ავტორი:

"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს" - რას ამბობს მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ

"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს" - რას ამბობს მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ

"პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა", - ამის შესახებ "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი, დანარჩენზე კი სარემონტო სამუშაოები მიდის.

"ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება. 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენი სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები. მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი.

ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს, საპროცესო გაფორმდა "მიონის“ ობიექტზე. "მიონის“ ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკიც აქვთ მშენებლობის და აქედან გამომდინარე, ისინი ადევნებენ თვალყურს პროექტის დასრულებას“,- განაცხადა რჩეულიშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.