მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? - ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი
რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? -  ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის მთა­ვარ მო­ტი­ვად, გა­ნი­ხი­ლავს 20 წლის წი­ნან­დე­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის შუ­რის­ძი­ე­ბას. ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო ქვეყ­ნი­დან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი "ქი­ლე­რია" და ამ დიდ ტრა­გე­დი­ას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კავ­ში­რი აქვს, ზუს­ტად 20 წლის წინ, მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან. იმ­ჟა­მად სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და­ვით კა­კუ­ლია, მეტ­სა­ხე­ლად, "დათო ტბი­ლის­კი" აა­ფეთ­ქეს. გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­შა­ობს ვერ­სი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა სწო­რედ კა­კუ­ლი­ას შვი­ლებ­მა რუ­სე­თი­დან და­უკ­ვე­თეს. ცნო­ბი­ლია, რომ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის მამა ასე­ვე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" გია კვა­რა­ცხე­ლი­აა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის დრო­ზე დათო კა­კუ­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში იყო გა­რე­უ­ლი.

ასე­ვე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ და მის და­სა­კა­ვებ­ლად სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ambebi.ge უკვე წერ­და, რომ გია კვა­რა­ცხე­ლია და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო ე.წ. სო­ხუ­მურ კლან­თან, რომ­ლის წევ­რი და­ვით კა­კუ­ლი­აც (დათო "ტბი­ლის­კი") იყო. კლან­ში "დათო ტბი­ლის­კის" და მისი ძმის გარ­და, რო­მეო ბუ­ლია, კაკო კო­ხია, მე­რაბ ჯან­ჯღა­ვა ("სუ­ხუმსკი“), ვახო ქარ­და­ვა (ვახო სუ­ხუმსკი“) და სხვე­ბი მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. სო­ხუ­მურ კლან­ში, თა­ვის დრო­ზე, არა მარ­ტო სო­ხუ­მე­ლი ქურ­დე­ბი, ასე­ვე ქუ­თა­ი­სე­ლე­ბიც (მა­გა­ლი­თად, ჯან­გვე­ლა­ძე­ე­ბი) გა­ერ­თი­ან­დნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ამ და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდა.

ambebi.ge-მ ა.წ. 15 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ირ­გვლივ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია.

ასევე დაგაინტერესებთ
13:36 / 16-09-2021

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"

20:00 / 16-09-2021

"ნიკა კვარაცხელიას დედამ ტელევიზიით გაიგო შვილის გარდაცვალება და ახლა მოფრინავს საქართველოში" - რას წერს ნინო ზამბახიძე?

08:32 / 18-09-2021

"უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, მაგრამ ნიკას მკვლელობა ტრაგედიაა" - როგორ ეხმაურებიან რუსები 22 წლის ბიჭის საქმეს?

10:01 / 21-09-2021

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა? - რას შეეწირა 22 წლის ბიჭი

რო­გორც სან­დო წყა­რომ გვი­თხრა, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლი 25 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდაა და ის დათო "ტბი­ლის­კის" ვა­ჟე­ბის მე­გო­ბა­რია. კა­კუ­ლი­ას ვა­ჟე­ბი ამ­ჟა­მად სომ­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ, სვა­რა­უ­დოდ, იქი­დან შე­უკ­ვე­თეს მკვლე­ლო­ბა. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის მარ­შრუ­ტე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გარ­კვე­უ­ლი აქვთ. რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ის სომ­ხეთ­ში იყო გა­და­სუ­ლი. ირ­კვე­ვა, რომ მკვლე­ლი არ არის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ამას აპი­რებ­დეს და ამ მო­ტი­ვით ჩა­ი­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი.

  • ვინ იყო და­ვით კა­კუ­ლია, იგი­ვე "დათო ტბი­ლის­კი“?

