სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე?
ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­მაც გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. სა­უ­ბა­რია ის­რა­ელ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ვიდ­რე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის.

"ჯო­ბია თუ არა ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ვაქ­ცი­ნით მი­ღე­ბულ იმუ­ნი­ტეტს?

მოკ­ლე პა­სუ­ხია: არა. არ ჯო­ბია.

ცოტა გრძლად:

ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნეა უკვე ცნო­ბი­ლია, ახა­ლი არა­ფე­რი არ არის აქ.

დიდი ხა­ნია ვი­ცით, რომ ამა თუ იმ ინ­ფექ­ცი­ას თუ გა­და­ვი­ტანთ დარ­ჩე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი.

მე­ტიც, ეს რომ ვი­ცით, ზუს­ტად მა­გის გამო გაჩ­ნდა თა­ვის დრო­ზე ვაქ­ცი­ნის იდეა, და ვაქ­ცი­ნის მი­ზა­ნიც ზუს­ტად ეგ არის, რომ ავი­რი­დოთ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი.

ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი შემ­დე­გი "ფრო­მუ­ლით" ვი­თარ­დე­ბა:

და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბით ➡ გავ­ხდე­ბით ავად ➡ თუ არ მოვ­კვდით და გა­დავ­რჩით ➡ გვაქვს იმუ­ნი­ტე­ტი.

Voila!

მაგ­რამ! ეს "თუ არ მოვ­კვდით და გა­დავ­რჩით" იყო ძა­ლი­ან ბევ­რი, ამი­ტომ თა­ვის დრო­ზე ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი იყო რომ შექ­მნი­ლი­ყო პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ავად გახ­დო­მის გა­რე­შე მოგ­ვცემ­და იმუ­ნი­ტეტს - რაც მიღ­წე­ულ იქნა ვაქ­ცი­ნით. ანუ ვაქ­ცი­ნა გვი­ცავს ავად გახ­დო­მის და ყვე­ლა იმ რის­კე­ბის გა­რე­შე რო­მე­ლიც ავად გახ­დო­მას ახ­ლავს ტან.

* ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი (ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას რომ არ მი­ვედ-მო­ვე­დოთ) წი­თე­ლას მა­გა­ლით­ზე გან­ვი­ხი­ლოთ:

წი­თე­ლას ბუ­ნებ­რი­ვად გა­და­ტა­ნის შემ­დეგ რჩე­ბა უფრო მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტი, კი­ბა­ტო­ნო.

მაგ­რამ ამის ფა­სად ვი­ღებთ შემ­დეგს:

- ყო­ვე­ლი 1000 ინ­ფექ­ცი­ი­დან 1 ბავ­შვი კვდე­ბა, ყრუვ­დე­ბა, უნი­ვი­თარ­დე­ბა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

- ასე­ვე არ­სე­ბობს იშ­ვი­ა­თი გარ­თუ­ლე­ბა ქვემ­წვა­ვე მასკლე­რო­ზე­ბე­ლი პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი, რო­მე­ლიც 100% სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბაა და ვი­თარ­დე­ბა მხო­ლოდ წი­თე­ლას ბუ­ნებ­რი­ვად გა­და­ტა­ნის შემ­დეგ (გა­და­ტა­ნი­დან სა­შუ­ა­ლოდ 7 - 10 წლის მერე).

☠ვაქ­ცი­ნამ­დე პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ 2 - 3 წელ­ში ხდე­ბო­და წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა და ყო­ველ­წლი­უ­რად 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი კვბდე­ბო­და მაგ 'ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მით', მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შე­ბი.

ამ ყვე­ლაფ­რის პრე­ვენ­ცია კი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნით, ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი რო უფრო ძლი­ე­რია და მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შვს კლავ­და, მა­გი­ტო კეთ­დე­ბა 2 დოზა და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა რომ პა­ტა­რა ზო­მის კუ­ბო­ე­ბის ბიზ­ნე­სი დღეს არ ყვა­ვის.

(კი კი სწო­რად მიხ­ვდით, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი რომ გირ­ჩე­ვენ ჯო­ბია თა­ვად გა­და­ი­ტა­ნოს ბავ­შვმაო და საყ­ვარ­ლად "ბა­ტო­ნე­ბი" რომ და­ვარ­ქვით, ის და­ა­ვა­დე­ბა არც ისე საყ­ვა­რე­ლია, წი­თე­ლა მწვა­ვე და ძა­ლი­ან ვე­რა­გი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა)

კაი, მოდი კო­ვიდს და­ვუბ­რუნ­დეთ ახლა.

