საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა - აცრების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში
სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა - აცრების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

19 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 1 646 441 აც­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სულ მცი­რე 1 დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 945 291 ადა­მი­ა­ნი - მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 33.1%.

სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 701 150 ადა­მი­ა­ნი - მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 24.6%.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 სექ­ტემ­ბერს აიც­რა 14 071 ადა­მი­ა­ნი.

ამას­თან, მსოფ­ლი­ოს 184 ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის 5.92 მი­ლი­არ­დი დოზა გა­მო­ი­ყე­ნეს, - შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცემს მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე Bloomberg-ის პლატ­ფორ­მა ავ­რცე­ლებს.

ამა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დღე­ში 33.6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის 38.6%-ის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბის­თვი­საა საკ­მა­რი­სი.

მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ჩი­ნეთ­შია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, სა­დაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 2.1 მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბა. ინ­დო­ეთ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 804 მი­ლი­ო­ნია. ევ­რო­კავ­შირ­ში ვაქ­ცი­ნე­ბის 554 მი­ლი­ონ­ზე მეტი დოზა გა­მო­ი­ყე­ნეს, აშშ-ში კი 384 მი­ლი­ო­ნი. Bloomberg-ის მი­ხედ­ვით, ვაქ­ცი­ნე­ბის 2 დო­ზით ევ­რო­კავ­შირ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 62.7% აიც­რა, აშშ-ში 54.5%, ჩი­ნეთ­ში კი - 72.3%.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სეი
3

კიდევ კარგი ეხსნება ასე კუს ნაბიჯებით მოსახლეობას გონება. ყოველი დღის გარდაცვლილთა სტატისტიკა იმათ კისერზეა, ვინც თავიანთ სიბეცეს და ამტივაქსერულ ისტერიას მედიასაშუალებებით თავზე ახვევდა უმეცარ და გაუნათლებელ ხალხს! ხატია სიჭინავა ნეტა შენ შვილებს რას ეტყვი მალე? არ შეგრცხვება ეს ერთუჯრედიანობა? მაგრამ სად გაქვს მაგის რეფლექსია.

რატომ ამცირებთ ???
1

რატომ ამცირებთ მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობას?ამასწინ მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობა,პროცენტიდან გამომდინარე 2 860 780 გამოდიოდა, ეხლა 2 850 203 გამოდის.სხვაობა აშკარაა.გამოაქვეყნეთ,რამდენია ბოლო ბოლო მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობა!!! ვეჭვობ რომ დიდი პროცენტის ჩვენების მიზნით ხდება მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.ამერიკის,ევროკავშირის,ჩინეთის მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობასაც ხომ ვერ გვეტყოდით.რა თქმა უნდა ვერ გვეტყვით,იმიტომ რომ საქართველოს გარდა "მოზრდილი მოსახლეობის" სტატისტიკის მიხედვით პროცენტებს არავინ აქვეყნებს.ანგარიში ხდება მხოლოდ მთლიანი მოსახლეობის პროცენტებით!!!!!!!!..................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა - აცრების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა - აცრების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 646 441 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.

სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%.

ამავე ინფორმაციით, 18 სექტემბერს აიცრა 14 071 ადამიანი.

ამასთან, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.92 მილიარდი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 33.6 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 38.6%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.1 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 804 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 554 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 384 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 62.7% აიცრა, აშშ-ში 54.5%, ჩინეთში კი - 72.3%.