სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, მაგრამ ნიკას მკვლელობა ტრაგედიაა" - როგორ ეხმაურებიან რუსები 22 წლის ბიჭის საქმეს?
"უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, მაგრამ ნიკას მკვლელობა ტრაგედიაა" - როგორ ეხმაურებიან რუსები 22 წლის ბიჭის საქმეს?

თბი­ლის­ში 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს რუ­სუ­ლი მე­დია და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რებს, რომ­ლე­ბიც არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პრინ­ცი­პე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მათი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა­ში ძალ­ზედ გავ­ლე­ნი­ან პი­რებ­თან აქვთ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა. მათი დახ­მა­რე­ბით არა­ერ­თი საქ­მე გვარ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სფე­რო­ში, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კა­შიც გავ­ლე­ნე­ბიც აქვთ...

adaily.com-ის ცნო­ბით, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლის მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის მო­ტი­ვიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შუ­რის­ძი­ე­ბა იყო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სე­თი­დან იყო დაკ­ვე­თი­ლი და დიდი ხნის წი­ნან­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა იყო.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ბევ­რი დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ 22 წლის ბიჭს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და მე­გობ­რე­ბი ძალ­ზე პერ­სპექ­ტი­ულ, დიდი მო­მავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ანს უწო­დებ­დნენ. ის ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ მე­დია-სივ­რცე­ში ონ­ლა­ინ-მე­დია Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო და შე­მეც­ნე­ბით არხს აერ­თი­ა­ნებ­და და 250 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და... ეს კი იმან ნიშ­ნავს, რომ მა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შვილს სრუ­ლი­ად სხვა გზა ჰქონ­და არ­ჩე­უ­ლი და იმ სამ­ყა­როს­თან არა­ვი­თა­რი გა­დაკ­ვე­თა არ ჰქონ­და..." - წერს გა­მო­ცე­მა.

rureporter.com-ის ცნო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახალ­გაზ­რდა­სა და დამ­ნა­შა­ვეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ახალ­გაზ­რდა კვა­რა­ცხე­ლია მო­ძა­ლა­დის­გან გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ბო­როტ­მოქ­მედ­მა ეს­რო­ლა.

ასევე დაგაინტერესებთ
22:06 / 16-09-2021

ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ, დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

12:06 / 17-09-2021

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? - ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

16:09 / 17-09-2021

"ვიცი, რომ ეჭვმიტანილის ოჯახი მკვდარია..." - რას ჰყვება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი?

15:58 / 18-09-2021

"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე" - რა თქვა ნიკა კვარაცხელიას დედამ?

16:45 / 18-09-2021

პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

19:22 / 18-09-2021

"ეს არის ნიკოს დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა... ოჯახი აპირებს, დააწესონ ნიკოს სახელობის სტიპენდია" - რას წერს ნინო ზამბახიძე?

"თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭს ქი­ლერ­მა ზურ­გში რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქი­ლე­რი მას სა­დარ­ბა­ზოს­თან ელო­და. მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ბი­ჭის მი­სა­მარ­თი, მარ­შრუ­ტიც და გრა­ფი­კიც. შე­სა­ბა­მი­სად, მას სწო­რედ იმ დროს და­უ­და­რაჯ­და, რო­დე­საც ის სახ­ლი­დან გა­მო­დი­ო­და... გა­მო­ძი­ე­ბა­საც ჯე­ჯე­რო­ბით სი­ახ­ლე არ აქვს..." - წერს რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა.

"და­ა­კა­ვეს თუ არა 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დამ­ნა­შა­ვე?" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ekhokavkaza.com ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდას ჩა­ცხრილ­ვის ფაქტს.

"ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ახალ­გაზ­რდა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ის აიტი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო და ~0 წლამ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის სი­ა­ში შე­დი­ო­და..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა.

მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბი:

