საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოტალურად ყველას უსმენენ... ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე" - მეუფე გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე
"ტოტალურად ყველას უსმენენ... ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე" - მეუფე გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლის შე­ფა­სე­ბით, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლია და ამან შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნებ­ში კი­დევ უფრო მეტი უნ­დობ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მიტ­რო­პო­ლი­ტის გან­მარ­ტე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ იმ ფაქტს, რომ „ტო­ტა­ლუ­რად ყვე­ლას უს­მე­ნენ“.

ამას­თან მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ თუ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი „სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე გა­და­ვი­ტა­ნეთ, ეს სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა“.

„მე გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში და­ვი­ბა­დე, ეს იყო ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა, იქ ვი­ცო­დით, რომ ის­მი­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­კვე­ულ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა მეტ­ნაკ­ლე­ბად ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გამ­ხდა­რი­ყო, ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი რამ დღე­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რომ ზო­გა­დად ტო­ტა­ლუ­რად ყვე­ლას უს­მე­ნენ. ყვე­ლა­ზე მძი­მე შე­ფა­სე­ბა არის ის, რომ უნ­დობ­ლო­ბა იბა­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტია. ეს არის და­ნა­შა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­შე, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში კი­დევ უფრო მეტი უნ­დობ­ლო­ბის გა­ჩე­ნა და მეტი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ამან კი რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს დიდი მკი­თხა­ო­ბა, არ სჭირ­დე­ბა. მე ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მონ­გრე­ვა ვინ­მე ჩვენ­გა­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­დეს, მაგ­რამ ვი­ცით, რომ არის ასე­თი ძა­ლე­ბი გა­რე­თაც და შიგ­ნი­თაც, უშუ­ა­ლოდ ვინ იყო ამით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ვინ მო­ი­მოქ­მე­და ეს ძა­ლი­ან დიდი ბო­რო­ტე­ბა, ეს ალ­ბათ შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა უნდა გა­არ­კვი­ონ.

ვი­სურ­ვებ­დი, რომ მსგავ­სი რამ არ ხდე­ბო­დეს. მე­ო­რე მო­მენ­ტია უკვე რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მოს­მე­ნას, მოს­მე­ნის მი­ზა­ნი არის თუ ვინ­მე და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას ჩა­დის, ამა­ზეც კი ჩვენ­თა­ნაც არ­სე­ბობს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რომ სა­ჭი­როა სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვა და თუ ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლო ჩვენს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს პო­ტენ­ცი­ურ დამ­ნა­შა­ვედ გა­ნი­ხი­ლავს ესე იგი კარ­გად ყო­ფი­ლა ჩვე­ნი საქ­მე. მე იმე­დი მაქვს, ეს ჩვენ­თვის სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა თუ, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე გა­და­ვი­ტა­ნეთ“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

ეს კაცი ბოლოს კენჭს იყრის ნაცების სახელით

მიკვირს
11

ახალგაზრდები როგორი ინერტულები არიან ამ ყველაფრის მიმართ. იცი უკანონოდ გისმენენ და ეგუები?! ანუ არა ხარ სუფთა. სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიტანო ამ ყველაფრიდან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ტოტალურად ყველას უსმენენ... ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე" - მეუფე გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე

"ტოტალურად ყველას უსმენენ... ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე" - მეუფე გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის შეფასებით, ფარული ჩანაწერების გაკეთება სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ამან შესაძლოა ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და დაპირისპირება გამოიწვიოს.

მიტროპოლიტის განმარტებით, ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ ფაქტს, რომ „ტოტალურად ყველას უსმენენ“.

ამასთან მიტროპოლიტი გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ თუ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ფაქტი „სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოქმედების გარეშე გადავიტანეთ, ეს სამომავლოდ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება“.

„მე გასულ საუკუნეში დავიბადე, ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, იქ ვიცოდით, რომ ისმინებოდა ყველაფერი და თავისთავად ცხადია ადამიანები გარკვეულ თემებზე, რომლებიც შესაძლოა მეტნაკლებად ვიღაცის ინტერესის საგანი გამხდარიყო, ჩურჩულებდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, მსგავსი რამ დღესაც შეინიშნება. ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საშინელებას, რომ ზოგადად ტოტალურად ყველას უსმენენ. ყველაზე მძიმე შეფასება არის ის, რომ უნდობლობა იბადება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან შეიძლება ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობის გაჩენა და მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს, ამან კი რა შეიძლება მოიტანოს დიდი მკითხაობა, არ სჭირდება. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამონგრევა ვინმე ჩვენგანის ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ ვიცით, რომ არის ასეთი ძალები გარეთაც და შიგნითაც, უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ეს ალბათ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.

ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. მეორე მომენტია უკვე რა მნიშვნელობა აქვს მოსმენას, მოსმენის მიზანი არის თუ ვინმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის, ამაზეც კი ჩვენთანაც არსებობს კანონმდებლობა, რომ საჭიროა სასამართლოს ნებართვა და თუ ჩვენი სასამართლო ჩვენს ყველა მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ განიხილავს ესე იგი კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მე იმედი მაქვს, ეს ჩვენთვის სამომავლოდ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოქმედების გარეშე გადავიტანეთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.