კი, კო­ვი­დის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დე­გაც რჩე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი, უბ­რა­ლოდ ზუს­ტად ეს ინ­ფი­ცი­რე­ბაა ამ ქა­ო­სის მი­ზე­ზი, რად­გან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

მა­გის მი­ზე­ზია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 8000 ადა­მი­ა­ნი არის მკვდა­რი და სა­გი­ჟე­თი ხდე­ბა კლი­ნი­კებ­ში.

თუმ­ცა ამის და­ნახ­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ცოტა რთუ­ლია, რაგ­დან უმე­ტე­სო­ბა მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტანს.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით თუ* 80% მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტანს და­ა­ვა­დე­ბას, სა­დღაც 20% ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვდე­ბა, 5% რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და 1.5% კი მოკ­ვდე­ბა, ეს პრო­ცენ­ტებ­ში მარ­ტი­ვად ჩანს, რი­ცხვებ­ში კი ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ შემ­თხვე­ვა­ზე ეს ნიშ­ნავს 100 000 ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, კლი­ნი­კე­ბის გა­დატ­ვირ­თვას და 7500 მკვდარს.

თუმ­ცა სა­ნამ კლი­ნი­კა­ში არ შე­ვი­ხე­დავთ ეს უბ­რა­ლოდ სტსტის­ტი­კაა და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რცხვე­ბად ჩანს, მეტი არა­ფე­რი (თან ნუ, სხვი­სი ჭი­რიც რო ჩხი­რია და თან ღო­ბე­ში, ეგეც მეს­მის).

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბიც და კვლე­ვე­ბიც რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი უფრო მყა­რია ვიდ­რე ვაქ­ცინთ მი­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად ის­რა­ე­ლის კვლვე­ვაც რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ 6ჯერ უფრო და­ცუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნი სიმპტო­მუ­რი კო­ვი­დის­გან თუ მას ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ქონ­და, უბ­რა­ლოდ, ზე­მოთთ­ქმუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან და მა­ღა­ლი დო­ნის ჟურ­ნა­ლებ­ში კო­მენ­ტა­რებ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ეს არ უნდა ინ­ტერპრე­ტირ­დეს ისე თით­ქოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას აზრი არ აქვს.

ეს კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს იმას, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი მყა­რია სა­ბედ­ნი­ე­როდ და არა იმას, რომ ყვე­ლა იმ რის­კზე უნდა წა­ვი­დეთ რაც ინ­ფი­ცი­რე­ბას ახ­ლავს და არც იმას, რომ ვაქ­ცი­ნა ცუ­დია.

ანუ ის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტიც გვი­ცას, ეს იმას არ ნიშ­ნავს რომ ვირუ­სით უნდა და­ვინ­ფი­ცირ­დეთ.

ცხა­დია ფარ­თო სუ­რა­თის­თვის ცოტა უფრო ფარ­თო არე­ა­ლი გვჭირ­დე­ბა, რაგ­დან არც მხო­ლოდ ერთი კვლე­ვა არ­სე­ბობს ამის შე­სა­ხებ და არც მხო­ლოდ ის­რა­ე­ლია რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე.

➡არ­სე­ბობს სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც და კვლე­ვე­ბიც რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის სარ­გე­ბელს რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ერთი დო­ზით მა­ინც ხდე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია.

➡ასე­ვე კვლე­ვე­ბი რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის (რნმ) მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის უპი­რა­ტე­სო­ბას ბუ­ნებ­რივ იმუ­ნი­ტეტ­ზე და ა.შ.

ანუ რომ გან­ვმე­ორ­დეთ ეს კვლე­ვე­ბი არის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი და არა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ვაქ­ცი­ნა მხო­ლოდ სიმპტო­მუ­რი კო­ვი­დის პრე­ვენ­ცია არ არის, მას უამ­რა­ვი ფუნ­ქცია აქვს, და­წყე­ბუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბით (მუ­ტა­ცია არის შეც­დო­მა ვირუ­სის გამ­რავ­ლე­ბი­სას, რაც მეტი გამ­რავ­ლდე­ბა ვირუ­სი, მე­ტია შან­სი მუ­ტა­ცი­ის) და დამ­თავ­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თუ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბოთ.

