საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიღალე ხალხნო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ვიყავი ფარული გადაღების მსხვერპლი და ახლა ამ ხელისუფლების დროს" - ინგა გრიგოლია
"დავიღალე ხალხნო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ვიყავი ფარული გადაღების მსხვერპლი და ახლა ამ ხელისუფლების დროს" - ინგა გრიგოლია

ე.წ. ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ტე­ლე­წამ­ყვან­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მან ჩა­ნა­წე­რებ­ში არამ­ხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან აღ­მო­ა­ჩი­ნა მისი სა­უ­ბა­რი, არა­მედ, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც.

გრი­გო­ლი­ას თქმით, ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ასა­ხუ­ლია რო­გორც მისი პი­რა­დი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მო­წე­რე­ბი.

"რაც ვი­ცო­დი, იმის მიღ­მა კი­დევ სხვა ამო­ნა­წე­რე­ბიც ვნა­ხე არამ­ხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, ჩემი და ზვი­ად ტო­მა­რა­ძის სა­უ­ბა­რიც ვნა­ხე. ყვე­ლა სა­უ­ბა­რი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან დე­ტა­ლუ­რად აქვთ აღ­ნუს­ხუ­ლი, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვაბ­რა­ლებს, რომ ჩვენ სა­პატ­რი­არ­ქოს ვებ­რძვით, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამა­ზე დიდი მტრო­ბა, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ყვე­ლა სა­უ­ბარს მო­უს­მი­ნო, მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ძი­რი­თა­დად, ეს იყო ჩემი პი­რა­დი ტე­ლე­ფო­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი ან მი­მო­წე­რე­ბი. თუმ­ცა, გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც ვუ­თხა­რი, აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს "ვოთ­სა­ფით" გან­ცორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მი­მო­წე­რე­ბიც. რო­გორ ვწუხ­ვარ ბა­ტო­ნო ღა­რი­ბაშ­ვი­ლო, რომ იტყუ­ე­ბით, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არაა არა­ფე­რი, რაც ამ წუ­თას გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა წა­მი­კი­თხა. ყვე­ლა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბი­სას გა­მაც­ნეს, ვა­დას­ტუ­რებ რომ ნამ­დვი­ლია, ნამ­დვი­ლად შედ­გა ჩემ­სა და სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა სა­სუ­ლი­ე­რო, თუ სა­ე­რო პირ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ტყუ­ი­ლად ცდი­ლო­ბენ, თქვან, რომ ეს არის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ჩა­ნა­წე­რებ­ში არის ჩემი სა­უბ­რე­ბი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძეს­თან, მე­უ­ფე გრი­გოლ­თან, მე­უ­ფე ვახ­ტან­გთან - ცურ­ტა­ველ მიტ­რო­პო­ლიტ­თან და ამის შე­სა­ხებ აქ გა­ვი­გე. მე­უ­ფე ვახ­ტან­გთან ჩა­ნა­წე­რე­ბი, რაც წა­მი­კი­თხეს, რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად აღ­ვიდ­გი­ნე, უფრო სა­ტე­ლე­ფო­ნო იყო. ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი რე­ა­ლუ­რია, აქ გა­ვი­გე, არ ვი­ცო­დი, ცურ­ტა­ველ მიტ­რო­პო­ლიტ­თან ჩემი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც თუ გა­შიფ­რუ­ლი ჰქონ­დათ. სა­გი­ჟე­თია ხალ­ხო! მე და არა მარ­ტო მე, ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა აპი­რებს, რომ სა­მარ­თა­ლი იპო­ვოს, თუმ­ცა, იმე­დი არ მაქვს, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ამ საქ­მე­ზე დად­გე­ბა სა­მარ­თა­ლი, ვორდში აკ­რე­ფილს ეძა­ხი­ან და რო­მელ სა­მარ­თალ­ზეა სა­უ­ბა­რი. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ აქ თუ ვერა, ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ვი­პო­ვოთ პა­სუ­ხე­ბი კი­თხვა­ზე, რა­ტომ გვით­ვალ­თვა­ლებს სა­ხელ­მწი­ფო, რა­ტომ გვის­მენს?! და­ვი­ღა­ლე ხალხნო, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ჯერ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბის, თვალ­თვა­ლის მსხვერ­პლი, ახლა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ყო­ველ­გვარ მას­შტაბს გაც­და ეს თვალ­თვა­ლი, მი­ყუ­რა­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ჩემი სა­უ­ბა­რი იყოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი?!"- გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ.

