მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მინდა, ჩამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
"ძალიან მინდა, ჩამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

ნამ­დვი­ლად არ მჯე­რა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ბე­დავს და ჩა­მო­ვა; ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩა­მო­ვი­დეს და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვამ­შვი­დებთ, მა­საც და­ვა­წყნა­რებთ და იქ­ნებ ქვე­ყა­ნა­მაც და­ის­ვე­ნოს, რო­დე­საც გა­მოვ­კე­ტავთ ცი­ხე­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვა თუ არა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევა ცი­ხე­ში და ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ ვერ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

„7 არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ, 7 არ­ჩევ­ნებ­ში მო­ვუ­გეთ მის ამ ან­ტი­ე­როვ­ნულ, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ძა­ლას და დათ­ვა­ლეს, რომ 16-ჯერ აქვს ადა­მი­ანს ნათ­ქვა­მი, თუ „და­მუქ­რე­ბუ­ლი", რომ ჩა­მო­ვალ, ჩა­მო­ვალ, ჩა­მო­ვალ და. ა.შ. მაგ­რამ არ ჩა­მო­დის. ვიცი რა, რომ ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცევს თა­ვის პარ­ტი­ას, არც და­ფი­ნან­სე­ბას უგ­ზავ­ნის, არც არა­ფერს, სხვა­თა­შო­რის მე გე­ტყვით, რომ 3 სახ­ლს იშე­ნებს უკ­რა­ი­ნა­ში და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის და­ტე­რო­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­გან. ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ, ესა თუ ის ბიზ­ნეს­მე­ნი უკ­ვე­თავს სა­ა­კაშ­ვილს კრი­ტი­კას, ეს იღებს ამ კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში კონ­კრე­ტულ გა­სამ­რჯე­ლოს და ასე ცხოვ­რობს ეს ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მავ­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი.

ჩა­მო­ვი­დეს, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩა­მო­ვი­დეს და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვამ­შვი­დებთ, მა­საც და­ვა­წყნა­რებთ და იქ­ნებ ქვე­ყა­ნა­მაც და­ის­ვე­ნოს, რო­დე­საც გა­მოვ­კე­ტავთ ცი­ხე­ში ამ ადა­მი­ანს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს არის ბრალ­დე­ბუ­ლი და მსჯავ­რდე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე, მათ შო­რის, ერთ-ერთი გა­ვიხ­სე­ნე, თუნ­დაც ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლამ­დე მიყ­ვა­ნის, ცე­მის ფაქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­უკ­ვე­თა და ლა­მის მოკ­ლეს ეს კაცი, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე, 26 მა­ი­სი, უამ­რა­ვი ძა­ლა­დობ­რი­ვი საქ­მე­ე­ბი და მათ შო­რის, მე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მთე­ლი ეს ძა­ლა­დო­ბა, რაც ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, ეს ხდე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე. ეს არის ძა­ლა­დობ­რი­ვი საქ­მე­ე­ბი და რა თქმა უნდა, ჩვენ არა­ვის არ შე­ვე­კი­თხე­ბით კა­ნო­ნი უნდა აღ­სრულ­დეს, თუ არ უნდა აღ­სრულ­დეს ამ მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩაგ­რავ­და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვინც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% და­ა­კარ­გვი­ნა, გა­დას­ცა კო­დო­რი, 100-ზე მეტი სო­ფე­ლი რუ­სეთს და რუ­სუ­ლი ჯარი შე­მო­იყ­ვა­ნა, და­აბ­რუ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენს კო­ლე­გებს, მე­გობ­რებს ავუხ­სნით და მათ იცი­ან ძა­ლი­ან კარ­გად, ვინ არის სა­ა­კაშ­ვი­ლი. მე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ჩვე­ნი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნა, მუ­ქა­რა მის მი­მართ არის, რომ არ ჩა­მო­ვი­დეს თბი­ლის­ში. მო­რი­გი შოუ აქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ აქ, თა­ვის გუნდს აჩ­ვე­ნოს, რომ მას უნდა ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ესე­ნი არ სთხო­ვენ ჩა­მოს­ვლას, მა­შინ არ ჩა­მო­ვა. სხვა­თა­შო­რის, მე­ლია, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ არის მისი ხაზი და მისი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მათ ერთხელ უკვე ერ­თად და­ან­გრი­ეს, მთელ­მა გუნ­დმა, ბან­დამ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, მე­ო­რედ ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემთ არა­ვის. მათ შო­რის, მე გუნ­დის შიგ­ნი­და­ნაც ვიცი, რომ ისი­ნიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და მა­თაც კი არ სჯე­რათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ და­პი­რე­ბის, ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ჩა­მო­ვა თუ არა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევა ცი­ხე­ში და რა თქმა უნდა, ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ ამ ქვე­ყა­ნა­ში, ამ მი­წა­ზე, ვერ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ვინც შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნის ძა­ლით და კა­ნო­ნის სა­ხე­ლით ყვე­ლას მი­უ­ზღავს და თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში.

ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რე­ა­ლუ­რად „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არა 27%, არა­მედ 5-6-7% უჭერს მხარს, და­ნარ­ჩე­ნი კი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლია, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ პრო­ტესტს არ გა­მო­ხა­ტავს.

„მე ჩემი მო­საზ­რე­ბა მაქვს და ვიცი, შეს­წავ­ლი­ლიც მაქვს, ამომ­რჩევ­ლის 27%-ში, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლია, რა კა­ტე­გო­რი­აა. ვფიქ­რობ, რომ მა­ქე­დან 5-6-7% იქ­ნე­ბი­ან „მი­შის­ტე­ბი", სექ­ტად რომ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი არის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, საპ­რო­ტეს­ტოდ გან­წყო­ბი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­თა შო­რის სა­ჯა­როდ პრო­ტესტს არ გა­მო­ხა­ტავს.

როცა კრი­ზი­სის პიკი იყო, როცა ითხოვ­დნენ ჩემს გა­დად­გო­მას, ივ­ლი­სის დროს და უამ­რა­ვი აქ­ცია რომ და­ა­ა­ნონ­სეს, მაქ­სი­მუმ 4000 კაცი შეკ­რი­ბეს. პარ­ტია, რო­მელ­საც 4000 კა­ცის გა­მოყ­ვა­ნის მეტი თავი არ აქვს, რა­ზეა სა­უ­ბა­რი და მე­ო­რეც, კი­თხვას შე­ვუბ­რუ­ნებ ნე­ბის­მი­ერს, 27% თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უჭერს მხარს და მე გი­თხა­რით, რომ ასე არ არის, იქ რე­ა­ლუ­რად სხვა­ნა­ი­რად გან­წყო­ბი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაა და სა­მუ­შა­ოა მათ­თა­ნაც, ისი­ნი რე­ა­ლუ­რად შეც­დო­მი­ლე­ბი არი­ან, მე ასე მჯე­რა, ჩემი ღრმა რწმე­ნით ასეა, 75%-80% უშუ­ა­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. მა­შინ მე­ო­რე კი­თხვას და­გის­ვამთ, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 80%, ანუ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა, რა პრობ­ლე­მა­ზეა სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი და მე არ მეს­მის, ვინ იმუქ­რე­ბა სა­ერ­თოდ?! არე­უ­ლო­ბით იმუქ­რე­ბი­ან?! ვინც გა­ბე­დავს არე­უ­ლო­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და რა­ი­მე მცდე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო, რა თქმა უნდა კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ძა­ლით და უფ­ლე­ბით, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს გას­ცემს სა­კად­რის პა­სუხს. ეს არის გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ვი­თომ რა­ღაც არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა. არა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა სა­ერ­თოდ. მოვ­კი­დებთ ხელს და შე­ვაბ­რძა­ნებთ ცი­ხე­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად. ვინც შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ისი­ნიც შევ­ლენ ცი­ხე­ში. ეს არის ჩემი პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაუბერა ოცნებებში!!!!!!
11

ტრი ტრის,თავისი თავი და ტვინი ვერ დაუწყნარებია და სხვას ან ქვეყანას დაამშვიდებს და დააწყნარებს? ისე არ იქნა ჩემი მტერი.

წარსულის ქრონიკა
11

ეხლა გაგახსენდათ (ქვეყანამ დაისვენოსოო) 9 წელი რას აკეთებდით სისხლს,რომ უშრობდით (დასვენების მაგივრად)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ძალიან მინდა, ჩამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"ძალიან მინდა, ჩამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა; ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება.