და­ვით კა­კუ­ლია, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში"დათო ტბი­ლის­კის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, 1963 წლის 9 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ის "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“ 1991 წელს აკურ­თხეს (თბი­ლის­ში) ავ­თან­დილ ჩიხ­ლა­ძემ ("კვე­ჟო“), რო­ბერტ კა­ლან­და­ძემ ("რო­ბერ­ტა"), ნო­დარ ფა­რი­ზი­ან­მა ("ნონო"), პა­ა­ტა ჩლა­ი­ძემ ("პა­ა­ტა ბალ­შოი") და არ­სე­ნა მი­ქე­ლა­ძემ ("არ­სე­ნა".

"დათო ტბი­ლის­კი" პირ­ვე­ლად 1993 წელს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს. სას­ტუმ­რო "მოს­კოვ­ში“ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი აიყ­ვა­ნეს და ცხრა­კა­ცი­ან კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში, კა­კუ­ლი­ას­თან ერ­თად იყ­ვე­ნენ: ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია, ავ­თან­დილ ჩიხ­ლა­ძე ("კვე­ჟო"), და­ვით მელ­ქა­ძე ("დათო ფო­თინ­სკი"), ნი­კო­ლოზ თუთ­ბე­რი­ძე ("მაცი"), მალ­ხაზ მინ­და­ძე, გოჩა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი და სხვე­ბი. მათ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­ში დას­დეს ბრა­ლი. "დათო ტბი­ლის­კი" რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­თლე­ვი და სას­ჯელს რო­გორც რუ­სე­თის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში იხ­დი­და. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, მას პა­ტიმ­რო­ბის დროს "რეს­ბალ­ნი­ცა­შიც“ მო­უ­წია გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, სა­ი­და­ნაც 2001 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. და­ვით კა­კუ­ლია საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო და ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და "სხად­ნი­ა­კებ­ში“.

2001 წლის 25 აგ­ვის­ტოს, და­ვით კა­კუ­ლი­ას და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მკვლელ­მა მოს­კოვ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლთან, ავ­ტო­მან­ქან­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა - ხელ­ნა­კე­თი ყუმ­ბა­რა შე­უგ­დო და აა­ფეთ­ქა. "დათო ტბი­ლის­კი" წყნეთ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

რუ­სულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 37 წლის "დათო ტბი­ლის­კი", დი­ა­სახ­ლის­თან ერ­თად, ცხოვ­რობ­და კო­ტე­ჯში, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, ვუ­ჩე­ტი­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და, ტი­მი­რი­ა­ზევ­სკის ტყი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში. მკვლე­ლო­ბა დღის 1-ლ სა­ათ­ზე მოხ­და - რო­დე­საც კა­კუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჯდე­ბო­და, მას მოძ­რა­ვი მან­ქა­ნი­დან ხელ­ნა­კე­თი ყუმ­ბა­რა ეს­რო­ლეს და მი­ზან­შიც მო­არ­ტყეს. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, კუ­კუ­ლია მძი­მედ და­შავ­და - სახე და თვა­ლე­ბი და­ეწ­ვა, გარ­და ამი­სა, მარ­ცხე­ნა ხელ-ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო. "დათო ტბი­ლის­კი" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის მე­ო­რე დღეს, გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა 200 გრა­მი ტრო­ტი­ლით (TNT) და ლურ­სმნე­ბით იყო სავ­სე.

იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ჩვე­უ­ლი განგსტე­რუ­ლი ჩხუ­ბის მსხვერ­პლად მი­იჩ­ნია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მისი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჩან­თა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით (200 გრა­მი ტრო­ტი­ლით და ელექტრო დე­ტო­ნა­ტო­რით), რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ კა­კუ­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რემ და­ას­წრო.

