მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა - რა განაცხადა დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ქადაგებისას
მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა - რა განაცხადა დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ქადაგებისას

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე სტე­ფა­ნე კა­ლა­ი­ჯიშ­ვილ­მა ამა­ვე ეპარ­ქი­ის 6 სა­სუ­ლი­ე­რო პირი განკვე­თა. ამის შე­სა­ხებ, მან მარ­ტვილ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მიტ­რო­პო­ლიტ­მა გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლეს, თუმ­ცა მე­უ­ფის თქმით, ისი­ნი ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმას გა­ნაგ­რძო­ბენ. ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, განკვე­თილ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ, რო­გორც სა­მო­ნაზ­ნო სა­მო­სის, ასე­ვე ატ­რი­ბუ­ტი­კის ტა­რე­ბა და ეკ­ლე­სი­ის ქო­ნე­ბის სარ­გებ­ლო­ბა.

"ბრძა­ნე­ბა ნო­მე­რი 11, 11 სექ­ტემ­ბე­რი 2021 წელი. სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნაღ­მდეგ მო­წყო­ბილ ამ­ბოხ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა: ბერ დი­ა­კინ­მა პეტ­რე (ღუ­დუ­შა­უ­რი) ბერ-მო­ნა­ზონ­მა ათი­ნო­გე­ნემ (მდი­ვა­ნი), მო­ნა­ზინ­მა და­ნი­ელ­მა (გვი­ლა­ვა) მო­ნა­ზონ­მა ამ­ბრო­სიმ (ხე­ლა­ია), მო­ნა­ზონ­მა ამ­ბრო­სიმ (სხუ­ლუ­ხია) მო­ნა­ზინ­მა და­ვით­მა (გვი­ლა­ვი­ლა­ი­ამ) მო­ნა­ზონ­მა ბა­სილ­მა (გვი­ლა­ვამ), მო­ნა­ზონ­მა მარ­კოზ­მა (წუ­ლა­ი­ამ) აგ­რეთ­ვე, გაგა ავა­ლი­ან­მა და ჯაბა ცერ­ცვა­ძემ, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა კა­ნო­ნი­კუ­რი სას­ჯე­ლე­ბის და­კის­რე­ბი­სა, არა­თუ შე­წყვი­ტეს ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რი ქმე­დე­ბა, არა­მედ კი­დევ უფრო მეტი თავ­ხე­დო­ბით და ზღვარ­გა­და­სუ­ლი უკე­თუ­რე­ბით გა­ნაგ­რძნო­ბენ ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მო­ნას­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს და სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნებს. მათ არა­ერ­თხელ მო­ა­წყვეს თავ­დას­ხმა ჭყონ­დი­დელ მიტ­რო­პო­ლიტ­ზე და სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე. აგ­რეთ­ვე მუდ­მივ ტე­რორ­ში ამ­ყო­ფე­ბენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. ხელს უშ­ლი­ან მათ ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და მო­ი­თხო­ვენ მათ­გან მხარ­და­ჭე­რას. ეს პი­რე­ბი კა­ნო­ნი­კუ­რად დად­გე­ნი­ლი მღვდელმთავ­რის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და­უფ­ლე­ბულ­ნი არი­ან სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბას და უნე­ბარ­თვოდ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მე­უ­ნეო და კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო მათ არა­ერ­თგზის მი­ე­თი­თათ, რომ ეს მათი ქმე­დე­ბე­ბი ცდე­ბა ყო­ველ­გვარ კა­ნო­ნი­კურ ჩარ­ჩო­ებს და მო­ე­თხო­ვათ უკა­ნი­ნო ქმე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა და თა­ვი­ან­თი საქ­ცი­ე­ლის მო­ნა­ნი­ე­ბა, თუმ­ცა პა­სუ­ხად მხო­ლოდ უტი­ფა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­მის. ამ უკ­ვე­თურ ქმე­დე­ბა­თა ბოლო ზღვა­რი იყო წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­ზე, წმინ­და ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ზო­გად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჯერ დე­ბო­ში მო­ა­წყვეს სკო­ლის ეზო­ში და ხე­ლით შე­ეხ­ნენ ჭყონ­დი­დელ მიტ­რო­პო­ლიტს და მის თან­ხმლსბ პი­რებს.შემ­დეგ კი შე­იჭრ­ნენ სკო­ლის სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში და გა­ნაგ­რძეს სკო­ლის რექ­ტო­რის, სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა. ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ისი­ნი უხე­შად არ­ღვე­ვენ მო­ცი­ქულ­თა კრე­ბის მთელ რიგ კა­ნო­ნებს.

