პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო" - გახარია მეუფე იაკობისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს
"ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო" - გახარია მეუფე იაკობისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს

დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ეკ­ლე­სი­ას იყე­ნებს - ეკ­ლე­სი­ის ჩარ­თვას ცდი­ლო­ბენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია მე­უ­ფე ია­კო­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მად, გა­ხა­რია მოს­კო­ვის კა­ცია და ეკ­ლე­სი­ას ებ­რძო­და.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მო­ირ­გო და მათ რე­სურსს იყე­ნებს იმის­თვის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

„სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ხელ­მწი­ფო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს იყე­ნებს. პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მო­ირ­გო და მათ რე­სურსს იყე­ნებს იმის­თვის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ახლა გა­და­ვი­და უკვე ეკ­ლე­სი­ა­ზე. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო უკვე ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფომ ძა­ლი­ან უხე­შად გა­მო­ი­ყე­ნა ეკ­ლე­სია, მისი სა­ხე­ლი, გა­მო­ი­ყე­ნა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შემ­დეგ ამო­ე­ფა­რა მათ ზურგს უკან და და­ი­მა­ლა, იგი­ვე ხდე­ბა ახ­ლაც.

პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია დღეს იყე­ნებს ეკ­ლე­სი­ას. მე არ მივ­ცემ ჩემ თავს უფ­ლე­ბას, რომ მე­უ­ფის სი­ტყვე­ბი შე­ვა­ფა­სო, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ზე ცუდს მე რა­საც ვხე­დავ, რომ ეკ­ლე­სი­ის ჩარ­თვას ცდი­ლო­ბენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში. არ მივ­ცემ მე ამას შე­ფა­სე­ბას.

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას ამ­ბობს იმის­თვის, რომ რა­ღაც კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ას გა­უ­ხან­გრძლი­ვოს ერთი დღით მა­ინც სი­ცო­ცხლე, ის რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია და ცდი­ლობს ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნი­ოს „ფეიქ ნი­უ­სით“, ტყუ­ი­ლით, მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბით ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, მე ეს არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. ეს გა­მო­დის, რომ მე უნდა და­ვი­წყო მა­თი­ვე წე­სე­ბით თა­მა­ში და არ ვა­პი­რებ. ჩემ­თვის არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ერ­თვე­ბი­ან, გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს აკე­თე­ბენ. ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი ჩემ­თვის, რო­გორც ცალ­კე აღე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის. ამ ნა­წილ­ში პრობ­ლე­მა არის იმა­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფო და პარ­ტია დღეს ცდი­ლობს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი გა­მო­ი­ყე­ნოს. აღარ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ოღონდ ყვე­ლა­ფერ­ზე ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მექ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რიც, ეს რომ დამ­თავ­რდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "კო­კა­ინ­ში­კო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა დრო­ის ფუჭი ნაყ­ვაა.

„ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს არა­ფერს არ ვუ­პა­სუ­ხებ. არ ვუ­პა­სუ­ხებ რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო, პირ­ვე­ლი - ამა­ზე დრო­ის და­კარ­გვა არ მინ­და, ეს დრო­ის ფუჭი ნაყ­ვაა - მე­ო­რე, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლის სი­ტყვა­საც უკვე არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო. ამ თე­მას და­ვუბ­რუნ­დე­ბი, მე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ და­ვი­წყე, მხო­ლოდ და­ვი­წყე და ჯერ ილა­პა­რა­კონ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
20

გახარიას რაცარუნდა დააბრალონ, მაინც კაცია კაცური. 

!
19

არასდროს წყობიდან არ გამოდის, კონტროლს არ კარგავს, სიტყვა არასდროს ეშლება - რა ეტყობა კოკაინის?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო" - გახარია მეუფე იაკობისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს

"ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო" - გახარია მეუფე იაკობისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს

დღეს პოლიტიკური პირები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ეკლესიას იყენებს - ეკლესიის ჩართვას ცდილობენ აბსოლუტურად პოლიტიკურ პროცესში, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმად, გახარია მოსკოვის კაცია და ეკლესიას ებრძოდა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიამ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგო და მათ რესურსს იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო სასულიერო პირებს იყენებს. პოლიტიკურმა პარტიამ ფაქტობრივად, მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგო და მათ რესურსს იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ახლა გადავიდა უკვე ეკლესიაზე. რამდენიმე შემთხვევა იყო უკვე ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც სახელმწიფომ ძალიან უხეშად გამოიყენა ეკლესია, მისი სახელი, გამოიყენა სასულიერო პირები შემდეგ ამოეფარა მათ ზურგს უკან და დაიმალა, იგივე ხდება ახლაც.

პოლიტიკური მიზნის მისაღწევად პოლიტიკური პირები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია დღეს იყენებს ეკლესიას. მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ მეუფის სიტყვები შევაფასო, არ მაინტერესებს. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდს მე რასაც ვხედავ, რომ ეკლესიის ჩართვას ცდილობენ აბსოლუტურად პოლიტიკურ პროცესში. არ მივცემ მე ამას შეფასებას.

ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცას ამბობს იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ პარტიას გაუხანგრძლივოს ერთი დღით მაინც სიცოცხლე, ის რაც მოქალაქეების გადასაწყვეტია და ცდილობს ზემოქმედება იქონიოს „ფეიქ ნიუსით“, ტყუილით, მოდელირებული რეალობით ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, მე ეს არ მაინტერესებს, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს გამოდის, რომ მე უნდა დავიწყო მათივე წესებით თამაში და არ ვაპირებ. ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, როდესაც სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან, განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ. ეს არის მიუღებელი ჩემთვის, როგორც ცალკე აღებული ქართველისთვის. ამ ნაწილში პრობლემა არის იმაში, რომ სახელმწიფო და პარტია დღეს ცდილობს, რომ კონკრეტული სასულიერო პირი გამოიყენოს. აღარ მინდა ამაზე საუბარი, ოღონდ ყველაფერზე ამაზე კონკრეტული რეაგირება მექნება სამართლებრივი და პოლიტიკურიც, ეს რომ დამთავრდება“, - განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას გიორგი გახარიას "კოკაინშიკობაზე და აღნიშნა, რომ მისთვის პასუხის გაცემა დროის ფუჭი ნაყვაა.

„ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. არ ვუპასუხებ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი - ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა, ეს დროის ფუჭი ნაყვაა - მეორე, ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო. ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, მხოლოდ დავიწყე და ჯერ ილაპარაკონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.