და­ვით კა­კუ­ლი­ას აფეთ­ქე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მოს­კოვ­ში აა­ფეთ­ქეს ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, რო­მელ­შიც დე­და­ქა­ლა­ქის სომ­ხუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ - ძმე­ბი დათო და ნო­დარ ჩოგ­რა­შე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

კონ­კრე­ტუ­ლად რა კავ­ში­რი ჰქონ­და გია კვა­რა­ცხე­ლი­ას "დათო ტბი­ლის­კის" მკვლე­ლო­ბას­თან ღია წყა­რო­ე­ბით არ დგინ­დე­ბა, იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად გა­არ­კვევს ამ სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის მი­ზე­ზებს და დას­ჯის დამ­ნა­შა­ვე­ებს, რომ­ლებ­მაც სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა შე­ი­წი­რეს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
8

თავად ფაქტი, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა შეეწირა ასეთ გარჩევებს ხომ საშინელებაა, მაგრამ მეორე ფაქტი რომ ამ ბოლო დროს ასე ხშირად საუბრობენ ქურდებზე და ქურდულ სამყაროზე, კიდევ მეტი უბედურებაა, რომელიც უკან გვაბრუნებს შავ ბნელ დროში და რომელიც ვინ იცის კიდევ რამდენ უდანაშაულო მსხვერპლს შეიწირავს! 

tikitoki
4

ეს სიმახინჯე, რასაც "ქურდების ინსტიტუტი" ჰქვია, კიბოსავით აქვს შეჩენილი მთელ საზოგადოებას და ბოლოს უღებს..

რა ბიჭი შეუწირავთ ამ საზიზღრებს. მამის ცოდვას რომ უდანაშაულო შვილს მოკითხავ, ...... :( 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? - ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? -  ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მთავარ მოტივად, განიხილავს 20 წლის წინანდელი მკვლელობისთვის შურისძიებას. ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული "ქილერია" და ამ დიდ ტრაგედიას, დიდი ალბათობით, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. იმჟამად საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, "დათო ტბილისკი" ააფეთქეს. გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს. ცნობილია, რომ მოკლული ახალგაზრდის მამა ასევე "კანონიერი ქურდი" გია კვარაცხელიაა, რომელიც, სავარაუდოდ, თავის დროზე დათო კაკულიას მკვლელობის საქმეში იყო გარეული.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელი სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ambebi.ge უკვე წერდა, რომ გია კვარაცხელია დაპირისპირებული იყო ე.წ. სოხუმურ კლანთან, რომლის წევრი დავით კაკულიაც (დათო "ტბილისკი") იყო. კლანში "დათო ტბილისკის" და მისი ძმის გარდა, რომეო ბულია, კაკო კოხია, მერაბ ჯანჯღავა ("სუხუმსკი“), ვახო ქარდავა (ვახო სუხუმსკი“) და სხვები მოიაზრებოდნენ. სოხუმურ კლანში, თავის დროზე, არა მარტო სოხუმელი ქურდები, ასევე ქუთაისელებიც (მაგალითად, ჯანგველაძეები) გაერთიანდნენ. როგორც ამბობენ, სწორედ ამ დაპირისპირებისა და შურისძიების მსხვერპლი გახდა უდანაშაულო ახალგაზრდა.

ambebi.ge-მ ა.წ. 15 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის ირგვლივ დამატებითი დეტალები გაარკვია.

როგორც სანდო წყარომ გვითხრა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელი 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა და ის დათო "ტბილისკის" ვაჟების მეგობარია. კაკულიას ვაჟები ამჟამად სომხეთში იმყოფებიან და მათ, სვარაუდოდ, იქიდან შეუკვეთეს მკვლელობა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის მარშრუტები სამართალდამცველებს გარკვეული აქვთ. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ის სომხეთში იყო გადასული. ირკვევა, რომ მკვლელი არ არის ქურდული სამყაროს წევრი, მაგრამ შესაძლოა, ამას აპირებდეს და ამ მოტივით ჩაიდინა ეს დანაშაული.

  • ვინ იყო დავით კაკულია, იგივე "დათო ტბილისკი“?

