მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში თანამდებობას ეჩვევიან და შინ წასვლა აღარავის უნდა, თუ ძალით არ გააგდებენ" - ეკა ნიჟარაძე ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე
"საქართველოში თანამდებობას ეჩვევიან და შინ წასვლა აღარავის უნდა, თუ ძალით არ გააგდებენ" - ეკა ნიჟარაძე ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე

2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა თან­და­თან იმა­ტებს: პარ­ტი­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ცდი­ლო­ბენ, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვონ, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი, ორ პო­ლუ­სად არის გა­ყო­ფი­ლი: ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის დროა, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი - სიმ­შვი­დის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მომ­ხრეა.

მსა­ხი­ობ ეკა ნი­ჟა­რა­ძეს დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რო­გო­რი გან­წყო­ბით ელო­დე­ბით მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებს, რას შეც­ვლის ის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- რას შეც­ვლის, ეს ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ერთი რამ ცხა­დია: ჩვენს სამ­შობ­ლოს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ეს ქვე­ყა­ნა უყ­ვარს და ვი­საც მას­ზე გული შეს­ტკი­ვა. ვინც აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რო­გორ უჭირს დღეს ჩვენს ხალ­ხს და რა უკი­დუ­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ ქვე­ყა­ნა­ში, არ შე­იძ­ლე­ბა, ცვლი­ლე­ბებს არ ემ­ხრო­ბო­დეს. იცით, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მაკ­ვირ­ვებს? - ქარ­თვე­ლე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ქუ­ჩა­ში რა­ტომ არას­დროს გა­მო­დი­ან და არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მე არ მახ­სოვს, ჩვენ­თან სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე მი­ტინ­გი ან სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყოს. მა­გა­ლი­თად: ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ფასი რომ გა­ზარ­დეს, ხმა არა­ვის ამო­უ­ღია. ახლა გა­რეთ სით­ბოა და გა­და­სა­ხა­დებ­ში ნაკ­ლებს ვიხ­დით, მაგ­რამ ზამ­თარ­ში რას ვა­პი­რებთ?! რა­ტომ­ღაც, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა აუ­ტა­ნე­ლი სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო პრო­ტესტს არ გა­მოთ­ქვამს და ეს მა­შინ, როცა მდი­დარ ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ყო­ველ­თვის აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

- იქ­ნებ, იმი­ტო­მაც არის ჩვე­ნი ხალ­ხი ღა­რი­ბი, რომ გა­ჭირ­ვე­ბას ეგუ­ე­ბა და მშვი­დად იტანს?

- შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, მაგ­რამ მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი.

- მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, ბევ­რი ფიქ­რობს, რომ მხო­ლოდ სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს - რო­გო­რია თქვე­ნი აზრი ამა­ზე?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს, მაგ­რამ როცა სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ასეთ რა­მეს გუ­ლის­ხმო­ბენ: ჯან­და­ბას, იყოს რაც არის, შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ყვე­ლა­ფერს ჯო­ბი­აო... მე მგო­ნი, ასე არა­ფე­რი გა­მო­ვა! ჩემი აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად უნდა შე­იც­ვა­ლოს. ვერ გე­ტყვით, ვინ იქ­ნე­ბა შემ­ცვლე­ლი, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ უა­რე­სი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა უკვე გა­უ­საძ­ლი­სია და სა­ერ­თოდ, მე იმის მომ­ხრე ვარ, მთავ­რო­ბა ყო­ველ 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ იც­ვლე­ბო­დეს. მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში ასე ხდე­ბა და ეს ტრა­დი­ცია ჩვენც უნდა გად­მო­ვი­ღოთ. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მთავ­რო­ბებს არ­ჩევ­ნე­ბის გზით, მშვი­დო­ბი­ა­ნად ის­ტუმ­რე­ბენ. აქ კი, სკამს და თა­ნამ­დე­ბო­ბას ეჩ­ვე­ვი­ან და შინ წას­ვლა აღა­რა­ვის უნდა, თუ ძა­ლით არ გა­აგ­დე­ბენ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tato
11

შენღა აკლდი რააააააა,საერთოდ ვინ ხარ?გამომივიდა რაააა ექსპერტი.ვარსკვლავობა არ გეღირსა და ეხლა მომინდომა პოლიტიკოსობა,ისე ბიძინას ის ფული რომ დაუბრუნო რაც გიხადა ურიგო არ იქნებოდა.