ამი­ტომ ერ­თე­უ­ლი კვლე­ვე­ბის (რო­მელ­საც ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი აქვს და კონ­კრე­ტუ­ლი­ვე ინ­ფორ­მა­ცია მო­აქვს) გან­ზო­გა­დე­ბა და ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ინ­ტერპრე­ტა­ცია, უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა (თუმ­ცა ამ სი­ცი­ლის ფასი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვინც უარს იტყვის ამის გამო ვაქ­ცი­ნა­ზე).

მოკ­ლედ, ინ­ფი­ცი­რე­ბით და ავად გახ­დო­მით ნამ­დვი­ლად მი­ვი­ღებთ ბუ­ნებ­რივ იმუ­ნი­ტეტს.

თუმ­ცა ამის გარ­და ბო­ნუ­სად მი­ვი­ღებთ:

  • ავა­დო­ბას და იზო­ლა­ცი­ას;
  • მეტ შანსს რომ გავ­რცელ­დეს მუ­ტა­ცი­ე­ბი და ახა­ლი შტა­მე­ბი;
  • მეტ შანსს რომ მოვ­კვდეთ;
  • მეტ შანსს რომ გან­ვი­თარ­დეს ე.წ. ლონგ კო­ვი­დი (კო­ვი­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი);
  • მეტ შანსს ინ­ვა­ლი­დო­ბის;
  • მეტ შანსს რომ კლი­ნი­კა­ში მოვ­ხვდეთ;
  • მეტ შანსს რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოვ­ხვდეთ;
  • მეტ შანსს რომ სხვას გა­დავ­დოთ ინ­ფექ­ცია;
  • მეტ შანსს რომ სხვას ვი­საც გა­დავ­დებთ ინ­ფექ­ცია, ისი­ნი მოკ­ვდნენ;
  • მეტ შანსს რომ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მის მხრივ გან­ვი­თარ­დეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი;
  • მეტ შანსს რომ კი­დევ მეტი ფული დავ­ხარ­ჯოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში.

დღეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. აი­ცე­რით" - წერს არ­ჩილ მარ­შა­ნია.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და კვლე­ვებს ეხ­მა­უ­რე­ბა ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი:

“გა­და­ტა­ნი­ლებს უკე­თე­სი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ ვიდ­რე აც­რი­ლებ­სო!?” პა­სუ­ხი მოკ­ლე და ლა­კო­ნუ­რია “თუ გა­დარ­ჩი კი” რე­ა­ლო­ბა შემ­დე­გია, კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ სა­შუ­ა­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის 1/3 - ს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი არ უყა­ლიბ­დე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი ფორ­მის დროს) , ამი­ტომდღეს რაც მყა­რად ვი­ცით ისა, რომ ვინც გა­და­ი­ტა­ნა და აიც­რა ყვე­ლა­ზე კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი მათ აქვთ. ამი­ტომ ნუ და­ე­ლო­დე­ბი ვე­რაგ კო­ვიდს, აი­ცე­რი და დახ­ვდი მას მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი" - წერს მე­დი­კო­სი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
0

მოკლედ რაც გინდატ ის იმღერეთ და იკაკანეთ ერთი კია, რომ ბუნებრივს არაფერი ჯობს,ახლა რაც გინდატ ის ამტკიცეთ

ssss
16

როგორ დაგვღალეთ ამ თქვენი მოძღვრებით რა, არ გინდათ ცოტა ხნით რომ გაჩუმდეთ, გავიგეთ, გავიგეეეეეეეეეთ, დავიღალეეეეეეთ და ჩვენ გადავწყვიტავთ რა ვქნათ, იქნებ დაგვიტოვოთ საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომელმაც გუშინ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საუბარია ისრაელში ჩატარებულ კვლევაზე, რომლის თანახმად კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვიდრე ვაქცინირებულების.

"ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს?

მოკლე პასუხია: არა. არ ჯობია.

ცოტა გრძლად:

ბუნებრივი იმუნიტეტის არსებობის შესახებ რამდენიმე საუკუნეა უკვე ცნობილია, ახალი არაფერი არ არის აქ.

დიდი ხანია ვიცით, რომ ამა თუ იმ ინფექციას თუ გადავიტანთ დარჩება იმუნიტეტი.

