ავტორი:

"ავანტიურაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, დაისაჯა" - მედვედევი

"ავანტიურაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, დაისაჯა" - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ომის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა და საუბარი მიდიდოდა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან თავდასხმაზე.

"მე როგორც მივხვდი, ანგელა მერკელიც და პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ჩვენ არ ვიყავით მთელი ამ მოვლენების ინიციატორები, რომ საუბარი მიდიოდა მართლაც საქართველოს ხელმღვანელობის მხრიდან თავდასხმაზე, უფრო სწორად, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ავანტიურაზე, რომელიც მან ჩაიდინა ამერიკელების რჩევის შემდეგ, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, რის გამოც ის დაისაჯა. თუმცა, შემდგომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალა გამომეყენებინა, ჩამეტარებინა სპეციალური საჯარისო ოპერაცია, არამედ შემდეგ საქართველოს ეს ორი ნაწილი გვეღიარებინა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები“ ,- აცხადებს მედვედევი.