს მოსმენაა თუ ჯაშუშობა?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება" - ირაკლი კობახიძე

"საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაყენების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა აბსურდულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკანონო მოსმენები საქართველოში წარსულში ხდებოდა.

„ეს არის აბსურდული მოთხოვნა, ჩვენ დღემდე ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ, შეუძლიათ გააგრძელონ ერთობლივად გვარამია-მელაძემ, გახარიამ, ხოჯევანიშვილმა, კიდევ გამოყარონ დამატებით ინფორმაციები, თუ რაიმე საინტერესოს ვიხილავთ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია მათ ვერ გამოაგდეს. თუ ვინმეს უსმენდნენ ისინი წარსულში, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, მაგრამ რატომ უსმენდნენ, რისთვის, როგორ, რატომ ინახავდნენ, ეს არის მათთვის დასასმელი შეკითხვაა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში დიპლომატებს არ უსმენენ.

„საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებს მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.