"ცეტრ-პოინტის" დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა ციხეში გატარებულ პერიოდზე ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისაუბრა.
"ყველაზე მეტად მენატრებოდა ვახო... ვთვლი, რომ ვახოს სიკვდილი იყო ყველაზე დიდი პროტესტი, რომელიც გამოიხატა სიკვდილით და ეს მოჰყვა ჩვენს დაჭერას, ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი, რაც ვახოს მივაყენეთ...
პირველად ციხეში რომ გავიღვიძე, შეგუების მომენტი არ მქონია. რომ გავიღვიძე, იქედან დავიწყე კამერის მოწყობა, რომ შემეცვალა გადამეადგილებინა ავეჯი, ჩემი ცხოვრების წესი არის მუშაობა. 5 წელი დღე და ღამე ციხეში ვიმუშავე.
ძალიან მტკივა გული, რომ ხალხს გული ვატკინეთ. იმდენად განვიცდი ამ ყველაფერს... რასაკვირველია, ყოველდღე ამ ხალხზე ვფიქრობდი...
აგრესიულები იყვნენ იმიტომ, რომ ძირითადი ინსტიქტი მოვუსპეთ. ქონება დაკარგეს და ვერ მიიღეს დიდი ხანი. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს ქონებასთნ, ის ვერ გიტანს.
რუსო რომ შემოვიდა კამერაში, ტრაგიკული იყო... არავინ არ მითხრა, რომ რუსოს იჭერდნენ. გულიკო ჩაფიძესთან ვიყავი კლინიკაში. კორონაროგრაფია უნდა გამეკეთებინა, გამიკეთეს დიაზეპამი. მშვიდად ვიყავი და რომ ვიკითხე, - რატომ მიკეთებთ-მეთქი? დღეს რუსოს იჭერენო... მოვიხსენი ყველაფერი, წავედი რომ რუსოს დავხვედროდი. საღამოს, რომ რუსო შემოიყვანეს, კინაღამ მოვკვდი. მაინც ძალიან დიდი ბედნიერება იყო, რომ ერთად ვიყავით. გაუცოხებულები ვიყავით ერთმანეთთან, ეს გაუცხოვება გაქრა და გალღვა ციხეში.
ყველაზე მეტად გუკას ვდარდობდი. ოჯახი ძალიან დაზიანდა ჩვენი დაჭერით, მაგრამ გუკა დამხვდა ისე, როგორც ვოცნებობდი რომ დამხვედროდა.
ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. ისევ შეიკრა ოჯახი. დებმა ერთამანეთი ვიპოვეთ. ეს ხომ გარეთ არ მოხდებოდა", - ამბობს მაია რჩეულიშვილი.