"ცივ­სის­ხლი­ა­ნი, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში" არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა შუ­რის­ძი­ე­ბის ასე­თი ფორ­მა, ალ­ბათ ყვე­ლა­ნა­ირ აგ­რე­სი­ა­სა და სი­სას­ტი­კეს სცდე­ბა... თით­ქოს ხომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და შე­უ­რი­გებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თე­ბად მო­აქვთ თავი, ამ დროს კი, იმი­ტომ, რომ მა­მის გავ­ლე­ნებს ვერ მო­ე­რივ­ნენ, 22 წლის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭი მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს ტრა­გე­დი­აა, რად­გან წლე­ბია ამ ქვეყ­ნის გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი რუ­სეთს აფა­რე­ბენ თავს. აქ სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი აქვთ. პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი ხომ ყველ­გან აქვთ. ხელი ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე მი­უ­წდე­ბათ. თა­ვი­ან­თი ინტნერ­ნეტ­გა­მო­ცე­მაც კი აქვთ, სი­ახ­ლე­ე­ბის ზო­ლით, სა­დაც ამა თუ იმ კრი­მი­ნა­ლის "დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე" დე­ტა­ლუ­რად წე­რენ. მოკ­ლედ, ქურ­დუ­ლი ავ­ტო­ნო­მია აქვთ..." - წერს ოლგა სე­მი­ნი­ო­ვა.

"ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბის სი­სას­ტი­კე­ზე სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, ამი­ტომ, არა­ვის უკ­ვირს, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა. თუმ­ცა, მისი ში­ნა­არ­სია ისე­თი სას­ტი­კი, რომ თვით და­უნ­დო­ბე­ლი ქურ­დე­ბის მო­რალ­საც კი სცდე­ბა... ბიჭი, რო­მე­ლიც საქ­ვეყ­ნო პრო­ექ­ტებს აკ­თებ­და, მა­მის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ბინ­ძურ საქ­მე­ებ­თან რა კავ­შირ­ში იყო?!" - მი­აჩ­ნია ინ­ტერ­ნეტ­ნომ­ხმა­რე­ბელს ფსევ­დო­ნი­მით "კავ­კაზ­სკიი ბოის".

"მარ­ტო ასე­თი სას­ტი­კი და ცხო­ვე­ლუ­რად სა­დის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო არის ეს წრე ამო­საკ­ვე­თი, მაგ­რამ სა­ნამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პუ­ტი­ნი და მისი კლა­ნია, კვა­რა­ცხე­ლე­ბი, კა­კუ­ლი­ე­ბი, ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბი, "ძედ ჰა­სა­ნო­ვე­ბი" და კა­ლა­შო­ვე­ბი თა­ვი­ან­თი და­წე­რი­ლი კა­ნო­ნე­ბით გვა­ცხვრე­ბენ და ასე პე­რი­ო­დუ­ლად უს­წრა­ფე­ბენ სი­ცო­ცხლეს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს. უფ­როს კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე, რო­მელ­საც თურ­მე "ლაფ­შას" ეძა­ხი­ან, წარ­ბი არ შე­მი­ტოკ­დე­ბო­და, ყვე­ლას და­სას­რუ­ლიც ეგ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბიჭ­ზე წა­ვი­კი­თხე და და­მე­ნა­ნა..." - წერს ირი­ნა კუ­დი­ნო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

Ნეტა Რა ჰქონდა ესეთი მამამისს გაკეთებული, შვილის მკვლელობით ცხოვრება რომ გაუმწარეს:((((((

ნიკა
4

ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება.ჯერ პოლიტიკა ხო ამოუყვანეს ხალხს კისერში და ეხლა ქურდული სამყაროს ამბებების გარჩევამ გაასწრო პოლიტიკას რეიტინგით.არ ვაღიარებთ ქურდულ სამყაროსო და ტელევიზორში აცხადებენ ვინ მიიღო ქურდობა და ვის ჩამოართვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, მაგრამ ნიკას მკვლელობა ტრაგედიაა" - როგორ ეხმაურებიან რუსები 22 წლის ბიჭის საქმეს?

"უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, მაგრამ ნიკას მკვლელობა ტრაგედიაა" - როგორ ეხმაურებიან რუსები 22 წლის ბიჭის საქმეს?

თბილისში 22 წლის ნიკა კვარაცხელიაზე თავდასხმის ფაქტს რუსული მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები ეხმაურებიან. ადგილობრივების თქმით, ქურდული სამყაროს წევრებს, რომლებიც არაადამიანური პრინციპებით გამოირჩევიან, მათი ქვეყნის მთავრობაში ძალზედ გავლენიან პირებთან აქვთ ახლო ურთიერთობა. მათი დახმარებით არაერთი საქმე გვარდება და შესაბამისად, ყველა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკაშიც გავლენებიც აქვთ...

adaily.com-ის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილის მკვლელობა, რომლის მოტივიც, სავარაუდოდ, შურისძიება იყო, დიდი ალბათობით, რუსეთიდან იყო დაკვეთილი და დიდი ხნის წინანდელი დაპირისპირების გაგრძელება იყო.

