საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

„თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ბა­ნე­რე­ბის სხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ამ ფაქტს ვგმობთ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­ნე­რებ­ზე, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებ­და, მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა.

„ეს ფაქ­ტი ზო­გი­ერ­თმა სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხმა და­უ­კავ­ში­რა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს.

ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი არის ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და კერ­ძოდ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში; ცენ­ტრი მუდ­მი­ვად მა­სობ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გზა გა­დის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე.

თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ბა­ნე­რე­ბის სხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გმობს ამ ფაქტს და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ მას ამ პრო­ცეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ქა­ლაქ­ში გა­მო­ჩენ­და ბა­ნე­რე­ბი,სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რია გა­მო­სა­ხუ­ლი წარ­წე­რით - "არა ნა­ცებს, არა ბო­რო­ტე­ბას! არა ღა­ლატს!"

ე. ი.დანაშაულია !!!
0

თუკი დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბანერების შეცვლაში არაფერ შუაშია,მაშინ ცალმხრივად ხელშეკრულების დარღვევით და ბანერების შეცვლით,მომხდარია დანაშაული და აშკარაა ამ დანაშაულში ხელისუფლება მონაწილეობს და აშკარად ქალაქის მერი. დაავადებათა წენტრი ვალდებულია ამოიღოს ხმა, მოითხოვოს დამნაშავეების დასჯა და ბანერების პირვანდელი სახით აღდგენა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

„თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, ამ ფაქტს ვგმობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება.

„ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალაქში გამოჩენდა ბანერები,სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!"