დავით კაკულია, რომელიც კრიმინალურ წრეებში"დათო ტბილისკის“ სახელითაა ცნობილი, 1963 წლის 9 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ის "კანონიერ ქურდად“ 1991 წელს აკურთხეს (თბილისში) ავთანდილ ჩიხლაძემ ("კვეჟო“), რობერტ კალანდაძემ ("რობერტა"), ნოდარ ფარიზიანმა ("ნონო"), პაატა ჩლაიძემ ("პაატა ბალშოი") და არსენა მიქელაძემ ("არსენა".

"დათო ტბილისკი" პირველად 1993 წელს მოსკოვში დააკავეს. სასტუმრო "მოსკოვში“ ე.წ. კანონიერი ქურდები აიყვანეს და ცხრაკაციან კრიმინალურ დაჯგუფებაში, კაკულიასთან ერთად იყვენენ: ტარიელ ფოცხვერია, ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო"), დავით მელქაძე ("დათო ფოთინსკი"), ნიკოლოზ თუთბერიძე ("მაცი"), მალხაზ მინდაძე, გოჩა ცაგარეიშვილი და სხვები. მათ ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დასდეს ბრალი. "დათო ტბილისკი" რამდენჯერმეა ნასამართლევი და სასჯელს როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ციხეებში იხდიდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას პატიმრობის დროს "რესბალნიცაშიც“ მოუწია გარკვეული დროის გატარება, საიდანაც 2001 წელს გათავისუფლდა. დავით კაკულია საკმაოდ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ხშირად მონაწილეობდა "სხადნიაკებში“.

2001 წლის 25 აგვისტოს, დავით კაკულიას დაქირავებულმა მკვლელმა მოსკოვში, საკუთარ სახლთან, ავტომანქანში ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელნაკეთი ყუმბარა შეუგდო და ააფეთქა. "დათო ტბილისკი" წყნეთშია დაკრძალული.

რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, 37 წლის "დათო ტბილისკი", დიასახლისთან ერთად, ცხოვრობდა კოტეჯში, რომელიც მოსკოვში, ვუჩეტიჩის ქუჩაზე მდებარეობდა, ტიმირიაზევსკის ტყიდან რამდენიმე მეტრში. მკვლელობა დღის 1-ლ საათზე მოხდა - როდესაც კაკულია ავტომანქანაში ჯდებოდა, მას მოძრავი მანქანიდან ხელნაკეთი ყუმბარა ესროლეს და მიზანშიც მოარტყეს. აფეთქების შედეგად, კუკულია მძიმედ დაშავდა - სახე და თვალები დაეწვა, გარდა ამისა, მარცხენა ხელ-ფეხის მოტეხილობა მიიღო. "დათო ტბილისკი" საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მეორე დღეს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა 200 გრამი ტროტილით (TNT) და ლურსმნებით იყო სავსე.

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდი“ დედაქალაქისთვის ჩვეული განგსტერული ჩხუბის მსხვერპლად მიიჩნია. სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას, აღმოაჩინეს ჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით (200 გრამი ტროტილით და ელექტრო დეტონატორით), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კაკულიას დაპირისპირებულმა მხარემ დაასწრო.

დავით კაკულიას აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვში ააფეთქეს ჯავშანტექნიკა, რომელშიც დედაქალაქის სომხური კრიმინალური საზოგადოების ლიდერები, ასევე "კანონიერი ქურდები“ - ძმები დათო და ნოდარ ჩოგრაშები იმყოფებოდნენ.

კონკრეტულად რა კავშირი ჰქონდა გია კვარაცხელიას "დათო ტბილისკის" მკვლელობასთან ღია წყაროებით არ დგინდება, იმედია, გამოძიება დროულად გაარკვევს ამ სისხლიანი დაპირისპირებების მიზეზებს და დასჯის დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად უდანაშაულო, ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა შეიწირეს.