მეტიც, ეს რომ ვიცით, ზუსტად მაგის გამო გაჩნდა თავის დროზე ვაქცინის იდეა, და ვაქცინის მიზანიც ზუსტად ეგ არის, რომ ავირიდოთ ბუნებრივი იმუნიტეტი.

ბუნებრივი იმუნიტეტი შემდეგი ''ფრომულით'' ვითარდება:

დავინფიცირდებით ➡ გავხდებით ავად ➡ თუ არ მოვკვდით და გადავრჩით ➡ გვაქვს იმუნიტეტი.

Voila!

მაგრამ! ეს ''თუ არ მოვკვდით და გადავრჩით'' იყო ძალიან ბევრი, ამიტომ თავის დროზე ამოსავალი წერტილი იყო რომ შექმნილიყო პრეპარატი, რომელიც ავად გახდომის გარეშე მოგვცემდა იმუნიტეტს - რაც მიღწეულ იქნა ვაქცინით. ანუ ვაქცინა გვიცავს ავად გახდომის და ყველა იმ რისკების გარეშე რომელიც ავად გახდომას ახლავს ტან.

* ბუნებრივი იმუნიტეტი (ყველა დაავადებას რომ არ მივედ-მოვედოთ) წითელას მაგალითზე განვიხილოთ:

წითელას ბუნებრივად გადატანის შემდეგ რჩება უფრო მყარი იმუნიტეტი, კიბატონო.

მაგრამ ამის ფასად ვიღებთ შემდეგს:

- ყოველი 1000 ინფექციიდან 1 ბავშვი კვდება, ყრუვდება, უნივითარდება მძიმე გართულებები.

- ასევე არსებობს იშვიათი გართულება ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რომელიც 100% სასიკვდილო დაავადებაა და ვითარდება მხოლოდ წითელას ბუნებრივად გადატანის შემდეგ (გადატანიდან საშუალოდ 7 - 10 წლის მერე).

☠ვაქცინამდე პერიოდში, მსოფლიოში ყოველ 2 - 3 წელში ხდებოდა წითელას ეპიდაფეთქება და ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი კვბდებოდა მაგ 'ბუნებრივი იმუნიტეტის განვითარების მექანიზმით', მათ შორის უმეტესობა ბავშები.

ამ ყველაფრის პრევენცია კი შესაძლებელი გახდა უსაფრთხო ვაქცინით, ბუნებრივი იმუნიტეტი რო უფრო ძლიერია და მილიონობით ბავშვს კლავდა, მაგიტო კეთდება 2 დოზა და ამის დამსახურებაა რომ პატარა ზომის კუბოების ბიზნესი დღეს არ ყვავის.

(კი კი სწორად მიხვდით, ანტივაქსერები რომ გირჩევენ ჯობია თავად გადაიტანოს ბავშვმაო და საყვარლად ''ბატონები'' რომ დავარქვით, ის დაავადება არც ისე საყვარელია, წითელა მწვავე და ძალიან ვერაგი ვირუსული დაავადებაა)

კაი, მოდი კოვიდს დავუბრუნდეთ ახლა.

კი, კოვიდის ინფიცირების შემდეგაც რჩება იმუნიტეტი, უბრალოდ ზუსტად ეს ინფიცირებაა ამ ქაოსის მიზეზი, რადგან სწრაფად ვრცელდება.

მაგის მიზეზია ისიც, რომ საქართველოში უკვე 8000 ადამიანი არის მკვდარი და საგიჟეთი ხდება კლინიკებში.

თუმცა ამის დანახვა ინდივიდუალურად ცოტა რთულია, რაგდან უმეტესობა მარტივად გადაიტანს.

დადასტურებული შემთხვევებიდან დაახლოებით თუ* 80% მარტივად გადაიტანს დაავადებას, სადღაც 20% ჰოსპიტალში მოხვდება, 5% რეანიმაციაში და 1.5% კი მოკვდება, ეს პროცენტებში მარტივად ჩანს, რიცხვებში კი ეს ყველაფერი სხვანაირად იქნება, ნახევარ მილიონ შემთხვევაზე ეს ნიშნავს 100 000 ჰოსპიტალიზაციას, კლინიკების გადატვირთვას და 7500 მკვდარს.

თუმცა სანამ კლინიკაში არ შევიხედავთ ეს უბრალოდ სტსტისტიკაა და ადამიანის სიცოცხლე რცხვებად ჩანს, მეტი არაფერი (თან ნუ, სხვისი ჭირიც რო ჩხირია და თან ღობეში, ეგეც მესმის).