„7 არჩევნები ჩავატარეთ, 7 არჩევნებში მოვუგეთ მის ამ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას და დათვალეს, რომ 16-ჯერ აქვს ადამიანს ნათქვამი, თუ „დამუქრებული", რომ ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ და. ა.შ. მაგრამ არ ჩამოდის. ვიცი რა, რომ ყურადღებას აღარ აქცევს თავის პარტიას, არც დაფინანსებას უგზავნის, არც არაფერს, სხვათაშორის მე გეტყვით, რომ 3 სახლს იშენებს უკრაინაში და ბიზნესმენების დატერორებით არის დაკავებული. ზუსტი ინფორმაცია მაქვს ჩვენი მეგობრებისგან. ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ესა თუ ის ბიზნესმენი უკვეთავს სააკაშვილს კრიტიკას, ეს იღებს ამ კონკრეტული დავალების შესრულებაში კონკრეტულ გასამრჯელოს და ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, ჩვეულებრივი მავნებელი ადამიანი.

ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს.

სააკაშვილი დღეს არის ბრალდებული და მსჯავრდებული, მათ შორის, ძალიან მძიმე დანაშაულებებზე, მათ შორის, ერთ-ერთი გავიხსენე, თუნდაც ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის, ცემის ფაქტი, რომელიც სააკაშვილმა შეუკვეთა და ლამის მოკლეს ეს კაცი, გირგვლიანის საქმე, 26 მაისი, უამრავი ძალადობრივი საქმეები და მათ შორის, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ, მთელი ეს ძალადობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, ეს ხდებოდა სააკაშვილის გარეშე. ეს არის ძალადობრივი საქმეები და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ შევეკითხებით კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20% დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა, დააბრუნა საქართველოში. ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს ავუხსნით და მათ იციან ძალიან კარგად, ვინ არის სააკაშვილი. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარა მის მიმართ არის, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში. მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, რომ აქ, თავის გუნდს აჩვენოს, რომ მას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვინაიდან ესენი არ სთხოვენ ჩამოსვლას, მაშინ არ ჩამოვა. სხვათაშორის, მელია, რომელიც არანაკლებ არის მისი ხაზი და მისი პოლიტიკის გამტარებელი ჩვეულებრივი, მათ ერთხელ უკვე ერთად დაანგრიეს, მთელმა გუნდმა, ბანდამ, ჩვენი ქვეყანა და ამდენი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ არავის. მათ შორის, მე გუნდის შიგნიდანაც ვიცი, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან და მათაც კი არ სჯერათ სააკაშვილის ამ დაპირების, ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, სახელმწიფო კანონის ძალით და კანონის სახელით ყველას მიუზღავს და თავის ადგილს მიუჩენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას" არა 27%, არამედ 5-6-7% უჭერს მხარს, დანარჩენი კი გაღიზიანებული ამომრჩეველია, რომელიც საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს.

„მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ვიცი, შესწავლილიც მაქვს, ამომრჩევლის 27%-ში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველია, რა კატეგორიაა. ვფიქრობ, რომ მაქედან 5-6-7% იქნებიან „მიშისტები", სექტად რომ არის ჩამოყალიბებული, დანარჩენი არის გაღიზიანებული, საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობა, რომლებიც სხვათა შორის საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს.

როცა კრიზისის პიკი იყო, როცა ითხოვდნენ ჩემს გადადგომას, ივლისის დროს და უამრავი აქცია რომ დააანონსეს, მაქსიმუმ 4000 კაცი შეკრიბეს. პარტია, რომელსაც 4000 კაცის გამოყვანის მეტი თავი არ აქვს, რაზეა საუბარი და მეორეც, კითხვას შევუბრუნებ ნებისმიერს, 27% თუ „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს და მე გითხარით, რომ ასე არ არის, იქ რეალურად სხვანაირად განწყობილი მოსახლეობაა და სამუშაოა მათთანაც, ისინი რეალურად შეცდომილები არიან, მე ასე მჯერა, ჩემი ღრმა რწმენით ასეა, 75%-80% უშუალოდ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა. მაშინ მეორე კითხვას დაგისვამთ, ჩვენი მოსახლეობის 80%, ანუ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როცა სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი და მე არ მესმის, ვინ იმუქრება საერთოდ?! არეულობით იმუქრებიან?! ვინც გაბედავს არეულობას ჩვენს ქვეყანაში და რაიმე მცდელობა ექნება, სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით, ყველას და ყველაფერს გასცემს საკადრის პასუხს. ეს არის გაზვიადებული, რომ სააკაშვილის დაკავებას ვითომ რაღაც არეულობა მოჰყვება. არაფერი არ მოხდება საერთოდ. მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში ძალიან მარტივად. ვინც შეეწინააღმდეგება, ისინიც შევლენ ციხეში. ეს არის ჩემი პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.