"ჯერჯერობით ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, მაგრამ 22 წლის ბიჭს ადგილობრივი მედია და მეგობრები ძალზე პერსპექტიულ, დიდი მომავლის მქონე ადამიანს უწოდებდნენ. ის ქართულ ინტერნეტ მედია-სივრცეში ონლაინ-მედია Feedc-ის დამფუძნებელი იყო, რომელიც რამდენიმე სატელევიზიო და შემეცნებით არხს აერთიანებდა და 250 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა... ეს კი იმან ნიშნავს, რომ მამისგან განსხვავებით, შვილს სრულიად სხვა გზა ჰქონდა არჩეული და იმ სამყაროსთან არავითარი გადაკვეთა არ ჰქონდა..." - წერს გამოცემა.

rureporter.com-ის ცნობით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდასა და დამნაშავეს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა კვარაცხელია მოძალადისგან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ბოროტმოქმედმა ესროლა.

"თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ უდანაშაულო ბიჭს ქილერმა ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი ვერსიით, ქილერი მას სადარბაზოსთან ელოდა. მისთვის ცნობილი იყო ბიჭის მისამართი, მარშრუტიც და გრაფიკიც. შესაბამისად, მას სწორედ იმ დროს დაუდარაჯდა, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა... გამოძიებასაც ჯეჯერობით სიახლე არ აქვს..." - წერს რუსული ინტერნეტგამოცემა.

"დააკავეს თუ არა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემსრულებელი დამნაშავე?" - ასე ეხმაურება ekhokavkaza.com ქართველი ახალგაზრდას ჩაცხრილვის ფაქტს.

"ნიკო კვარაცხელიამ განათლება უცხოეთში მიიღო, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის აიტი ტექნოლოგიებში ძალზე წარმატებული და პერსპექტიული სპეციალისტი იყო და ~0 წლამდე წარმატებული ბიზნესმენების სიაში შედიოდა..." - წერს ინტერნეტგამოცემა.

მომხდარს ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხარებლები:

"ცივსისხლიანი, შეკვეთილი მკვლელობები "ქურდულ სამყაროში" არავის უკვირს, თუმცა შურისძიების ასეთი ფორმა, ალბათ ყველანაირ აგრესიასა და სისასტიკეს სცდება... თითქოს ხომ სამართლიანობის და შეურიგებლობის მაგალითებად მოაქვთ თავი, ამ დროს კი, იმიტომ, რომ მამის გავლენებს ვერ მოერივნენ, 22 წლის სრულიად უდანაშაულო ბიჭი მოკლეს. საქართველოსთვის ეს ტრაგედიაა, რადგან წლებია ამ ქვეყნის გავლენიანი კრიმინალები რუსეთს აფარებენ თავს. აქ სასათბურე პირობები აქვთ. პირადი კონტაქტები ხომ ყველგან აქვთ. ხელი ყველასა და ყველაფერზე მიუწდებათ. თავიანთი ინტნერნეტგამოცემაც კი აქვთ, სიახლეების ზოლით, სადაც ამა თუ იმ კრიმინალის "დამსახურებებზე" დეტალურად წერენ. მოკლედ, ქურდული ავტონომია აქვთ..." - წერს ოლგა სემინიოვა.

"ქართველი ქურდების სისასტიკეზე საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომ, არავის უკვირს, რუსეთიდან საქართველოში დაკვეთილი მკვლელობა. თუმცა, მისი შინაარსია ისეთი სასტიკი, რომ თვით დაუნდობელი ქურდების მორალსაც კი სცდება... ბიჭი, რომელიც საქვეყნო პროექტებს აკთებდა, მამის და მისი თანამოაზრეების ბინძურ საქმეებთან რა კავშირში იყო?!" - მიაჩნია ინტერნეტნომხმარებელს ფსევდონიმით "კავკაზსკიი ბოის".

"მარტო ასეთი სასტიკი და ცხოველურად სადისტური დამოკიდებულების გამო არის ეს წრე ამოსაკვეთი, მაგრამ სანამ ჩვენს ქვეყანაში პუტინი და მისი კლანია, კვარაცხელები, კაკულიები, ჯაფარიძეები, "ძედ ჰასანოვები" და კალაშოვები თავიანთი დაწერილი კანონებით გვაცხვრებენ და ასე პერიოდულად უსწრაფებენ სიცოცხლეს უდანაშაულო ადამიანებს. უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც თურმე "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, ყველას დასასრულიც ეგ ყოფილა, მაგრამ ბიჭზე წავიკითხე და დამენანა..." - წერს ირინა კუდინოვა.