მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენტაგონი ქაბულზე დრონით თავდასხმას შეცდომად აფასებს და ბოდიშს იხდის
პენტაგონი ქაბულზე დრონით თავდასხმას შეცდომად აფასებს და ბოდიშს იხდის

პენ­ტა­გონ­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­სულ თვე­ში ქა­ბულ­ში დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას 10 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის, მათ შო­რის 7 ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა და ეს „ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მა“ იყო.

"ჩვე­ნი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, თავ­დას­ხმა ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მა იყო“, - გა­ნა­ცხა­და აშშ -ს ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუ­სის გე­ნე­რა­ლი ფრენკ მა­კ­კენ­ზიმ.

მისი თქმით, დარ­ტყმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ეს აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს გარ­და­უ­ვალ თავ­დას­ხმას აა­ცი­ლებ­და, ახლა კი ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოდ მი­აჩ­ნია, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი ე.წ. „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ გან­შტო­ე­ბის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, ან აშშ-ის ძა­ლებს საფრ­თხეს უქ­მნიდ­ნენ.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლოიდ ოს­ტინ­მაც, სა­დაც მან თავ­დას­ხმას შეც­დო­მა უწო­და და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

"ბო­დიშს ვიხ­დით და შე­ვეც­დე­ბით, ვის­წავ­ლოთ ამ სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მის­გან,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-მა ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 29 აგ­ვის­ტოს დრო­ნე­ბით დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დას­ხმას მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის ბავ­შვე­ბის, სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

ეს მათ ოჯახებს უთხარით, არამზადებო!!! თქვენი მობოდიშება მათ არ უშველით.

Geo
0

ამერიკამ ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვა ბაიდენის მოსვლის შემდეგ. თუმცა ადამიანების სიკვდილი შეცდომა არაა, ესაა დანაშაული. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

პენტაგონი ქაბულზე დრონით თავდასხმას შეცდომად აფასებს და ბოდიშს იხდის

პენტაგონი ქაბულზე დრონით თავდასხმას შეცდომად აფასებს და ბოდიშს იხდის

პენტაგონში აცხადებენ, რომ გასულ თვეში ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებულ თავდასხმას 10 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 7 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს „ტრაგიკული შეცდომა“ იყო.

"ჩვენი გამოძიების თანახმად, თავდასხმა ტრაგიკული შეცდომა იყო“, - განაცხადა აშშ -ს ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი ფრენკ მაკკენზიმ.

მისი თქმით, დარტყმის განხორციელებისას ის დარწმუნებული იყო, რომ ეს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარდაუვალ თავდასხმას ააცილებდა, ახლა კი ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ დაღუპულები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების წევრები იყვნენ, ან აშშ-ის ძალებს საფრთხეს უქმნიდნენ.

განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმაც, სადაც მან თავდასხმას შეცდომა უწოდა და ბოდიში მოიხადა.

"ბოდიშს ვიხდით და შევეცდებით, ვისწავლოთ ამ საშინელი შეცდომისგან,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-მა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს დრონებით დარტყმა განახორციელა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა.