მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?
პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. გან­ცხა­დე­ბას შსს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჭ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ.-ს მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვით, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­დნენ.

კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის 15 სექ­ტემ­ბერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით თბი­ლის­ში, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მი­ვიდ­ნენ და ნ.კ.-ს ჩა­უ­საფ­რდნენ. საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ასე­ვე დად­გინ­და, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მი­მართ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გ.კ.-სთან ერ­თად, ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ი­მა­ლა.

სხე­ულ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ნ.კ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის და მათი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ტარ­დე­ბა კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთ
0

სამუდამო!!!!

Zura
3

დაიჭირეთ და შეუშვით მათთან ის კასტილიანი კაცი, ხომ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

პოლიციამ თბილისში ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. განცხადებას შსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.

კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები" - ნათქვამია განცხადებაში.