მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არიფები" არიან, რომ ჰგონიათ, ამ პლაკეტებით ფონს გავლენ" - გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე
"არიფები" არიან, რომ ჰგონიათ, ამ პლაკეტებით ფონს გავლენ" - გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

"არი­ფე­ბი“ არი­ან, რომ ჰგო­ნი­ათ, რომ ამ პლა­კე­ტე­ბით ფონს გავ­ლენ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს იმ ბა­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რია გა­მო­სა­ხუ­ლი წარ­წე­რით - „არა ნა­ცებს, არა ბო­რო­ტე­ბას! არა ღა­ლატს!“.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი ბა­ნე­რე­ბის გაკ­ვრა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ „ამო­რა­ლუ­რი კამ­პა­ნი­აა“.

„ეს არის ამო­რა­ლუ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც „ოც­ნე­ბა“ სა­არ­ჩევ­ნოდ ატა­რებს. უდი­დე­სი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა ჩემ­თვის. მო­რალს მიღ­მაა ეს ყვე­ლა­ფე­რი. პო­ზე­ბის და­ჭე­რა, მე რა შუ­ა­ში ვარ - მა­გა­რი „არი­ფე­ბი“ არი­ან, რო­გო­რი „არი­ფე­ბი“ არი­ან იცით?! ისეთ „არი­ფე­ბი“ არი­ან, ასეთ რა­ღა­ცას რომ აკე­თე­ბენ და მერე გა­მოვ­ლენ და იტყვი­ან, მეც არ მომ­წონ­სო. ამო­რა­ლო­ბის დონე და ფსკე­რია, იმის ნაც­ვლად, რომ ხალ­ხს ვე­სა­უბ­რე­ბო­დეთ კო­მუ­ნა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლურ სერ­ვი­სებ­ზე, გზებ­ზე, ტრან­სპორტზე და კი­დევ სხვა რა­მე­ზე. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ „ოც­ნე­ბა“ გვაბ­რუ­ნებს წარ­სულ­ში და იმ წარ­სულ­ში იყ­ვნენ „ნა­ცე­ბი“, მაგ­რამ თბი­ლისს ვერ მო­ა­ტყუ­ე­ბენ. იმი­ტომ არი­ან „არი­ფე­ბი“, რომ ჰგო­ნი­ათ, ამით გა­მოძ­ვრე­ბი­ან, მაგ­რამ ვერ გა­მოძ­ვრე­ბი­ან“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

კი­თხვა­ზე, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბი წინა არ­ჩევ­ნებ­ზე მმარ­თველ გუნდში მისი ყოფ­ნის დრო­საც გავ­რცელ­და, გა­ხა­რა­ია ამ­ბობს, რომ მა­ში­ნაც თვლი­და, რომ ამ პლა­კა­ტებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ პლუ­სე­ბი არ ექ­ნე­ბო­და.

„მა­ში­ნაც ვთვლი­დი, რომ ამ პლა­კა­ტე­ბით ფონს ვერ გახ­ვი­დო­დი, არა­ფე­რი ამით პლუ­სი არ იქ­ნე­ბო­და. ერთი და იგი­ვე შეც­დო­მას ათ­ჯერ რომ გა­ი­მე­ო­რებ და თან გგო­ნია, რომ ამით თბი­ლისს რა­მეს მო­ა­ტყუ­ებ, „არი­ფი“ ხარ, აბა რა ხარ?“- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანე
10

უკვე მეორედ გამოფინეს + გახარია:)რა იდიოტები არიან

მაქსიმალისტი
10

საქოცეთი იმდენს ვერ ხვდება და მრჩეველიც არ ყავთ, რომ ურჩიოს, ასეთი ბოღმის და ზიზღის ენას შეეშვას, ამათი წაგებული მხოლოდ ისინი დარჩებიან, თუმცა, ეს არის კლასიკური მაგალითი - წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, საერთოდ დაკარგეს სახე და ღირსება!!! პ.ს. არც ქოცი ვარ, არც ნაცი და არცერთი პარტიისტი, ჩემმა შვილმა იგივე, რომ გააკეთოს, იგივეს ვიტყვი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"არიფები" არიან, რომ ჰგონიათ, ამ პლაკეტებით ფონს გავლენ" - გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

"არიფები" არიან, რომ ჰგონიათ, ამ პლაკეტებით ფონს გავლენ" - გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

"არიფები“ არიან, რომ ჰგონიათ, რომ ამ პლაკეტებით ფონს გავლენ,- ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსგავსი ბანერების გაკვრა „ქართული ოცნების“ „ამორალური კამპანიაა“.

„ეს არის ამორალური კამპანია, რომელიც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. მორალს მიღმაა ეს ყველაფერი. პოზების დაჭერა, მე რა შუაში ვარ - მაგარი „არიფები“ არიან, როგორი „არიფები“ არიან იცით?! ისეთ „არიფები“ არიან, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოვლენ და იტყვიან, მეც არ მომწონსო. ამორალობის დონე და ფსკერია, იმის ნაცვლად, რომ ხალხს ვესაუბრებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ სხვა რამეზე. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში და იმ წარსულში იყვნენ „ნაცები“, მაგრამ თბილისს ვერ მოატყუებენ. იმიტომ არიან „არიფები“, რომ ჰგონიათ, ამით გამოძვრებიან, მაგრამ ვერ გამოძვრებიან“,- განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მსგავსი შინაარსის ბანერები წინა არჩევნებზე მმართველ გუნდში მისი ყოფნის დროსაც გავრცელდა, გახარაია ამბობს, რომ მაშინაც თვლიდა, რომ ამ პლაკატებს „ქართული ოცნებისთვის“ პლუსები არ ექნებოდა.

„მაშინაც ვთვლიდი, რომ ამ პლაკატებით ფონს ვერ გახვიდოდი, არაფერი ამით პლუსი არ იქნებოდა. ერთი და იგივე შეცდომას ათჯერ რომ გაიმეორებ და თან გგონია, რომ ამით თბილისს რამეს მოატყუებ, „არიფი“ ხარ, აბა რა ხარ?“- განაცხადა გახარიამ.