"გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, შოკში ჩამაგდო", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
ომბუდსმენის განცხადებით, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ნამდვილად არის ტოტალური მოსმენები.
"მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ იყო უსაფრთხო. ეს იქიდან გამომდინარეც, რომ მრავალი წელია ადამიანების უფლებათა დამცველები ვსაუბრობთ, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საკმარის დაცულობას და გარატნიას არ იძლევა იმისა, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდეს.
შესაბამისად, ძალიან მაღალი იყო ამის ალბათობა. თუმცა, გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად, რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე“, - აცხადებს ლომჯარია.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფი თემატურად მუშაობდა. ლომჯარიას ვარაუდით, "ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, არის რელიგიური თემატიკის და არსებობს დანარჩენი თემატიკებიც“.
ომბუდსმენის თქმით, ის გაეცნო მასალებს და დაინტერესდა რამდენად ტოვებდა რეალურ შთაბეჭდილებას. ლომჯარიას განცხადებით, მან ჩანაწერებში საკუთარი სახელი და გვარიც მოძებნა და ნამდვილად ჰქონდა ის კომუნიკაცია, რაც ჩანაწერებშია.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსმენების მიზანი არის, რომ ყველა პირის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია, რათა შემდეგ გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში.
"ალბათ, მიზანი არის ის, რომ ყველა პირის შესახებ, მათი ყველაზე სუსტი წერტილების თუ კავშირების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, თუ ოდესმე, რამეში გამოადგებათ, სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური მიზანია, გამოიყენებენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვაზე, "სახალხო დამცველს რისი თქმა შეუძლია, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა ქვეყანა მივიღეთ“, ომბუდსმენი პასუხობს: "საშინელ, საშინელ ქვეყანაში, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი“.
დღევანდელ აღვირახსნილ მსოფლიოში, სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია ინფორმაციის მოპოვება ყველაზე და ყველაფერზე ყველა არხით და საშუალებით, მაგალითად, ფეისბუქით, ტვიტერით, მობილურებით, მოსმენა და მალული ჩაწერები მხოლოდ ერთერთია მათ შორის. არავითარი საშინელი ქვეყანა არ არის, ჩვეულე სხვაზე დამოკიდებული და აყოლილი პსევდოსახელმწიფოა. ევროპაშიც იგივეა ზუსტად, ამას წინათ, გახსენებთ როგორი აურზაური ატყდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ, ამერიკის დაზვერვის სააგენტო უსმენს მერკელს, მაკრონს და დარწმუნებით შეიძლება, მთელ ევროკავშირს. მერე რა. რეალურად, ევროკავშირიც ისეთივე სატელიტურ მდგომარეობაშია, როგორც ჩვენ, ყველა აშშ-ის ქვეშ ვართ. მე მომხრე ვარ. რომ მისმინონ, კარგია, რომ ვიღაც გისმენს და იცის რითი სუნთქავ. სასიამოვნო ამაში არაფერია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ამ უმართავი ერის კონტროლი სწორად მიმაჩნია. სამწუხაროდ, ასეთ მეთოდებს ორი მხარე აქვს, შეიძლება ვინმეს სული წასძლიოს და პირადი ზრახვებისთვის გამოიყენოს, რასაც წინა ხელისუფლების დროსაც მოვესწარით და ეხლაც ვხედავთ.
დაატოვებინეთ სამსახური ლომჯარიას?