არსებობს მოსაზრებებიც და კვლევებიც რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო მყარია ვიდრე ვაქცინთ მიღებული, მაგალითად ისრაელის კვლვევაც რომელიც ამბობს, რომ 6ჯერ უფრო დაცული იყო ადამიანი სიმპტომური კოვიდისგან თუ მას ბუნებრივი იმუნიტეტი ქონდა, უბრალოდ, ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ყველა პასუხისმგებლიან და მაღალი დონის ჟურნალებში კომენტარებში ხაზგასმულია, რომ ეს არ უნდა ინტერპრეტირდეს ისე თითქოს ვაქცინაციას აზრი არ აქვს.

ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი მყარია საბედნიეროდ და არა იმას, რომ ყველა იმ რისკზე უნდა წავიდეთ რაც ინფიცირებას ახლავს და არც იმას, რომ ვაქცინა ცუდია.

ანუ ის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტიც გვიცას, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვირუსით უნდა დავინფიცირდეთ.

ცხადია ფართო სურათისთვის ცოტა უფრო ფართო არეალი გვჭირდება, რაგდან არც მხოლოდ ერთი კვლევა არსებობს ამის შესახებ და არც მხოლოდ ისრაელია როგორც სახელმწიფო პლანეტა დედამიწაზე.

➡არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და კვლევებიც რომელიც აჩვენებს ე.წ. ჰიბრიდული იმუნიტეტის სარგებელს როდესაც ინფიცირების შემდეგ ერთი დოზით მაინც ხდება ვაქცინაცია.

➡ასევე კვლევები რომელიც აჩვენებს ვაქცინაციის (რნმ) მიერ გამომუშავებული იმუნიტეტის უპირატესობას ბუნებრივ იმუნიტეტზე და ა.შ.

ანუ რომ განვმეორდეთ ეს კვლევები არის ინფორმაციის მიღების საშუალება და სწორი მენეჯმენტისთვის გასათვალისწინებელი ფაქტები და არა ვაქცინაციის საწინააღმდეგო დებულებები.

ვაქცინა მხოლოდ სიმპტომური კოვიდის პრევენცია არ არის, მას უამრავი ფუნქცია აქვს, დაწყებული ინფიცირების პრევენციით, გაგრძელებული მუტაციების შემცირებით (მუტაცია არის შეცდომა ვირუსის გამრავლებისას, რაც მეტი გამრავლდება ვირუსი, მეტია შანსი მუტაციის) და დამთავრებული გართულებების თუ სიკვდილიანობის შემცირებოთ.

ამიტომ ერთეული კვლევების (რომელსაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს და კონკრეტულივე ინფორმაცია მოაქვს) განზოგადება და ზოგადად ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაცია, უბრალოდ სასაცილოა (თუმცა ამ სიცილის ფასი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება იყოს, ვინც უარს იტყვის ამის გამო ვაქცინაზე).

მოკლედ, ინფიცირებით და ავად გახდომით ნამდვილად მივიღებთ ბუნებრივ იმუნიტეტს.

თუმცა ამის გარდა ბონუსად მივიღებთ:

  • ავადობას და იზოლაციას;
  • მეტ შანსს რომ გავრცელდეს მუტაციები და ახალი შტამები;
  • მეტ შანსს რომ მოვკვდეთ;
  • მეტ შანსს რომ განვითარდეს ე.წ. ლონგ კოვიდი (კოვიდის გახანგრძლივებული სიმპტომები);
  • მეტ შანსს ინვალიდობის;
  • მეტ შანსს რომ კლინიკაში მოვხვდეთ;
  • მეტ შანსს რომ რეანიმაციაში მოვხვდეთ;
  • მეტ შანსს რომ სხვას გადავდოთ ინფექცია;
  • მეტ შანსს რომ სხვას ვისაც გადავდებთ ინფექცია, ისინი მოკვდნენ;
  • მეტ შანსს რომ სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ განვითარდეს გართულებები;
  • მეტ შანსს რომ კიდევ მეტი ფული დავხარჯოთ მკურნალობაში.

დღეს ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია. აიცერით" - წერს არჩილ მარშანია.

გავრცელებულ ინფორმაციასა და კვლევებს ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:

“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი” რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3 - ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს) , ამიტომდღეს რაც მყარად ვიცით ისა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული" - წერს მედიკოსი.