სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს "ლაზიერის გამბიტში" მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის - რა წერია საჩივარში და რას ითხოვს მოჭადრაკე
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს "ლაზიერის გამბიტში" მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის - რა წერია საჩივარში და რას ითხოვს მოჭადრაკე

ქარ­თველ­მა მო­ჭად­რა­კემ, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სტრი­მინგ კომ­პა­ნია Netflix-ს უჩივ­ლა. სა­სა­მარ­თლო დავა ლოს ან­ჯე­ლე­სის ფე­დე­რა­ლურ სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თე­ბა.

დავა ეხე­ბა "ნე­ტფ­ლიქ­სის" პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს "ლა­ზი­ე­რის გამ­ბიტს", რომ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­საც, რო­გორც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ჩი­ვარ­ში წე­რია, მის შე­სა­ხებ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და მისი რე­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბი გა­ა­უ­ფა­სუ­რეს.

NBCnews-ის ცნო­ბით, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჭად­რა­კის ოს­ტა­ტი ჩი­ვის იმის გამო, რომ სე­რი­ალ­ში სა­უბ­რო­ბენ მის შე­სა­ხებ და ამ­ბო­ბენ, რომ ის კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს და­პი­რის­პი­რე­ბია კაც მო­ჭად­რა­კე­ებს.

  • "რუ­სეთ­ში არის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ის ქალ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, მაგ­რამ იგი არას­დროს შეხ­ვედ­რია კაც მო­ჭად­რა­კეს“ - ამ­ბო­ბენს სე­რი­ალ­ში ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

სა­ჩი­ვარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1968 წლის­თვის (იმ დრო­ის­თვის, როცა სე­რი­ალ­ში ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა) მას სულ მცი­რე, 59 მო­ჭად­რა­კე კაც­თან ჰქონ­და მატ­ჩი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, სულ მცი­რე 10 დი­დოს­ტა­ტი იყო.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სე­რი­ალ­ში მის შე­სა­ხებ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, ამავდრო­უ­ლად, ყო­ვე­ლი­ვე არის უკი­დუ­რე­სად "სექ­სის­ტუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი."

"ნე­ტფ­ლიქსმა" მო­ი­ტყუა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მიღ­წე­ვებ­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი და ცი­ნი­კუ­რი მიზ­ნით, რათა სე­რი­ალ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი უფრო დრა­მა­ტუ­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნა, გა­მო­გო­ნი­ლი გმი­რი კი ისე ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თით­ქოს მისი მსგავ­სი მიღ­წე­ვა არც ერთ ქალს, მათ შო­რის, არც გაფ­რინ­დაშ­ვილს ჰქო­ნო­და. "ნე­ტფ­ლიქსმა" და­ამ­ცი­რა ქალი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო დო­ნე­ზე კაც მო­თა­მა­შე­ებს ხვდე­ბო­და და ამარ­ცხებ­და კი­დეც", - ნათ­ქვა­მია სა­ჩი­ვარ­ში.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ნეთფლიქსმა“ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს, რო­დე­საც ის რუს მო­ჭად­რა­კედ მო­იხ­სე­ნია.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის­თვის 5 მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს და ასე­ვე მო­ი­თხოვს, რომ სე­რი­ა­ლი­დან ამოჭ­რან ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მას ეხე­ბა.

  • ცნო­ბის­თვის, The Queen's Gambit ("ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტი") Netflix-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რულ მი­ნი­სე­რი­ა­ლია, რო­მელ­შიც ამ­ბა­ვი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში, მო­ჭად­რა­კე ქა­ლის, ბეტ ჰარ­მო­ნის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა. ბეტი არის არა ის­ტო­რი­უ­ლი, არა­მედ გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი. სე­რი­ა­ლი შოუ უოლ­ტერ ტე­ვი­სის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს, ის არის მო­ჭად­რა­კე, რო­მელ­მაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში და­ამ­სხვრია სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და და­ამ­ტკი­ცა, რომ ქალი მო­ჭად­რა­კე შე­იძ­ლე­ბა ეთა­მა­შოს მო­ჭად­რა­კე კაცს და და­ა­მარ­ცხოს. გა­ე­ცა­ნით სტა­ტი­ას: "ნამ­დვი­ლი "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტი" - რო­გორ და­ი­პყრო ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა ჭად­რა­კის სამ­ყა­რო"

მკითხველის კომენტარები / 86 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Simartle
26

მოთხოვნის უფლება ალბათ აქვს, თუმცა სერიალის ტიტრებში წერია რომ სერიალე არ არის აგებული ნამდვილ ფაქტებზე.