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­ეკ­ლე­სიო წეს­რი­გის აღ­სად­გე­ნად ვბრძა­ნებ სრუ­ლი­ად გა­ნიკ­ვე­თოს სა­სუ­ლი­ე­რო და სა­მო­ნაზ­ნო და­სი­დან და დაყ­ვა­ნილ იქ­ნან ერის­კა­ცო­ბამ­დე შემ­დე­გი პი­რე­ბი: ნას­ყი­და ღუ­დუ­შა­უ­რი - ყო­ფი­ლი ბერ­დუ­ა­კო­ნი პეტ­რე, მი­ხე­ილ მდი­ვა­ნი - ყო­ფი­ლი ბერ­მო­ნა­ზო­ნი ათი­ნო­გე­ნი, ტა­რი­ელ გვი­ლა­ვა - ყო­ფი­ლი მო­ნა­ზო­ნი და­ნი­ე­ლი, თა­მაზ სხუ­ლუ­ხია - ყო­ფი­ლი მო­ნა­ზო­ნი ამ­ბრო­სი, ბა­ჩუ­კი ხე­ლა­ია - ყო­ფი­ლი მო­ნა­ზო­ნი და­ვი­თი, ავ­თან­დილ გვი­ლა­ვა - ყო­ფი­ლი მო­ნა­ზო­ნი ბა­სი­ლი, მარ­კოზ წუ­ლა­ია - ყო­ფი­ლი მო­ნა­ზო­ნი მარ­კო­ზი, აეკ­რძა­ლოთ მათ სა­მო­ნაზ­ნო და სხვა სა­ეკ­ლე­სიო შე­სა­მოს­ლით შე­მოს­ვლა, აგ­რეთ­ვე სა­მო­ნაზ­ნო ატ­რი­ბუ­ტი­კის ტა­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა. მათ­თან და მათ­თან ერ­თად გაგა ავა­ლი­ან­სა და ჯაბა ცე­ცხლა­ძეს აეკ­რძა­ლოთ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მო­ნას­ტრებ­სა და სა­ეკ­ლე­სიო ნა­გე­ბო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ეკ­ლე­სიო მი­წე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელი შე­უ­წყოს ეკ­ლე­სი­ას ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სიმ­შვი­დი­სა და წეს­რი­გის აღ­დგე­ნა­ში. კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­დის ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალვერა
0

რავი, მე თითქოს შვიდი სული დავთვალე....

ეჰ
1

ესენი მაგრად ერთობიან, თან დიდი ფულიც იშოვება. ამ დროს 400 ლარად ბევრს დილიდან ღამემდე უწევს მუშაობა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა - რა განაცხადა დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ქადაგებისას

მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა - რა განაცხადა დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ქადაგებისას

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ამავე ეპარქიის 6 სასულიერო პირი განკვეთა. ამის შესახებ, მან მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა განმარტა, აღნიშნული სასულიერო პირები არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მეუფის თქმით, ისინი ეკლესიაზე თავდასხმას განაგრძობენ. ბრძანების მიხედვით, განკვეთილ სასულიერო პირებს ეკრძალებათ, როგორც სამონაზნო სამოსის, ასევე ატრიბუტიკის ტარება და ეკლესიის ქონების სარგებლობა.

"ბრძანება ნომერი 11, 11 სექტემბერი 2021 წელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა: ბერ დიაკინმა პეტრე (ღუდუშაური) ბერ-მონაზონმა ათინოგენემ (მდივანი), მონაზინმა დანიელმა (გვილავა) მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია) მონაზინმა დავითმა (გვილავილაიამ) მონაზონმა ბასილმა (გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა (წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ხელს უშლიან მათ ეკლესიურ ცხოვრებაში და მოითხოვენ მათგან მხარდაჭერას. ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე დაუფლებულნი არიან საეკლესიო ქონებას და უნებართვოდ ახორციელებენ სამეუნეო და კომერციულ საქმიანობას. ყოველივე ამის გამო მათ არაერთგზის მიეთითათ, რომ ეს მათი ქმედებები ცდება ყოველგვარ კანონიკურ ჩარჩოებს და მოეთხოვათ უკანინო ქმედებების შეწყვეტა და თავიანთი საქციელის მონანიება, თუმცა პასუხად მხოლოდ უტიფარი განცხადებები ისმის. ამ უკვეთურ ქმედებათა ბოლო ზღვარი იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა ჭყონდიდის მიტროპოლიტზე, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლის ტერიტორიაზე. ჯერ დებოში მოაწყვეს სკოლის ეზოში და ხელით შეეხნენ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს და მის თანხმლსბ პირებს.შემდეგ კი შეიჭრნენ სკოლის სამასწავლებლოში და განაგრძეს სკოლის რექტორის, სკოლის პედაგოგების შეურაცხყოფა. ზემოთაღნიშნული ქმედებებით ისინი უხეშად არღვევენ მოციქულთა კრების მთელ რიგ კანონებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ვბრძანებ სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები: ნასყიდა ღუდუშაური - ყოფილი ბერდუაკონი პეტრე, მიხეილ მდივანი - ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი, ტარიელ გვილავა - ყოფილი მონაზონი დანიელი, თამაზ სხულუხია - ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია - ყოფილი მონაზონი დავითი, ავთანდილ გვილავა - ყოფილი მონაზონი ბასილი, მარკოზ წულაია - ყოფილი მონაზონი მარკოზი, აეკრძალოთ მათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიაში მონასტრებსა და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა. საეკლესიო მიწების გამოყენება. მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს ეკლესიას ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდისა და წესრიგის აღდგენაში. კანონი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.