ტატოს
3

ბიძინა ყველას არ უხდიდა, უფრო ხანდაზმულ ხალხს წყალობდა. ქალბატონი ეკა სიმპატიური და ჭკვიანი ადამიანია, არ იმსახურებს ამნაირ უხეშ და ბრიყვულ მიმართვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საქართველოში თანამდებობას ეჩვევიან და შინ წასვლა აღარავის უნდა, თუ ძალით არ გააგდებენ" - ეკა ნიჟარაძე ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე

"საქართველოში თანამდებობას ეჩვევიან და შინ წასვლა აღარავის უნდა, თუ ძალით არ გააგდებენ" - ეკა ნიჟარაძე ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე

2 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ჩვენს ქვეყანაში ვნებათაღელვა თანდათან იმატებს: პარტიები და პოლიტიკოსები ცდილობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვონ, ქართველი საზოგადოება კი, ორ პოლუსად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების დროა, მეორე ნაწილი კი - სიმშვიდის და სტაბილურობის მომხრეა.

მსახიობ ეკა ნიჟარაძეს დღევანდელი სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ:

- ქალბატონო ეკა, როგორი განწყობით ელოდებით მომავალ არჩევნებს, რას შეცვლის ის ჩვენს ცხოვრებაში?

- რას შეცვლის, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენს სამშობლოს ჰაერივით სჭირდება წესიერი, პატიოსანი ადამიანები, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ვისაც მასზე გული შესტკივა. ვინც აცნობიერებს, თუ როგორ უჭირს დღეს ჩვენს ხალხს და რა უკიდურესი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში, არ შეიძლება, ცვლილებებს არ ემხრობოდეს. იცით, ყველაზე მეტად რა მაკვირვებს? - ქართველები სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში რატომ არასდროს გამოდიან და არ აპროტესტებენ. მე არ მახსოვს, ჩვენთან სოციალურ თემებზე მიტინგი ან სერიოზული აქცია ჩატარებულიყოს. მაგალითად: ბუნებრივი აირის ფასი რომ გაზარდეს, ხმა არავის ამოუღია. ახლა გარეთ სითბოა და გადასახადებში ნაკლებს ვიხდით, მაგრამ ზამთარში რას ვაპირებთ?! რატომღაც, ჩვენი მოსახლეობა აუტანელი სიდუხჭირის გამო პროტესტს არ გამოთქვამს და ეს მაშინ, როცა მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები სოციალურ პრობლემებს ყოველთვის აპროტესტებენ.

- იქნებ, იმიტომაც არის ჩვენი ხალხი ღარიბი, რომ გაჭირვებას ეგუება და მშვიდად იტანს?

- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

- მიუხედავად რთული სიტუაციისა, ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ სიმშვიდე და სტაბილურობა გადაგვარჩენს - როგორია თქვენი აზრი ამაზე?

- რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ როცა სტაბილურობაზე ლაპარაკობენ, ასეთ რამეს გულისხმობენ: ჯანდაბას, იყოს რაც არის, შეჩვეული ჭირი ყველაფერს ჯობიაო... მე მგონი, ასე არაფერი გამოვა! ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ვერ გეტყვით, ვინ იქნება შემცვლელი, უკეთესი იქნება თუ უარესი, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებები საჭირო და აუცილებელია. ამ ვითარებაში ცხოვრება უკვე გაუსაძლისია და საერთოდ, მე იმის მომხრე ვარ, მთავრობა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იცვლებოდეს. მოწინავე ქვეყნებში ასე ხდება და ეს ტრადიცია ჩვენც უნდა გადმოვიღოთ. განვითარებულ ქვეყნებში მთავრობებს არჩევნების გზით, მშვიდობიანად ისტუმრებენ. აქ კი, სკამს და თანამდებობას ეჩვევიან და შინ წასვლა აღარავის უნდა, თუ ძალით არ გააგდებენ. წაიკითხეთ სრულად