სჯობია ბიძინას მოსთხოვოს 10000 დოლარი რომ ვერ ( არ) შეასრულა დაპირება- ყველა სოფელში სოლარიუმი და სპა სალონი.

ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
37

თუ ეს სერიალი დოკ. ჟანრის არაა, წააგებს მაგ სასამართლოს. მხატვრულ ფილმში, აუცილებელი არაა, სიუჟეტი ისტორიული სიზუსტით ვითარდებოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს "ლაზიერის გამბიტში" მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის - რა წერია საჩივარში და რას ითხოვს მოჭადრაკე

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს "ლაზიერის გამბიტში" მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის - რა წერია საჩივარში და რას ითხოვს მოჭადრაკე

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა სტრიმინგ კომპანია Netflix-ს უჩივლა. სასამართლო დავა ლოს ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში წარიმართება.

დავა ეხება "ნეტფლიქსის" პოპულარულ სერიალს "ლაზიერის გამბიტს", რომლის მილიონობით მაყურებელსაც, როგორც გაფრინდაშვილის საჩივარში წერია, მის შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი რეალური მიღწევები გააუფასურეს.

NBCnews-ის ცნობით, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჭადრაკის ოსტატი ჩივის იმის გამო, რომ სერიალში საუბრობენ მის შესახებ და ამბობენ, რომ ის კარიერის განმავლობაში არასდროს დაპირისპირებია კაც მოჭადრაკეებს.

  • "რუსეთში არის ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ იგი არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეს“ - ამბობენს სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ.

საჩივარში აღნიშნულია, რომ 1968 წლისთვის (იმ დროისთვის, როცა სერიალში ხდება მოქმედება) მას სულ მცირე, 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, რომელთა შორისაც, სულ მცირე 10 დიდოსტატი იყო.

გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალში მის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, ამავდროულად, ყოველივე არის უკიდურესად "სექსისტური და დამამცირებელი."

"ნეტფლიქსმა" მოიტყუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე იაფფასიანი და ცინიკური მიზნით, რათა სერიალში გადმოცემული ამბავი უფრო დრამატულად წარმოეჩინა, გამოგონილი გმირი კი ისე ეჩვენებინა, თითქოს მისი მსგავსი მიღწევა არც ერთ ქალს, მათ შორის, არც გაფრინდაშვილს ჰქონოდა. "ნეტფლიქსმა" დაამცირა ქალი, რომელიც მსოფლიო დონეზე კაც მოთამაშეებს ხვდებოდა და ამარცხებდა კიდეც", - ნათქვამია საჩივარში.

ასევე აღნიშნულია, რომ "ნეთფლიქსმა“ შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია.

ნონა გაფრინდაშვილი მიყენებული ზიანისთვის 5 მილიონ დოლარს ითხოვს და ასევე მოითხოვს, რომ სერიალიდან ამოჭრან ის მონაკვეთი, რომელიც უშუალოდ მას ეხება.

  • ცნობისთვის, The Queen's Gambit ("ლაზიერის გამბიტი") Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და პოპულარულ მინისერიალია, რომელშიც ამბავი მეოცე საუკუნეში, მოჭადრაკე ქალის, ბეტ ჰარმონის გარშემო ვითარდება. ბეტი არის არა ისტორიული, არამედ გამოგონილი პერსონაჟი. სერიალი შოუ უოლტერ ტევისის რომანის მიხედვით გადაიღეს.

რაც შეეხება ნონა გაფრინდაშვილს, ის არის მოჭადრაკე, რომელმაც მეოცე საუკუნეში დაამსხვრია სტერეოტიპები და დაამტკიცა, რომ ქალი მოჭადრაკე შეიძლება ეთამაშოს მოჭადრაკე კაცს და დაამარცხოს. გაეცანით სტატიას: "ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი" - როგორ დაიპყრო ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის სამყარო"