ის თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის კი­თხვებს 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხობ­და.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
5

eg vis rashi schirdeba vinmem icis?

w
9

ტანი გაქვს ლამაზი და იმიტომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დავიღალე ხალხნო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ვიყავი ფარული გადაღების მსხვერპლი და ახლა ამ ხელისუფლების დროს" - ინგა გრიგოლია

"დავიღალე ხალხნო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ვიყავი ფარული გადაღების მსხვერპლი და ახლა ამ ხელისუფლების დროს" - ინგა გრიგოლია

ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მან ჩანაწერებში არამხოლოდ სასულიერო პირებთან აღმოაჩინა მისი საუბარი, არამედ, სხვა ადამიანებთანაც.

გრიგოლიას თქმით, ფარულ ჩანაწერებში ასახულია როგორც მისი პირადი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული საუბრები, ასევე სოციალურ ქსელში მიმოწერები.

"რაც ვიცოდი, იმის მიღმა კიდევ სხვა ამონაწერებიც ვნახე არამხოლოდ სასულიერო პირებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩემი და ზვიად ტომარაძის საუბარიც ვნახე. ყველა საუბარი ეკლესიის წარმომადგენლებთან დეტალურად აქვთ აღნუსხული, ეს ხელისუფლება გვაბრალებს, რომ ჩვენ საპატრიარქოს ვებრძვით, სინამდვილეში ამაზე დიდი მტრობა, რომ სასულიერო პირების ყველა საუბარს მოუსმინო, მე ვერ წარმომიდგენია. ძირითადად, ეს იყო ჩემი პირადი ტელეფონით განხორციელებული საუბრები ან მიმოწერები. თუმცა, გამომძიებელსაც ვუთხარი, აქ შეიძლება იყოს "ვოთსაფით" განცორციელებული მიმოწერებიც. როგორ ვწუხვარ ბატონო ღარიბაშვილო, რომ იტყუებით, ფალსიფიცირებული არაა არაფერი, რაც ამ წუთას გამომძიებელმა წამიკითხა. ყველა საუბარი, რომელიც ჩვენებისას გამაცნეს, ვადასტურებ რომ ნამდვილია, ნამდვილად შედგა ჩემსა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სასულიერო, თუ საერო პირთან. შესაბამისად, ტყუილად ცდილობენ, თქვან, რომ ეს არის ფალსიფიცირებული.

ჩანაწერებში არის ჩემი საუბრები გიორგი ზვიადაძესთან, მეუფე გრიგოლთან, მეუფე ვახტანგთან - ცურტაველ მიტროპოლიტთან და ამის შესახებ აქ გავიგე. მეუფე ვახტანგთან ჩანაწერები, რაც წამიკითხეს, როგორც შინაარსობრივად აღვიდგინე, უფრო სატელეფონო იყო. ეს ჩანაწერები რეალურია, აქ გავიგე, არ ვიცოდი, ცურტაველ მიტროპოლიტთან ჩემი კომუნიკაციაც თუ გაშიფრული ჰქონდათ. საგიჟეთია ხალხო! მე და არა მარტო მე, ბევრი ჩემი კოლეგა აპირებს, რომ სამართალი იპოვოს, თუმცა, იმედი არ მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ საქმეზე დადგება სამართალი, ვორდში აკრეფილს ეძახიან და რომელ სამართალზეა საუბარი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ თუ ვერა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიპოვოთ პასუხები კითხვაზე, რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო, რატომ გვისმენს?! დავიღალე ხალხნო, ხომ არ შეიძლება ჯერ წინა ხელისუფლების დროს ვყოფილიყავი ფარული გადაღების, თვალთვალის მსხვერპლი, ახლა ამ ხელისუფლების დროს ყოველგვარ მასშტაბს გაცდა ეს თვალთვალი, მიყურადება. შეიძლება ყველა ჩემი საუბარი იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი?!"- განაცხადა გრიგოლიამ.

ის თბილისის პროკურატურაში გამომძიებლების კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.